"სხვა იტალიური გუნდის მაისურში თავი ვერ წარმომიდგენია”
36 წლის ფეხბურთელის კონტრაქტს ”ბებერ ქალბატონთან” მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის ვადა. თავდამსხმელი ”იუვენტუსის” ღირსებას 1993 წლიდან იცავს. მან გუნდის შემადგენლობაში თითოჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი და ხუთჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა.

”ჩემი მომავალი ”იუვენტუსში” ჯერჯერბით გაურკვეველია. ყველაფერი ჩემსა და კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. ჩვენ კონტრაქტის გაგრძელების შესახებ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ ახალ ხელშეკრულებას არ შემომთავაზებენ, სათამაშოდ საზღვარგარეთ წავალ. იტალიაში სხვა გუნდის მაისურში, გარდა ”იუვენტუსისა”, თავი ვერ წარმომიდგენია”, - განაცხადა დელ პიერომ.

ფორვარდს მსოფლიო ფეხბურთის უამრავ ვარსკვლავთან მოუხდა თამაში, თუმცა მისგან განსაკუთრებულ პატივისცემას ”მილანის” და იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი პაოლო მალდინი იმსახურებს: ”მალდინი, საოცარი ფეხბურთელი, ნამდვილი კაპიტანი იყო და ის ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მისაბაძია. შეუძლებელია მას პატივს არ სცემდე".

დელ პიერომ ასევე განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერისთვის ჯერ კიდევ არ დაუსვამს წერტილი. ის არ იყო იტალიის ნაკრების შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე და "სკუადრაში" არც ამჟამინდელი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი იწვევს. ”თუ პრანდელისგან ნაკრებში მიწვევას მივიღებ, მზად ვარ დავეხმარო მას”, - აღნიშნა დასასრულს თავდამსხმელმა.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა