"ოღონდ დაუგავპილსის "დაუგავაში" არ ვყოფილიყავი და..."
მამუკა ღონღაძის სატრანსფერო ამბები კვლავ აქტუალურია.

27 წლის თავდამსხმელისა და დაუგავპილსის "დაუგავას" მძიმე ურთიერთობის ისტორიაში კიდევ ერთი მოულოდნელი ფურცელი მარტის ბოლოს ჩაიწერა: ლატვიის ჩემპიონმა ქართველი ლეგიონერი ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) დებიუტანტ "ილუკსტეში" გაუშვა.

ეს მწირი ისტორიის მქონე საფეხბურთო კლუბია, 2009 წელს დაარსდა და თავდაპირველად, სამი წელი, საფეხბურთო სკოლის სახელით ლატვიის მეორე ლიგაში ასპარეზობდა. შარშან კი არსებობის ისტორიაში პირველად, ვირსლიგის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ წარმატებული სეზონის შემდეგ დაუგავპილსის "დაუგავას" ქართველი თავდამსხმელი ზამთარში ვლადიკავკაზის "ალანიაში" ისინჯებოდა, სადაც არ დაიტოვეს.

ამის გაგება კიდევ შეიძლება, რუსეთის პრემიერლიგის მოთხოვნები ლატვიისას ბევრად აღემატება, მაგრამ ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის, ბომბარდირის და თავდამსხმელის ლიგის დებიუტანტში გადასვლა ამ ბალტიისპირული ქვეყნის მედიამ სეზონის უპირველეს სენსაციად უკვე მონათლა.

უკრაინულმა "სპორტ-ექსპრესმა" კი დაწერა:

"დაუგავპილსელთა თავდამსხმელის, ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის "ილუკსტეში" იჯარით გადასვლა ზამთრის სატრანსფერო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი მოვლენა აღმოჩნდა".

ლატვიაში სეზონი დაიწყო. "ილუკსტემ" გასვლაზე "სპარტაკთან" 2:2 ითამაშა, ღონღაძე კი მოედანზე მხოლოდ 77-ე წუთზე გამოჩნდა და თავი არ გამოუჩენია.

"ჩემი ახალი გუნდი უმაღლესი ლიგის დებიუტანტია, მაგრამ პერსპექტიული ახალგაზრდული კლუბია.

ლატვიაში დაბრუნებული, "დაუგავაში" ვვარჯიშობდი და არც მეგონა, კარიერას სხვა კლუბში თუ გავაგრძელებდი, მაგრამ ადრეც გითხარით, რომ "დაუგავას" პრეზიდენტთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა.

ამავე დროს, ზამთარში ინდივიდუალურად ვემზადებოდი, წყალტუბოს "სამგურალში" მხოლოდ გამგზავრებამდე ვივარჯიშე და ცხადია, ფორმაში არ ვიყავი.

ვიცოდი, ასე არ მათამაშებდნენ და იჯარის შანსი რომ გამიჩნდა, ოღონდ "დაუგავაში" აღარ ვყოფილიყავი და დებიუტანტ გუნდში თამაშსაც სიამოვნებით დავთანხმდი.

"ილუკსტეში" სწორედ ფორმის აღდგენისა და სათამაშო პრაქტიკის იმედად გადავედი.

"დაუგავას" არც ჩემპიონობა მაინტერესებს და არც პრესტიჟი. ლატვიის ფეხბურთის ფედერაციამ ტრანსფერი ჩემპიონატის დაწყებამდე ორიოდე დღით ადრე დაარეგისტრირა და უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვემზადები", - გვითხრა ღონღაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მამუკა ღონღაძის ისტორია გრძელდება - "დაუგავას" პრეზიდენტი აქეთ მედავება

მამუკა ღონღაძე: მუჯირი მართალია - აქ თავს ფეხბურთელად ვერ იგრძნობ

მამუკა ღონღაძე: გულდაწყვეტილი ვარ, ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი

მამუკა ღონღაძე: არ ვიცი, გაზაევმა "ალანიადან" რატომ გამიშვა

მამუკა ღონღაძე: ფეხბურთს თავს დავანებებ, "დაუგავა" კვლავ ხელს თუ შემიშლის!

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა