ვიქტორ სანიკიძემ გიორგი ცინცაძეს მიბაძა და ევროპა ბასკეთში დაასრულა
ევროლიგაზე ტოპ-16-ის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკიმ" ესპანეთში "კახა ლაბორალთან" 64:76 დათმო, ხოლო გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" რუსული "ხიმკი" პირეოსში 79:70 დაამარცხა.

ამ შედეგებმა მეოთხედფინალის საგზური (F ჯგუფიდან) "ოლიმპიაკოსს", "ბარსელონას", "მაქაბისა" და "კახა ლაბორალს" უბოძა. სანიკიძემ კი, ისევე, როგორც მისმა მეგობარმა გიორგი ცინცაძემ, ევროტურნირებზე წლევანდელი გამოსვლა ბასკეთში დაასრულა.

ვიქტორმა "ლაბორალთან" 19 წუთში 7 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი), 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება შერმადინს, იგი 4 აპრილს განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ევროლიგის პლეი ოფში ქართული გვარი მეოთხედ გამოჩნდება: პირველად 2003 წელს მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიური "ბენეტონის" ღირსება დაიცვა; მეორედ 2009 წელს შერმადინმა "ოლიმპიაკოსთან" ერთად შეჯიბრება მოიგო. მან მომდევნო სეზონშიც პლეი ოფში ითამაშა, წლეულს კი "ოლიმპიაკოსთან" ერთად მოუწევს მეოთხედფინალში ბრძოლა; 1997 წელს ვლადიმერ სტეფანიამაც ითამაშა ნახევარფინალში, მაგრამ მაშინ ამ შეჯიბრებას ჩემპიონთა ლიგა ერქვა და სხვა ფორმატით მიმდინარეობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა