"ტორპედო-ავაზა" პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, "Evima Cup 2013"-ზე 1999 წელს დაბადებულთა შორის გამარჯვებული გახდა
თურქეთის ქალაქ ალანიაში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი "Evima Cup 2013" ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

1999 წელს დაბადებულთა შორის საქართველო თბილისის "ლოკომოტივისა" და "ტორპედო-ავაზას" საფეხბურთო სკოლებმა წარმოადგინეს. "ტორპედო-ავაზა" გამარჯვებული დაბრუნდა.

28 წელიწადია, რაც მისი მთავარი მწვრთნელი ანზორ ზუკაკიშვილი "ავაზაში" ქართულ ფეხბურთს ემსახურება და ბევრი ცნობილი მოთამაშე გაუზრდია. მაგალითად, ახლა "ტორპედოში" მისი ორი ფეხბურთელი თამაშობს - გრიგოლ დოლიძე და მერაბ გიგაური.

ტურნირი ჯგუფური ფორმატით ჩატარდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის 50 გუნდი მონაწილეობდა. ჯგუფში "ტორპედო-ავაზამ" ერთადერთი მატჩი მოსკოვის "სტროგინოს" აკადემიასთან დათმო (1:3). ფინალშიც სწორედ მას შეხვდა, თორნიკე კოკაიას გოლით 1:0 დაამარცხა და თასს დაეუფლა.

ტორპედოელებმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვეს - საუკეთესო ფეხბურთელად ლევან კუპრაძე დაასახელეს, ბომბარდირი კი საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრების წევრი ალეკო შეყილაძე გახდა. ამ უკანასკნელს წილად ხვდა მაყურებლის სიმპათიის პრიზიც.

აღსანიშნავია, რომ "ტორპედო-ავაზა" ზაფხულში ბულგარეთში გასამართ სოლიდურ ტურნირზეც მიიწვიეს, სადაც ლონდონის "ჩელსისა" და ამსტერდამის "აიაქსის" ასაკობრივი გუნდებიც იასპარეზებენ.

ცნობისთვის: "ტორპედო-ავაზას" ეს გუნდი ელიტლიგის მოქმედი ჩემპიონია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა