ქართველმა წყალბურთელებმა ბრიტანელებს მეოთხედ მოუგეს
ოთხი წლის წინათ შვეიცარიულ ლუგანოში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა დიდი ბრიტანეთის გუნდს 10:9 აჯობა.

2010 წელს ჩვენებმა თბილისის თასზე სძლიეს კუნძულელებს - 10:7, შარშანწინდელ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში "ჯვაროსნებმა" "ოლიმპიკის" აუზში ბრიტანელებს 9:3 მოუგეს, სტუმრად კი 8:9 დამარცხდნენ.

ოთხიდან სამ შეხვედრაში მიღწეული წარმატების მიუხედავად, არ გვეგონა, რომ ჩვენი წყალბურთელები 2014 წლის კონტინენტის პირველობის შესარჩევი ტურნირის სტარტზე შარშანდელი ოლიმპიური თამაშების მასპინძლებს აშკარად დაჯაბნიდნენ. თუმცა ფაქტია, რომ სტუმრებმა შესვენებამდე ქართველი წყალბურთელების შეჩერება ვერ შეძლეს.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი". 4 აპრილი

საქართველო-დიდი ბრიტანეთი 12:3

3:0, 6:1, 1:0, 2:2

საქართველო: ჭუმბურიძე, ქენქაძე, ჩიქვინიძე, რუსიშვილი, ლაითაძე (1), ელეზი, ხვედელიანი, ბაღათურია (1), რურუა (კ), გეგელაშვილი (2), ყაზახიშვილი, ელაჩა (3), ცრეპულია (5). მთავარი მწვრთნელი ისელიძე, მწვრთნელი პოპოვიჩი.

დიდი ბრიტანეთი: სკოტი, ჯეიმსი, კარვენი (1), კინგი, სიგესი, უალერი (1), ამსტრონგი, ვინსენტი (1), პარკერი, ჩოლესილდი, რუდერი, ორეგანი, ჰოლანდი. მთავარი მწვრთნელი დანსპი.

მატჩი მასპინძლების იერიშებით დაიწყო. პირველსავე წუთზე კინგის უხეში თამაშის გამო არბიტრებმა ბრიტანელთა კარში პენალტი დანიშნეს და ცრეპულიამ ზუსტად დაარტყა.

მალევე ელაჩამ და იმავე ცრეპულიამ ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდეს. მეორე პერიოდში ელაჩამ და ცრეპულიამ (ისევ პენალტით) ხუთამდე აიყვანეს ანგარიში.

სწორედ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ ბრიტანელები და პირველად აიღეს ჭუმბურიძის კარი. არადა, მანამდე და მერეც ჩვენმა გოლკიპერმა რამდენჯერმე იხსნა თანაგუნდელები. შესვენებამდე მასპინძლების უპირატესობა აშკარა იყო, რაც ანგარიშშიც აისახა - 9:1.

ისელიძის შეგირდებმა მესამე-მეოთხე რვაწუთიან მონაკვეთებში ყურადღება მოადუნეს, სტუმრებს უპირატესობა დაუთმეს და კონტრთამაშის საშუალება მისცეს.

მართალია, მესამე პერიოდი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, მაგრამ მათ შეტევებში არ იგრძნობოდა სიმწვავე და აგრესია. ამიტომაც მეტოქე ასწრებდა დაცვის ორგანიზებას, იმატა უზუსტო დარტყმებმა. საგულისხმოა ისიც, რომ მასპინძლებმა ოთხი პერიოდის განმავლობაში რვაჯერ მიიღეს რიცხობრივი უპირატესობა და მხოლოდ ოთხჯერ მიაღწიეს წარმატებას.

მატჩის ბოლო პერიოდი, ფაქტობრივად, თანაბარ ბრძოლაში გაილია და ანგარიშიც სათანადო იყო - 2:2. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 12:3 გაიმარჯვა და გათამაშების ცხრილში პირველი სამი ქულა ჩაიწერა. 5 აპრილს ჩვენები სლოვაკებს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც 4 აპრილს პოლონელებს სძლიეს.

სლოვაკეთი-პოლონეთი 11:1

4:0, 3:0, 3:1, 1:0

სლოვაკეთი: გოგოლა, ფამერა (3), ჯანისეკი (3), ნეტბალი, დარიკი (1), ნაგი, მოლნარი, მრავიკი (1), პრუდკა (1), პულოვიჩი (1), კრაჩი, გუირსი (1), კოსმერი. მწვრთნელი სიროტნი.

პოლონეთი: დიაკონოვი, რაძინკი, ბედნარეკი, კოვალევსკი, პიაპეკი, ზუმანსკი, მიჩალსკი (1), მარტინ ბარი, ლივნიჩაკი, მიხალ ბარი, ლუზაკი, ლესზეკი, ზაბლოვსკი. მწვრთნელი ქუჯავა.

როგორც ქართველებისა და ბრიტანელების მატჩში, მასპინძლები მთელი თავით მაღლა იდგნენ სტუმრებზე. მეორე პაექრობაშიც მსგავსი სიტუაცია იყო - ფავორიტად მიჩნეულმა სლოვაკებმა პოლონელები დაჯაბნეს.

ანგარიში დარიკმა მე-2 წუთზე გახსნა. მერე ჯანისეკმა, ფამერამ და პრუდკამ კიდევ სამი უპასუხო გოლი გაიტანეს დიაკონოვის კარში. მეორე პერიოდიც სლოვაკების უპირატესობით წარიმართა.

პოლონელებმა აუზიდან მშრალად ამოსვლას მხოლოდ მესამე რვაწუთიან მონაკვეთში დააღწიეს თავი. ბოლო ორ პერიოდში სლოვაკებმა, ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობით ითამაშეს.

მატჩი მაინც დიდი ანგარიშით (11:1) მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ფავორიტებმა თითქმის ყველა რიცხობრივი უპირატესობა გოლად აქციეს, რაზეც საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას ყურადღების გამახვილება მართებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 5 აპრილს, 18.30 საათზე საქართველო სწორედ სლოვაკეთს შეხვდება.

5 აპრილი

ჩეხეთი-სლოვაკეთი (10:00)

პოლონეთი-დიდი ბრიტანეთი (11:30)

საქართველო-სლოვაკეთი (18:30)

ჩეხეთი-პოლონეთი (20:00)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ