დაძაბული პოლიტიკური ფონის მიუხედავად, სამხრეთკორეულ ჩანჯოუში გრძელდება მსოფლიოს თასის გათამაშება ტყვიის სროლაში
დაძაბული პოლიტიკური ფონის მიუხედავად, სამხრეთკორეულ ჩანჯოუში გრძელდება მსოფლიოს თასის გათამაშება ტყვიის სროლაში.

ქართველებიდან ლევან ქადაგიძემ 4 აპრილს უკვე დაასრულა გამოსვლა სპორტული პისტოლეტიდან სროლაში - 527 ქულით 39-ე ადგილზე გავიდა.

სამწუხაროდ, ჩვენებურმა ვერ იყოჩაღა - 6 სერიიდან მხოლოდ ერთხელ დააგროვა 90 ქულა, რაც არც ისე სახარბიელო შედეგია, დანარჩენებში კი კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა.

ტურნირზე კი აზიელებმა იყოჩაღეს, ოღონდ მასპინძლები მაინც დაიჩაგრნენ - ჩემპიონი ჩინელი ჭივეი ვანი გახდა 192.1 ქულით (შეგახსენებთ - ფინალში შესარჩევის შედეგი ნულდება).

მეორეზეც მისი თანამემამულე ჯიაჯიე მაი გავიდა 191.2-ით, მესამეზე - იაპონელი ტომოუკი მაცუდა 171.5-ით, კორეელთა იმედი რაე იოუნ ჩოი კი მხოლოდ მეოთხე აღმოჩნდა 149.4 ქულით. აღსანიშნავია, რომ კორეელი შესარჩევშიც მეოთხე იყო, ის ეტაპი კი მაცუდამ მოიგო.

4 აპრილს ამავე დისციპლინაში ჩაება ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, რომელმაც მხოლოდ პირველი ნახევარი, სამი სერია ჩაატარა, სწრაფ სროლებში კი მონაწილეები 5 აპრილს გამოვლენ.

ჯერჯერობით ჩვენებური 295 ქულით მეორე ადგილზეა შვეიცარიელ ჰაიდი გერბერ დიჩელმის შემდეგ, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ, ჩვენებურიც ასევე ერთი ქულით უსწრებს მასპინძელ იანგმი კიმს.

როგორც გითხარით, 5 აპრილს შეჯიბრების მეორე ნაწილიც ჩატარდება, რომელიც ფინალისტთა ოქტეტს გამოავლენს. ისინი კი მედლებს გაითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა