ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულმა (96) უკრაინელმა სპორტსმენმა საქართველოსა და განვლილ ტურნირზე ისაუბრა
თბილისში ჩატარებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატში, 96 კილოგრამში იქნებ ბევრისთვის მოულოდნელად, მაგრამ სავსებით დამსახურებულად გაიმარჯვა უკრაინელმა პაველ ოლეინიკმა, რომელმაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იქაურ მედიასთან საკმაოდ თბილად ისაუბრა საქართველოზე და აქ გამართულ ეგზომ მაღალი რანგის ტურნირზე.

"ჩვენ ვჭიდაობდით 10-ათასიან დარბაზში, რომელიც მუდამ სავსე იყო ხალხით, ბევრი ქომაგი მოდიოდა. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ქართველმა მაყურებელმა კარგად იცის და უყვარს ჭიდაობა.

მაგალითად, როცა ჩვენი ნაკრების წევრი გია ჩიხლაძე გამოდიოდა, იმ დღეს მხოლოდ მამამისის სოფლიდან 2 ავტობუსი ჩამოვიდა საქომაგოდ.

გამარჯვების შემდეგ, როცა დარბაზში დავბრუნდი, ბევრი ადამიანი მოდიოდა და მილოცავდა.

ჩემპიონატს პრესაც კარგად აშუქებდა, ჭიდაობა ბევრი გაზეთის პირველ გვერდზე იყო წარმოდგენილი.

საქართველოც მომეწონა, ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა, საუკეთესო ადამიანებით, რომლებიც ცდილობდნენ, შეექმნათ გულწრფელი ატმოსფერო.

რაკი მე პირველ დღეს ვჭიდაობდი, ორი დღით ადრე ჩავფრინდი, გუნდი კი გვიან ჩამოვიდა. თბილისში შეფუთნილი გავფრინდი, ქალაქი კი თბილად დამხვდა - 15 გრადუსი იყო სითბო.

ორგანიზაციაც ასევე მომეწონა. ჩვენ ვცხოვრობდით სპორტის სასახლის გვერდით მდებარე სასტუმროში. კვება, დასვენება და სავარჯიშო პირობები უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული" - ასე დაახასიათა ოლეინიკმა საქართველო და ევროპის ჩემპიონატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა