ლონდონის "ჩელსის" დამრიგებელმა ევროპალიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
ლონდონის "ჩელსის" დამრიგებელმა რაფაელ ბენიტესმა ევროპალიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ლონდონელებმა შინ რუსული "რუბინი" მიიღეს და ანგარიშით 3:1 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში დუბლი "ჩელსის" ესპანელმა ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა გაიფორმა.

რაც შეეხება ბენიტესს, ესპანელი სპეციალისტი შეხვედრის შედეგით უკმაყოფილო დარჩა.

"გახარებული ვარ, მაგრამ არა 100 პროცენტით, რადგან სულ ცოტა, კიდევ ერთ გოლს ვიმსახურებდით", - აქვეყნებს ბენიტესის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ესპანელმა ასევე გუნდის შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა:

"ცვლილებები, რომლებიც წინა მატჩებთან შედარებით, შემადგენლობაში განვახორციელე, ფეხბურთელთა მდგომარეობას უკავშირდება.

დღეს ფერნანდო ტორესმა გვიჩვენა, რამდენად თავდაჯერებულია. მან მოედანზე უდიდესი სამუშაო ჩაატარა და მისი თამაშით აღფრთოვანებული დავრჩი.

იმედი მაქვს, დუბლს ის მომდევნო მატჩშიც შეასრულებს", - თქვა "ლურჯების" დამრიგებელმა, რომელიც იმედოვნებს, რომ მისი შეგირდები "რუბინთან" საპასუხო შეხვედრაშიც გაიტანენ.

"მჯერა, რომ საპასუხო შეხვედრაშიც შევძლებთ გატანას, თუმცა ეს საკმაოდ რთული იქნება, რადგან მეტოქე მუდმივად შეტევაზე იქნება დაგეშილი", - დასძინა ბენიტესმა.

საპასუხო მატჩი "რუბინსა" და "ჩელსის" შორის 11 აპრილს გაიმართება.

ასევე იხილეთ:

ევროპალიგა. 1/4-ფინალი. I მატჩები: ფერნანდო ტორესმა იფეთქა [VIDEO]

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა