ამ უქმეებზე სალონიკში ევროპის თასი ტარდება ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს
ამ უქმეებზე სალონიკში ევროპის თასი ტარდება ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გუგავამ საბერძნეთში შემდეგი ფალავნები წაიყვანა: ლერი ჭელიძე, მინდია ღოლიჯაშვილი, გიორგი საჩალელი, ივანე ჯავახიშვილი (ოთხივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი, ბექა შავდათუაშვილი, გიგა ბერიაშვილი (სამივე - 60), ტრისტან ფეიქრიშვილი, ანდრო ბერუაშვილი, გიორგი მუზაშვილი, ზურაბ ჟორჟიკაშვილი, ირაკლი გაბადაძე (ხუთივე - 66), ფრიდონ გიგანი, ლევან გუგავა, თომა თავზარაშვილი, თედო ჯიშკარიანი (ოთხივე - 73), ბექა დონღვანი, თეიმურაზ ხაჩიძე (ორივე - 81), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (90), გურამ თუშიშვილი, გიორგი ქავთარაძე, შმაგი ონიანი (სამივე - 100), ლევან მატიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე, როსტომ ხახალეიშვილი (+100).

ამ შემადგენლობიდან ყურადღებას იქცევს თუშიშვილის დაბრუნება - ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონსა და მართლაც ნიჭიერ ფალავანს 100 კილოგრამში არსებული ჩავარდნის დაძლევის იმედი უკავშირდება.

ბოლო თვეებში მას ტრავმა აწუხებდა და ბევრი გაუცდა. როგორც ჩანს, ჭაბუკებში ყველაფრის მომგები კიდევ ერთი ტალანტი - ბექა ღვინიაშვილი სეზონის დარჩენილ ნაწილში მთლიანად ახალგაზრდულ გუნდზე იქნება კონცენტრირებული.

ის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გუგავამაც გამოსცადა უფროსებში, მაგრამ დამარცხდა და სწორედ მაშინ გვითხრა გუგავამ, ღვინიაშვილისთვის ეროვნული ნაკრები ჯერ ადრეაო.

საბერძნეთში იჭიდავებს ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის უმცროსი ძმა ბექა შავდათუაშვილიც და ვუსურვოთ, ძმის წარმატება გაიმეოროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა