ფერერი ჟორდანიას გამოცდას ჩააბარებს

თქვენს წინაშეა ევროპის 8 მოწინავე საფეხბურთო ქვეყნების ჩემპიონატების მომავალი ტურის წყვილები. სხვათა შორის, ოთხ ჩემპიონატში ერთმანეთს ამ ეტაპზე პირველ-მეორე ადგილზე მყოფი გუნდები ხვდებიან, თანაც საბერძნეთში სულაც სეზონის მთავარი დაპირისპირებაა - "პანათინაიკოსი" "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ.

საფრანგეთი

ტურის ცენტრალური მატჩი "ველოდრომზე" გაიმართება, სადაც ჩემპიონი "ოლიმპიკი" ლიდერ "რენს" მასპინძლობს. პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირისპირებას დიდი ინტერესით ელიან საფრანგეთში, მით უფრო, რომ მარსელელები მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან მეტოქეს. დიდიე დეშამის გუნდს შესანიშნავი შანსი გაუჩნდა სეზონში პირველად მოექცეს გათამაშებას სათავეში. ეს გუნდები ერთმანეთს 43-ჯერ შეხვდნენ სამხრეთ სანაპიროზე, "მარსელი" 27-ჯერ გამოვიდა გამარჯვებული, ბრეტონელებმა კი მხოლოდ ხუთჯერ იმარჯვეს. ბოლო 9 ურთიერთდაპირისპირებიდან კი სამხრეთულმა კლუბმა 8 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

დეშამმა ლიგის თასზე მეკარე მანდანდა და არგენტინელი მცველი ჰაინცე დაასვენა, "რენთან" ორივე სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდება. მატიო ვალბუენამ შეძლო ტრავმის მოშუშება და მზადაა, სტეფან მბიას თამაშის საკითხს კლუბის ექიმები დღეს გადაწყვეტენ, ედუარდ სისეს გამოსვლა კი გამორიცხულია. "რენისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი როდ ფანი დიდი ხნის შესვენების შემდეგ ბრუნდება, მას ჟან-არმელ კანა-ბიიკთან მოუწევს პარტნიორობა, რადგან ცენტრალური მცველი მანგანი დისკვალიფიცირებულია. ფორვარდმა ვიქტორ უგო მონტანიომ ბოლო ორი ტური ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა გუშინ განაცხადა, რომ მარსელში სათამაშოდ მზადაა.

ჰოლანდია

ძრწოდე ჩემპიონო! - "ტვენტე" ეინდჰოვენში ჩადის სათამაშოდ, ბოლოს კი ამ ქალაქში სათამაშოდ "ტვენტეზე" გაცილებით ტიტულოვანი "ფეიენოორდი" ჩავიდა და 0:10 დამარცხდა. ბუნებრივია, დღევანდელი "ტვენტე" გაცილებით ძლიერია, ვიდრე როტერდამული გუნდი, რომელიც ღრმა კრიზისშია, მაგრამ მეორეადგილოსან ჩემპიონს გვარიანად გაუჭირდება თუნდაც ქულის მოპოვება პსვ-სთან ბრძოლაში. "ტვენტეს" ტურის ცენტრალურ მატჩში ვოუტ ბრამა და დუაიტ ტიენდალი დააკლდებიან. მიშელ პრიუდომის გუნდს მათ გარეშე მოუწევს ფონს გასვლა, 24 წლის ნახევარმცველი ბრამა "ვერდერთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაიმტვრა, მცველმა ტიენდალიმ კი ტრავმა შუა კვირაში "ვილემთან" მატჩში მიიღო.

ნიიმეგენში მერაბ ჟორდანიას "ვიტესი" სტუმრობს. ქართველი პრეზიდენტის კლუბში სამწვრთნელო დებიუტი ესპანელ ალბერტ ფერერს ექნება.

ბელგია

ტურის ცენტრალურ მატჩში ლიდერი "გენკი" მდევარ "ანდერლეხტს" მასპინძლობს. "ანდერლეხტს" შუახაზში პრობლემები აქვს, გუნდის "ტვინი" ლუკას ბილია ტრავმირებულია, ის სამშაბათს ბელგიის თასის მატჩში დაიმტვრა. კოჭის ოპერაციას იკეთებს ოლივიე დეშახტი და, ბუნებრივია, არ ეფეხბურთება. "გენკის" რიგებში საეჭვოა ჟოაო კარლოსის და ჩეხი მარცხენა მცველი დანიელ პუდილის თამაში. "ანდერლეხტის" მცველები "გენკის" სეზონის აღმოჩენა მარვინ ოგუნჯიმის უნდა უფრთხოდნენ, რომელმაც უკვე ბელგიის ნაკრებშიც გამოიჩინა თავი.

პორტუგალია

ამ უქმეების "ტრადიცია" პორტუგალიაში დაირღვა - ლიდერი "პორტუ" მეორეადგილოსან "ბენფიკას" კი არა, მე-3 ადგილზე მყოფ "აკადემიკას" ეთამაშება. ეს ტური კი ჩაივლის მშვიდობიანად, მაგრამ შემდეგ ტურს სერიოზული საფრთხე ელის - მსაჯები მთელი პორტუგალიის მასშტაბით გაფიცვას აპირებენ. არადა 7 ნოემბერს პორტუგალიური ჩემპიონატის მთავარი მატჩია " პორტუ" "ბენფიკას" წინააღმდეგ.

რუსეთი

ჩემპიონატის საფინიშო სწორზე პირველი გასული "ზენიტი" პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ "ალანიას" მასპინძლობს. სხვათა შორის, უკვე ცნობილი გახდა, რომ სეზონის დასრულებისთანავე ლუჩიანო სპალეტის გუნდი შეკრებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს, რათა ევროთასებზე თამაშისთვის ფორმაში იყოს.

საფრანგეთი. ლიგა 1. XI ტურის წინ

დღეს

ოსერი-ნიცა 21:00

ბრესტი-სენტ ეტიენი 21:00

კაენი-ნანსი 21:00

ლორიანი-არლი 21:00

ლიონი-სოშო 21:00

ტულუზი-ლანსი 21:00

მარსელი-რენი 23:00

ხვალ

მონაკო-ბორდო 20:00

ვალანსიენი-ლილი 20:00

მონპელიე-პარი სენ ჟერმენი 00:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. რენი 10 5 4 1 12-5 19

2. მარსელი 10 5 3 2 18-11 18

3. სენტ ეტიენი 10 5 3 2 15-10 18

4. ბრესტი 10 5 3 2 9-4 18

5. ტულუზი 10 5 2 3 13-10 17

6. მონპელიე 10 5 2 3 10-9 17

7. პსჟ 10 4 3 3 15-9 15

8. ლილი 10 3 5 2 13-11 14

9. ბორდო 10 4 2 4 9-9 14

10. კაენი 10 3 5 2 9-9 14

11. სოშო 10 4 1 5 17-14 13

12. ვალანსიენი 10 3 4 3 11-10 13

13. ნიცა 10 3 4 3 9-12 13

14. ლიონი 10 3 3 4 11-13 12

15. ოსერი 10 2 5 3 14-13 11

16. ლორიანი 10 3 2 5 9-11 11

17. ნანსი 10 3 2 5 10-16 11

18. მონაკო 10 1 6 3 7-9 9

19. ლანსი 10 2 3 5 8-17 9

20. არლი 10 0 2 8 4-21 2

ბომბარდირები: 8 - პაიე (სენტ ეტიენი); 6 - ნენე (პსჟ), ელ არაბი (კაენი); 5 - სოუ (ლილი), პუჟოლი (ვალანსიენი); 4 - ჟერვინიო (ლილი), რემი (ნიცა), ჟირუ (მონპელიე), პედრეტი (ოსერი).

ჰოლანდია. ერედივიზიე. XII ტურის წინ

დღეს

ვენლო-გრონინგენი 20:45

ბრედა-დე გრააფსხაპი 21:45

ექსელსიორი-ჰერენვეენი 21:45

ჰერაკლესი-აიაქსი 21:45

პსვ-ტვენტე 22:45

ხვალ

დენ ჰააგი-უტრეხტი 15:30

ნიიმეგენი-ვიტესი 15:30

ალკმაარი-ფეიენოორდი 17:30

როდა-ვილემ II 17:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. პსვ 11 8 3 0 37-8 27

2. ტვენტე 11 7 4 0 22-8 25

3. აიაქსი 11 7 3 1 29-12 24

4. როდა 11 6 4 1 20-13 22

5. გრონინგენი 11 6 3 2 20-13 21

6. უტრეხტი 11 6 1 4 20-16 19

7. ალკმაარი 11 5 3 3 14-11 18

8. დენ ჰააგი 11 4 3 4 21-23 15

9. ნიიმეგენი 11 4 2 5 20-21 14

10. ბრედა 11 4 2 5 13-17 14

11. ჰერენვეენი 11 3 4 4 15-16 13

12. დე გრააფსხაპი 11 3 4 4 15-23 13

13. ჰერაკლესი 11 3 3 5 18-17 12

14. ექსელსიორი 11 3 2 6 14-21 11

15. ფეიენოორდი 11 3 2 6 15-24 11

16. ვიტესი 11 2 2 7 10-24 8

17. ვენლო 11 2 0 9 7-20 6

18. ვილემ II 11 0 1 10 9-32 1

ბომბარდირები: 10 - ელ ჰამდაუი (აიაქსი), ვან ვოლფსვინკელი (უტრეხტი); 8 - ტოივონენი (პსვ), ბულიკინი (დენ ჰააგი), ვლემინქსი (ნიიმეგენი); 7 - სუარესი (აიაქსი), ჟონათან რეისი (პსვ).

ბელგია. ჟუპილერლიგა. XIII ტურის წინ

დღეს

ვეპენი-ლიერსი 22:00

გენტი-მეხელენი 22:00

ჟერმინალი-სტ. ტრუიდენი 22:00

ვარეგემი-ლოკერენი 22:00

ვესტერლო-სერკლ ბრიუგე 22:00

ხვალ

ბრიუგე-სტანდარდი 18:30

გენკი-ანდერლეხტი 21:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. გენკი 12 9 2 1 35-11 29

2. ანდერლეხტი 12 7 3 2 25-8 24

3. სტანდარდი 12 7 2 3 24-15 23

4. გენტი 12 7 1 4 23-19 22

5. მეხელენი 12 6 4 2 18-14 22

6. სერკლი 12 6 4 2 17-15 22

7. ლოკერენი 12 6 3 3 17-17 21

8. ბრიუგე 12 6 1 5 26-17 19

9. კორტრიიკი 12 6 1 5 13-13 19

10. ვესტერლო 12 4 3 5 12-14 15

11. ვარეგემი 12 2 6 4 17-19 12

12. ჟერმინალი 12 3 3 6 10-19 12

13. სტ. ტრუიდენი 12 3 1 8 9-26 10

14. ლიერსი 12 1 4 7 8-19 7

15. შარლერუა 12 1 3 8 9-24 6

16. ვეპენი 12 1 1 10 11-24 4

ბომბარდირები: 14 - ვოსენი (გენკი); 9 - ვარგასი (ბრიუგე); 7 - კარსელა (სტანდარდი); 6 - ჟუნიორ ნეგრაუ (ჟერმინალი), ბუსუფა (ანდერლეხტი), როსინი (კორტრიიკი), გორიუსი (მეხელენი).

პორტუგალია. ლიგა საგრეში. IX ტურის წინ

დღეს

რიუ ავე-ბრაგა 22:15

აკადემიკა-პორტუ 00:15

ხვალ

ბეირა მარი-ნავალი 20:00

ნასიონალი-სეტუბალი 20:00

ოლანენშე-მარიტიმუ 20:00

ლეირია-სპორტინგი 00:15

ზეგ

გიმარაეში-პორტიმონენშე 00:15

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუ 8 7 1 0 19-4 22

2. ბენფიკა 8 5 0 3 11-6 15

3. აკადემიკა 8 4 2 2 15-10 14

4. ბრაგა 8 4 2 2 14-9 14

5. გიმარაეში 8 3 3 2 9-8 12

6. ოლანენშე 8 3 3 2 8-7 12

7. სპორტინგი 8 3 3 2 7-6 12

8. სეტუბალი 8 3 3 2 5-7 12

9. ფერეირა 8 2 5 1 9-8 11

10. ლეირია 8 3 2 3 6-9 11

11. ნასიონალი 8 3 1 4 10-12 10

12. ბეირა მარი 8 1 5 2 5-8 8

13. პორტიმონენშე 8 2 1 5 8-13 7

14. მარიტიმუ 8 1 3 4 3-6 6

15. ნავალი 8 1 1 6 4-13 4

16. რიუ ავე 8 0 3 5 3-10 3

ბომბარდირები: 8 - ჰალკი (პორტუ); 4 - სოუგუ (აკადემიკა), ფიდალგო (აკადემიკა), ვარელა (პორტუ), ფალკაუ (პორტუ).

რუსეთი. პრემიერლიგა. XXVI ტურის წინ

დღეს

დინამო-სიბირი 17:00

სპარტაკი-როსტოვი 19:30

ხვალ

ტომი-ამკარი 12:45

ტერეკი-ნალჩიკი 15:00

ზენიტი-ალანია 15:00

ანჟი-ლოკომოტივი 17:15

სატურნი-ცსკა 19:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. ზენიტი 24 17 6 1 45-14 57

2. რუბინი 25 14 9 2 30-11 51

3. ცსკა 24 15 5 4 39-15 50

4. სპარტაკი 25 12 7 6 38-27 43

5. ნალჩიკი 25 11 6 8 34-29 39

6. ლოკომოტივი 25 11 6 8 30-27 39

7. დინამო 25 8 10 7 30-25 34

8. როსტოვი 25 10 3 12 23-31 33

9. ტერეკი 25 8 7 10 24-25 31

10. სატურნი 25 7 7 11 21-31 28

11. ტომი 25 7 6 12 29-40 27

12. კრილია 25 6 8 11 24-34 26

13. ანჟი 25 6 6 13 21-34 24

14. ალანია 25 6 6 13 21-35 24

15. ამკარი 25 6 4 15 17-31 22

16. სიბირი 25 4 6 15 29-46 18

ბომბარდირები: 16 - ველიტონი (სპარტაკი); 14 - ალიევი (ლოკომოტივი); 11 - კორნილენკო (ტომი); 10 - კერჟაკოვი (ზენიტი); 9 - დიადიუნი (ნალჩიკი), დანი (ზენიტი).

უკრაინა. პრემიერლიჰა. XV ტურის წინ

დღეს

ვორსკლა-კარპატი 16:00

დნიპრო-შახტარი 17:30

მეტალურგი ზ.-ზარია 18:00

მეტალისტი-ობოლონი 20:00

ხვალ

ტავრია-სევასტოპოლი 15:30

კრივბასი-არსენალი 16:00

მეტალურგი დ.-ვოლინი 17:30

დინამო-ილიჩივეცი 18:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. შახტარი 14 12 1 1 26-5 37

2. დინამო 14 10 2 2 22-13 32

3. მეტალისტი 14 9 1 4 26-13 28

4. დნიპრო 14 8 3 3 23-9 27

5. კარპატი 14 7 2 5 17-14 23

6. არსენალი 14 6 2 6 17-16 20

7. ვორსკლა 14 5 3 6 15-15 18

8. მეტალურგი დ. 14 5 3 6 17-19 18

9. კრივბასი 14 3 7 4 13-17 16

10. ტავრია 14 4 3 7 21-23 15

11. ზარია 14 3 6 5 15-19 15

12. ვოლინი 14 4 3 7 11-18 15

13. ობოლონი 14 4 3 7 11-20 15

14. ილიჩივეცი 14 3 5 6 20-27 14

15. სევასტოპოლი 14 3 5 6 11-21 14

16. მეტალურგი ზ. 14 0 3 11 4-20 3

ბომბარდირები: 9 - სელეზნევი (დნიპრო), იდაჰორი (ტავრია); 6 - ანტონოვი (ილიჩივეცი), შაცკიხი (არსენალი), შევჩენკო (დინამო), იარმოლენკო (დინამო), დევიჩი (მეტალისტი).

თურქეთი. სუპერლიგა. X ტურის წინ

დღეს

ესკიშეჰირი-ანკარაგიუჯუ 16:30

გაზიანთეპი-კარაბიუკი 18:30

გალათასარაი-ანთალია 20:00

ხვალ

გენჩლერბირლიგი-მანიშა 17:30

კასიმფაშა-ქაისერი 17:30

ბუკა-ბუიუქშეჰირი 19:30

ბეშიქთაში-სივასი 21:00

ზეგ

კონია-ტრაბზონი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბურსა 9 7 2 0 18-4 23

2. ტრაბზონი 9 6 2 1 23-7 20

3. ქაისერი 9 6 2 1 14-4 20

4. ფენერბაჰჩე 9 5 2 2 24-11 17

5. ანთალია 9 5 2 2 13-12 17

6. კარაბიუკი 9 4 2 3 15-14 14

7. ბეშიქთაში 9 4 1 4 14-10 13

8. ანკარაგიუჯუ 9 4 1 4 16-16 13

9. გალათასარაი 9 4 1 4 12-12 13

10. ბუიუქშეჰირი 9 4 1 4 9-9 13

11. მანიშა 9 4 0 5 15-17 12

12. გაზიანთეპი 9 2 4 3 6-8 10

13. ესკიშეჰირი 9 2 3 4 7-10 9

14. გენჩლერბირლ. 9 2 2 5 7-16 8

15. ბუკა 9 1 4 4 5-8 7

16. სივასი 9 1 4 4 8-20 7

17. კონია 9 1 3 5 9-17 6

18. კასიმფაშა 9 0 2 7 6-26 2

ბომბარდირები: 7 - ნიანგი (ფენერბაჰჩე); 6 - სიმსპონი (მანიშა), ტიტა (ანთალია), ბაროში (გალათასარაი), ბობო (ბეშიქთაში); 5 - ჩერნატი (კარაბიუკი), ემენიკე (კარაბიუკი).

საბერძნეთი. სუპერლიგა. VIII ტურის წინ

დღეს

არისი-ატრომიტოსი 18:15

ლარისა-ქსანთი 18:15

პანათინაიკოსი-ოლიმპიაკოსი 20:30

ხვალ

ირაკლისი-ვოლოსი 17:00

კერკირა-ასტერასი 17:00

პანსერაიკოსი-კავალა 17:00

ერგოტელისი-პაოკ 19:15

პანიონიოსი-აეკ 21:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. ოლიმპიაკოსი 7 6 0 1 14-3 18

2. პანათინაიკოსი 7 4 2 1 11-6 14

3. აეკ 7 4 1 2 12-7 13

4. კავალა 7 3 3 1 9-6 12

5. კერკირა 7 3 3 1 9-6 12

6. ირაკლისი 7 2 4 1 5-4 10

7. ასტერასი 7 2 4 1 6-6 10

8. ვოლოსი 7 2 3 2 9-9 9

9. არგოტელისი 7 3 0 4 5-9 9

10. არისი 7 3 0 4 3-7 9

11. პაოკ 7 2 2 3 7-7 8

12. ატრომიტოსი 7 1 4 2 8-10 7

13. ლარისა 7 1 3 3 3-6 6

14. ქსანთი 7 1 3 3 4-8 6

15. პანიონიოსი 7 1 1 5 5-10 4

16. პანსერაიკოსი 7 1 1 5 5-11 4

ბომბარდირები: 5 - ეპშტაინი (კერკირა), სისე (პანათინაიკოსი), ჯებური (აეკ); 4 - ონვუაჩი (კავალა), პერონე (ატრომიტოსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა