ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რაფაელ ნადალი: ესპანური სპორტი მწვერვალზეა

რაფაელ ნადალი: ესპანური სპორტი მწვერვალზეა

რაფაელ ნადალმა კარიერაში მერვედ მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი, გარდა ამისა, მეორედ შეასრულა უნიკალური დუბლი...

რაფაელ ნადალმა კარიერაში მერვედ მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი, გარდა ამისა, მეორედ შეასრულა უნიკალური დუბლი - ერთ სეზონში მოიგო როლან გაროსი და უიმბლდონი. ბოლოს ასეთი წარმატება ლეგენდარულ შვედ ბიორნ ბორგს ჰქონდა.

უიმბლდონის მოგების შემდეგ ესპანელმა ჩოგბურთელმა ინტერვიუ მისცა გაზეთ "მარკას", რომელშიც წლევადელი და ორი წლის წინანმდელი ტრიუმფი შეადარა, ილაპარაკა თავის ჯანმრთელობაზე, ამერიკის ღია პირველობის მოგების სურვილზე, ესპანური სპორტის პროგრესსა და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე.

- რაფაელ, პაუ გასოლმა მილოცვა გადმოგცათ. შეგიძლიათ უიმბლდონზე თქვენი წარმატება "ლეიკერსისა" და გასოლის NBA-ში ზედიზედ მეორე გაჩემპიონებას შეადაროთ?

- დიდი მადლობა. ამ ორი ტრიუმფის შედარება რთულია, რადგან ეს ორი განსხვავებული სპორტის სახეობაა. გასოლთან ხშირი კონტაქტი მაქვს. ეჭვგარეშეა, რომ პაუ უნიჭიერესი სპორტსმენია და მისი ყოფნა მოედანზე "ლეიკერსს" ძალიან ეხმარება. კარგია, რომ გასოლი ესპანეთის ღირსებას იცავს.

- რა უფრო მნიშვნელოვანი იყო - უიმბლდონის პირველად მოგება თუ მეორე ლონდონური ტრიუმფი?

- ყველა გამარჯვება უნიკალურია. რთული სათქმელია, რომელი მოგება უნდა დავაყენო უფრო წინ. 2008 წელს ყველაფერი გაცილებით დრამატული იყო და გამარჯვების მოპოვება მაშინ უფრო გამიჭირდა. ფედერერთან ის მატჩი განსაკუთრებული იყო. მაგრამ ახლა, 2009 წლის წარუმატებელი სეზონის შემდეგ, მოხარული ვარ საყვარელ ტურნირზე დაბრუნებისა და მეორე გამარჯვების გამო.

- რა შეცვალეთ თქვენს თამაშში, რითაც ასე დამაჯერებლად გრძნობდით თავს ბალახის კორტზე?

- მთავარია ისაა, რომ თუ შენ კარგად თამაშის სურვილი გაქვს, მაშინ ამის გაკეთების საშუალებას ყოველთვის იპოვნი. როცა ამა თუ იმ საფარზე თამაშის სწავლა გინდა და ამასთან, კარგი ჩოგბურთელიც ხარ, ყოველთვის იპოვნი მიზნის შესრულების ხერხს. ბოლო დროს ჩემი მოწოდება შესამჩნევად გაუმჯობესდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბალახზე აგრესიული თამაშია საჭირო.

- რამდენად მოტივირებული ხართ ამერიკის ღია პირველობის მოსაგებად?

- დღეს მე ბედნიერი ვარ იმით, რომ უიმბლდონი მოვიგე. ამერიკის ღია პირველობაზე კი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დავიწყებ ფიქრს, მანამდე კი წინა გამარჯვებებით უნდა დავტკბე. ძალიან მძიმე გამოდგა ძველ დონეზე დაბრუნება და ბედნიერი ვარ, რომ ეს გამომივიდა. რა თქმა უნდა, ამერიკის ღიასთვის მოსამზადებლად ბევრს ვიშრომებ, მით უმეტეს, რომ ეს ტურნირი არასოდეს მომიგია. ბუნებრივია, ეს ჩემპიონატი ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მაგრამ ახლა პლაჟით, თევზაობითა, გოლფითა და მეგობრებთან ურთიერთობით უნდა გავერთო.

- თითოეული ბურთისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძვით, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბრეიკ-პოინტებზე ან სეტბოლებზე კიდევ უფრო უმატებთ თამაშის დონეს. როგორ ახერხებთ ამას?

- უშუალოდ ბერდიხთან მატჩში ჩვეულებრივზე მეტად ვნერვიულობდი. რამდენიმე ბრეიკ-პოინტზე აშკარად გამიმართლა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, უბრალოდ ვცდილობ ვაჩვენო საუკეთესო ჩოგბურთი ყველა გათამაშებაში, ყველა სათამაშო მომენტში. მთავარია, მატჩის დროს არასოდეს გამოეთიშო თამაშს. ამ შემთხვევაში ბრეიკ-პოინტის მოგების მეტი შანსი გაქვს.

- იქნებ სპეციალურ ვარჯიშებს ატარებთ სისწრაფისა და რეაქციის გასაუმჯობესებლად?

- არა. იქნებ წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ ვარჯიშზე ასი პროცენტით ვიხარჯები, საწვრთნელ მატჩებს კი სრული სერიოზულობით ვეკიდები. შეიძლება ამიტომაც ვახერხებ სწრაფად სირბილს. თუმცა დღეს ისეთი ინტენსივობით აღარ ვვარჯიშობ, როგორც ამას ბავშვობაში ვაკეთებდი. მაშინ ვარჯიშებზე შეშლილივით ვმეცადინეობდი.

- ელოდით, გასული რთული სეზონის შემდეგ ასე ტრიუმფალურად დაბრუნებას?

- არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ ყოველ დილით მძიმე ვარჯიშების ჩასატარებლად და მომდევნო ტურნირში კარგი გამოსვლის იმედად ვიღვიძებდი. 2009 წლის მეორე ნახევარში არ ვიყავი მზად ასეთ დონეზე სათამაშოდ. ვიბრძოდი, მაგრამ კარგ თამაშს ვერ ვაჩვენებდი. ტურნირების მოსაგებად მზადყოფნა მაკლდა, თუმცა მუდმივად გავდიოდი მეოთხედფინალსა და ნახევარფინალებში, შანხაიში კი ფინალსაც მივაღწიე. ასე რომ, ფორმიდან ამოვარდნილმაც კარგი შედეგები ვაჩვენე. ეს მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თავისადმი რწმენის დასაბრუნებლად. 2009 წლის შემდეგ კი მალიორკაში გავემგზავრე და როცა იქ ვარჯიში დავიწყე, სხვაობა ვიგრძენი - უფრო იოლი იყო ყველაფერი. ასე რომ, მხოლოდ ვვარჯიშობდი, ვემზადებოდი 2010 წლისთვის და ვიცოდი, რომ გავაუმჯობესები ჩემს დონეს, რაც გამარჯვების შანსს მომცემდა.

- გასულ უიქ ენდზე ლორენსომ მოტორბოლის ეტაპი მოიგო; ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა; პაუ გასოლი NBA-ის ჩემპიონი გახდა, თქვენ კი უიმბლდონი მოიგეთ... რაში მდგომარეობს ესპანელი სპორტსმენების წარმატების საიდუმლო?

- არც კი ვიცი როგორ გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე. ბოლო ორი წელია სხვადასხვა სახეობაში მართლაც შესანიშნავ შედეგებს მივაღწიეთ. ლორენსო, პედროსა, კონტადორი... მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავედით. სავარაუდოდ, ახლა ესპანური სპორტის ისტორიაში საუკეთესო პერიოდია. ასეთი შედეგების მიღწევა ძალიან რთულია და უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი თაობა უახლოეს მომავალში, შეიძლება აღარც გამოჩნდეს.

- გაემგზავრებით სამხრეთ აფრიკაში გადამწყვეტ მატჩებზე დასასწრებად?

- ახლა ჩემს ტრავმირებული მუხლებს უნდა მივხედო. სერიოზული სამუშაოს გაწევა მომიწევს სეზონის ამერიკული ნაწილისთვის მოსამზადებლად. ასე რომ, სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებას ვერ მოვახერხებ. ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ და ყოველთვის ჩვენს ნაკრებს ვუჭერ მხარს. მოთამაშეებთან ხშირი კონტაქტი მაქვს და გუნდს წარმატებას ვუსურვებ. ჩემპიონატი უფრო ახლოს რომ ტარდებოდეს, აუცილებლად ესპანელი ფეხბურთელების გვერდით ვიქნებოდი.

- ყველას გაუკვირდა თქვენი სალტო ფინალის მოგების შემდეგ. ეს წინასწარ გქონდათ დაგეგმილი?

- ეს სპონტანურად მოხდა. ასეთი იყო ჩემი რეაქცია გამარჯვებაზე.

- ერთ სეზონში როლან გაროსისა და უიმბლდონის მოგება ურთულესი საქმეა. თქვენი კი ეს ორჯერ მოახერხეთ. რას გრძნობთ ამასთან დაკაშირებით?

- ასეთი რამ ბორგის შემდეგ არ მომხდარა, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი ორჯერ შევასრულე ასეთი დუბლი. ეს დაუჯერებელია შედეგია.

- ამ სეზონში თიხნარზე უმაღლესი დონის თამაში აჩვენეთ. რამდენად რთული იყო იგივეს გაკეთება ბალახზე?

- ძალიან რთული. მაგრამ მთავარია განწყობა იმისთვის, რომ როლან გაროსის მოგების შემდეგაც კარგად თამაში გააგრძელო. დღეს მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ბალახის სეზონი. როლან გაროსის დასრულებიდან მეორე დღეს უკვე ქუინსში ვვარჯიშობდი, რათა მაქსიმალურად სწრაფად ამეღო ალღო ახალი საფარისთვის. ყოველდღიური მიზანი უიმბლდონისთვის რაც შეიძლება კარგად მომზადება იყო. როგორც ხედავთ, ამ მონდომებამ შედეგი გამოიღო, თანაც წინა წლების გამოცდილებაც დამეხმარა.

- თქვით, რომ ფინალის წინ ცოტათი ნერვიულობდით. იმის გამო ხომ არა, რომ როჯერ ფედერერთან სამი ფინალის შემდეგ, ამჯერად აშკარა ფავორიტის როლში იმყოფებოდით?

- არ ვიცი. მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომელიც უიმბლდონის ფინალის წინ არ ინერვიულებს.

- გულშემატკივრები ამ უიმბლდონს არამარტო თქვენი გამარჯვებით, არამედ ისნერისა და მაიუს მარათონული მატჩით დაიმახსოვრებენ. რა შეგიძლიათ მათ უთხრათ?

- მე ვნახე ამ ჩოგბურთელების შეხვედრა. ეს რაღაც დაუჯერებელი იყო. მინდა მივულოცო მათ იმის გამო, რაც გააკეთეს. ბოლო მომენტამდე იბრძოდნენ და ამით სხვებს კარგი მაგალითი მისცეს. მათ ყველა ადამიანისგან უნდა მოიპოვონ პატივისცემა, განსაკუთრებით ჩოგბურთის მოყვარულებისგან. მეც მინდა ამ მატჩისთვის ისნერსა და მაუს მადლობა გადავუხადო.

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია