რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მორიგი მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა
რეგულარულიჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მორიგი მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

სტუ-ს წინააღმდეგ მატჩში უპირობო ფავორიტად "ოლიმპი" ითვლებოდა და საბოლოოდ იოლი გამარჯვებაც მოიპოვა.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს 57 ქულის სხვაობით - 123:66 მოუგო.

მატჩის დასაწყისიდან დასასრულამდე "ოლიმპს" საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

საწყისი მეოთხედის 12 ქულით მოგების შემდეგ ფავორიტი ოდნავ მოეშვა და დიდ შესვენებამდე საკუთარი ლიდერობა მხოლოდ 7 ქულით გაზარდა.

მესამე მეოთხედიდან კი ოლიმპელები ისევ გააქტიურდნენ და საბოლოოდ ტექნიკოსებს გამანადგურებელი მარცხი აგემეს.

გამარჯვებულთაგან 10-ქულიანი ზღვარი 7-მა კალათბურთელმა დაძლია.24 ქულითა და 9 მოხსნით ოლიმპელებს ლევან ფაცაციამ ულიდერა, ხოლო 18 ქულითა და 11 მოხსნით სტევან მილოშევიჩმა ორმაგი დუბლი გაიფორმა.

17 ქულა და 7 პასი დააგროვა "ოლიმპში" "სოხუმიდან" გადასულმა ტარიელ თავართქილაძემ. რაც შეეხებათ ტექნიკოსებს, 15 ქულით ბომბარდირი ტატო ჩაჩიბაია გახდა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ბექა ქორიძემ შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

ამ გამარჯვებით "ოლიმპი" ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. თუკი ბოლო ტურში, 13 აპრილს, "ოლიმპი" "არმიას" დაამარცხებს, რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე დაასრულებს.

კაზანჯიანის გუნდი კონკურენტ "შსს-აკადემიას" პირად შეხვედრებში, ბურთების შეფარდებით ჯობნის.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

გია კაზანჯიანი (ოლიმპი): "მივულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას. ოლიმპი უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე სტუ და ჩვენს სხვა მიზნები გვაქვს.

დღესაც გვაკლდნენ მოთამაშეები, იმედია ორშაბათიდან ნოდარ თენეიშვილი შემოგვიერთდება, კოკა ტომარაძეზე კი ზუსტი დრო ჯერ არ ვიცით. ,,დინამოს"" გამარჯვების წყალობით ახლა უკვე პირველ ადგილზე ვართ".

გია ტეტელაშვილი (სტუ): "ვულოცავ ,,ოლიმპს"" გამარჯვებას. გაცილებით უკეთესი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და სერიოზული მიზნებისთვის იბრძვიან. ჩვენ მოტივაციაც დაკარგული გვაქვს, ბოლო თამაშები არაფერს გვიწყვეტს".

ტატო თავართქილაძე (ოლიმპი): "ვულოცავ ბიჭებს და ჩვენს გულშემატკივრებს".

ვატო თევზაძე (სტუ): "ოლიმპი"" ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდია და მათთან მინიმალური შანსები გვქონდა. მოტივაცია არ გვაქვს და ასეთი ანგარიში ამიტომ მივიღეთ. თუმცა უკეთესი თამაში შეგვეძლო".

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა