საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში ერთმანეთს სეზონის ორი აღმოჩენა, თბილისური გუნდები, "არმაზი" და "ჯიქები" დაუპირისპირდნენ
საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების ბოლო ტურში ერთმანეთს სეზონის ორი აღმოჩენა, თბილისური გუნდები, "არმაზი" და "ჯიქები" დაუპირისპირდნენ.

საგულისხმოა, რომ ორივენი სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან და შესარჩევ პლეი ოფში ისევ ერთმანეთთან მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა.

პირველ წრეში ამ გუნდებს შორის მატჩი არმაზელებმა მინიმალური სხვაობით, 20:19 მოიგეს. ამჯერად კი "ჯიქებმა", რომელიც შარშანდელზე უკეთ ასპარეზობს, სრული რევანში აიღო - 31:20. მატჩს, სატურნირო თვალსაზრისით, "არმაზისთვის" მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ამიტომ ორივე გუნდის მორაგბეები ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფალნი იყვნენ და თამაში ძალზედ საინტერესო სანახავი გამოვიდა.

პირველ ტაიმში ძირითადი მოვლენები საწყის 15 წუთში განვითარდა. არმაზელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და საჯარიმოს დარტყმის უფლება მე-2 წუთზე მოიპოვეს.

გუნდის მოთამაშე მწვრთნელმა დავით კიკნაძემ ანგარიში გახსნა - 3:0. "არმაზის" მგეზავმა და მთავარმა მექულემ მოგვიანებით სამი საჯარიმო და ორი გარდასახვა ვერ გაიტანა (13 ქულა), რაც საბოლოოდ გუნდს მარცხის ფასად დაუჯდა.

"ჯიქებმა" მეტოქეს აქტიური შეტევითვე უპასუხეს და სამ წუთში ანგარიში გაათანაბრეს. საჯარიმო მათმა მგეზავმა ნუგზარ გიორგაძემ გაიტანა, რომელმაც მატჩის მსვლელობისას მეტოქე-კოლეგაზე უკეთ ურტყა კარში.

არმაზელებმა მე-8 წუთზე პირველი ლელო გაიტანეს. მათ მეტოქის 22-მეტრიან ზონასთან შერკინებიდან გამოტანილი ბურთი მარჯვნივ ჩაათამაშეს. კიკნაძემ ის ლელოსკენ ფეხით შეაცურა.

ყველაზე სწრაფად ბურთთან საქართველოს ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი გაჩნდა, რომელსაც ჩათვლის მოედანში შეღწევა არ გასჭირვებია. კიკნაძემ ვერ გარდასახა - 8:3.

საპასუხო ლელო "ჯიქებმა" ზუსტად ხუთ წუთში გაიტანეს. მათ რამდენიმეფაზიანი, საკმაოდ ეფექტური შეტევა განახორციელეს.

გიორგაძემ დაცვის ხაზის გაჭრა შეძლო და ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შებოჭეს. რაკიდან ბურთი ცხრა ნომერმა ალექსანდრე ზაბახიძემ აიტაცა, ხელის მოძრაობით აჩვენა, რომ ბურთის გრძელ ფრთაზე გატანას აპირებდა, თუმცა შეტევის მიმართულება სწრაფად შეცვალა, თვითონვე შეუტია და ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა.

გიორგაძემ გარდასახა - 10:8. ტაიმის დასრულებამდე კიდევ 25 წუთი იყო დარჩენილი, თუმცა მონაგარის გაზრდა გუნდებმა ვერაფრით შეძლეს.

შესვენების შემდეგ "ჯიქების" უპირატესობა უფრო გამოიკვეთა. მათმა მგეზავმა, ნუგზარ გიორგაძემ თამაშის განახლებიდან 12 წუთის განმავლობაში ორი საჯარიმო გაიტანა და თავისიანები რვა ქულით დააწინაურა - 16:8.

ცხადია, "არმაზს" ბრძოლა არ შეუწყვეტია. მოედნის შუაგულში ირაკლი მაჩხანელმა მეტოქის ხაზში დაუცველი სივრცე შენიშნა და წინ მაღალი სიჩქარით გაიჭრა. "ჯიქების" მცველები მას ზედ ლელოს ხაზთან წამოეწივნენ, თუმცა შეჩერება ვერაფრით შეძლეს.

მაჩხანელმა ჩათვლის მოედნამდე 45 მეტრი ირბინა. კიკნაძემ მოედნის კიდიდან ვერ გარდასახა - 13:16.

"ჯიქებმა" ქომაგებს მხოლოდ სამი წუთი ალოდინა. მოედნის ცენტრში რაკში თამაშისას "ჯიქების" მორკინალებმა იყოჩაღეს, ბურთი მოიპოვეს, რომელიც ცხა ნომერმა ალექსანდრე ზაბახიძემ მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე გარემარბ რამაზ ხარაზიშვილს გაატანა.

ის მეტოქის ორ მცველს ხელიდან დაუსხლტა, 22-მეტრიან ზონამდე ირბინა, მერე ბურთი ფეხით შეიცურა, თავადვე მიჰყვა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. გიორგაძემ ვერ გარდასახა - 21:13.

ხუთ წუთში თავი ისევ ზაბახიძე-ხარაზიშვილის დუეტმა გამოიჩინა. "ჯიქების" ცხრა ნომერმა შერკინებიდან გამოტანილი ბურთი ფეხით "არმაზის" ლელოსკენ შეაცურა.

ყველაზე მოხერხებული ისევ გარემარბი ხარაზაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც ბურთი მოიხელთა და ლელოში მეორედ შეაღწია. გიორგაძემ ამჯერად გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 28:13.

თხუთმეტქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა "ჯიქების" დარ გუნდთან მატჩში ურთულესი საქმეა, თუმცა საამისოდ ბრძოლისუნარიანობით გამორჩეულ "არმაზს" მცდელობა არ დაუკლია. 73-ე წუთზე არმაზელებმა მრავალფაზიანი შეტევის ორგანიზება შეძლეს.

იერიშში, ზედ კარის პირდაპირ დროულად ჩაერთო შეცვლაზე შესული შერკინების ბურჯი თორნიკე ჯიბლაძე, რომელმაც ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა. კიკნაძემ გარდასახვა ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად დაარტყა - 20:28.

"არმაზს" თითქოს მატჩის გადარჩენის შანსი მიეცა, თუმცა "ჯიქებმა" ამისთვის იოტისოდენა შანსიც არ მისცეს. მეტიც, ბოლო წუთზე საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს და გიორგაძემ საბოლოოდ 11-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა - 31:20.

არმაზი-ჯიქები 20:31

არმაზი (15-9) ნიკოლავა (სირაძე 41), მაჩხანელი, პ. მაისურაძე, ჩხაიძე, ხუციშვილი (პინაიშვილი 46), დავ. კიკნაძე, მჟავანაძე (ბროძელი 57). (1-8) ფლუიძე (ბუკია 54), თაგაური (სოსელია 41), ესართია (ჯიბლაძე 67), გიგაური, კაჭარავა, ბერაძე, ლეკბორაშვილი (მინაშვილი 41), თიგიშვილი.

3ლ: მაჩხანელი (2), ჯიბლაძე. ს,გ: კიკნაძე.

ჯიქები (15-9) დიტ. კიკნაძე, ბიწაძე, ჯიმუხაძე (იობაშვილი 60), კუპრეიშვილი. ხარაზიშვილი, გიორგაძე, ა. ზაბახიძე. (1-8) ოქრიაშვილი (გაგნიძე 56), სვანიძე (გ. ზაბახიძე 75), ყაულაშვილი (ჯინჭარაძე 65), ტალახაძე, გოგოლიძე (მიქაძე 57), ტუჩაშვილი, მოგელაშვილი (მამრიკიშვილი 53), შენგელია.

3ლ: ხარაზიშვილი (2), ა. ზაბახიძე. 4ს, 2გ: გიორგაძე.

მსაჯი: რ. კელი (ახალი ზელანდია)

საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის სხვა მატჩებში მოულოდნელი არაფერი მომხდარა.

შეხვედრების შედეგებს სატურნირო მდგომარეობაში ცვლილებები არ შეუტანია. საპლეიოფო ექვსეული როგორც მოსალოდნელი იყო, ისე დაწყვილდა.

შესარჩევ პლეი ოფში მესამეადგილოსანი ქუთაისის "აია" შინ მიიღებს თბილისის "ლოკომოტივს" და გამარჯვების შემთხვევაში, გასავარდნ ფინალში ისევ ქუთაისში უმასპინძლებს თბილისურ გუნდებს, "ჯიქებსა" და "არმაზს" შორის გამარჯვებულს.

შესარჩევ ფინალში კი პირველ და მეორე ადგილზე გასული "არმია" და "ლელო" იასპარეზებენ.

ამათ შორის გამარჯვებული პირდაპირ დიდ ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს. დამარცხებული კი იმავე უფლების მოსაპოვებლად გასავარდნ ფინალში გამარჯვებულს შეხვდება.

უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას განაგრძობენ თბილისური გუნდები: "ყოჩები" და "აკადემია".

ამ უკანასკნელს პირველი ლიგის გათამაშების ბოლო ეტაპზე მეორე ადგილზე გასული დაუპირისპირდება. "ყოჩების" მეტოქე კი პირველადგილოსანი იქნება.

იმ ორი პირველლიგელის ვინაობა, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლების მოპოვებისთვის იბრძოლებს, 28 აპრილს გაირკვევა. გადასასვლელი მატჩები ორ რაუნდად გაიმართება.

XVIII ტური

ლოკომოტივი-აკადემია 20:5

ხარები-ლელო 18:13

ბათუმი-არმია 0:80

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. არმია 18 16 0 2 +357 75

2. ლელო 18 15 0 3 +222 70

3. აია 18 13 2 3 +310 64

4. ჯიქები 18 10 0 8 +78 47

5. არმაზი 18 10 0 8 +16 44

6. ლოკომოტივი 18 8 2 8 +23 42

7. ბათუმი 18 6 0 12 -120 30

8. ხარები 18 5 0 13 -139 26

9. აკადემია 18 4 0 14 -353 18

10. ყოჩები 18 1 0 17 -394 7

პლეი ოფი

14 აპრილი

აია-ლოკომოტივი

ჯიქები-არმაზი

გასავარდნი ფინალი

21 აპრილი

პლეი ოფში გამარჯვებულები

შესარჩევი ფინალი

20 აპრილი

არმია-ლელო

წინასწარი ფინალი

27 აპრილი

დიდი ფინალი

11 მაისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აია-ყოჩები 63:5 - მოთელვა პლეი ოფამდე

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ავტოკატასტროფის შედეგად ქართველი მორაგბის მამა დაიღუპა
"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
ᓠᓐᓒᓑᕘᓡ ᕩᕔᓛᓞᕘᕝᓜᓐᓢᕘ. ᓞᕚᓔᓘ ᓝᓤᓘ: "ᓧᕝᕩᕔᓑᓘ" ᓩᕔᓛᓞᕘᕝᓜᓝᓑᓘᓡᕗᕕᓘᓡ ᕘᕑᓠᓫᓝᓚᓔᓑᕔᕜ
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
რაგბის ლეგიონი: ბექა გორგაძე ელიტურ რაგბის დაუბრუნდა
რაგბიზე შეყვარებული ფანის ისტორია, რომელმაც ალიასკაში სტადიონი ააშენა [PHOTO]