ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო-პოლონეთი 16:10 - დაუმარცხებლად პირველ ადგილზე

საქართველო-პოლონეთი 16:10 - დაუმარცხებლად პირველ ადგილზე

7 აპრილს საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" დამთავრდა წყალბურთელ ვაჟთა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი A ჯგუფში
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 7 აპრილს დამთავრდა წყალბურთელ ვაჟთა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი A ჯგუფში.

პირველობისთვის მასპინძლებთან ერთად დიდი ბრიტანეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებიც იბრძოდნენ.

"ჯვაროსანთა" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ სამი შეხვედრა მოიგეს, ერთი ფრედ დაამთავრეს და 10 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.

ახლა კი განვლილ უქმეებზე გამართული პაექრობების შესახებ:

2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი.

თბილისი. "ოლიმპიკი", 6-7 აპრილი.

საქართველო-პოლონეთი 16:10

4:3, 3:0, 7:4, 2:3

საქართველო: ჭუმბურიძე, ქენქაძე (1), ჩიქვინიძე, რუსიშვილი, ლაითაძე (1), ხვედელიანი, ბაღათურია (3), რურუა (4), გეგელაშვილი (5), ყაზახიშვილი, ცრეპულია (2). მთავარი მწვრთნელი ისელიძე, მწვრთნელი პოპოვიჩი.

პოლონეთი: რაძინსკი (1), ბედნარეკი, კოვალევსკი (1), პიატეკი, სზუმანსკი, მიჩალსკი (1), მიხალ ბარი (3), ლავნიჩაკი (1), მარცინ ბარი, ლუსჩაკი (3), ლეზჩეკი, სზაბლოვსკი. მთავარი მწვრთნელი ქუჯავა.

სამი ტურის შემდეგ პოლონეთის ნაკრები აშკარად გამოკვეთილი აუტსაიდერი იყო. ამიტომაც მასპინძლებმა უგულოდ დაიწყეს თამაში - მაინც დავამარცხებთო. ამგვარ განწყობას მე-2 წუთზე სტუმართა გოლი მოჰყვა - ანგარიში რაძინსკიმ გახსნა.

მართალია, წუთნახევარში გეგელაშვილმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ პოლონელებმა ამის შემდეგ ზედიზედ ორი ბურთი გაიტანეს ჭუმბურიძის კარში და 3:1 დაწინაურდნენ.

ქართველმა წყალბურთელებმა მატჩში გარდატეხა პირველი პერიოდის ბოლო სამ წუთში შეიტანეს - მეტოქეს სამი გოლით უპასუხეს და წინაც გავიდნენ - 4:3.

მომდევნო ორი რვაწუთიანი მონაკვეთის განმავლობაში ისელიძის შეგირდები დომინირებდნენ აუზში და ანგარიშიც, ცხადია, ჩვენების სასარგებლოდ გაიზარდა - 14:7. მეოთხე პერიოდში სტუმრებმა უკეთ ითამაშეს და პერიოდიც 3:2 მოიგეს.

საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ 16:10 გაიმარჯვა და ქულებით სლოვაკეთს გაუთანაბრდა. იმავე დღეს ბრიტანელებმა ჩეხები დაჯაბნეს.

დიდი ბრიტანეთი-ჩეხეთი 17:4

5:0, 2:2, 5:0, 5:2

დიდი ბრიტანეთი: სკოტი, ჯეიმსი (2), კარვენი (1), კინგი (2), ფიგესი (1), უაელერი (3), არმსტრონგი, ვინსენტი, პარკერი (4), ჩოლეფილდი (3), რიდერი, ორეგანი (1), ჰოლანდი. მთავარი მწვრთნელი დანსბი.

ჩეხეთი: სრაჯერი, კოპენეკი, ი. ვოლაკი, ა. ვოლაკი, ვოლოშჩუკი, ჰოლესი (1), სნასილი, მრაჩეკი, ნეჟღუბა, იანეჩეკი, რეჟეკი (3), ზიგმუნდი, შუსტრი. მთავარი მწვრთნელი ფამერა.

დიდი ბრიტანეთი-სლოვაკეთი 5:5

2:0, 1:1, 1:3, 1:1

დიდი ბრიტანეთი: სკოტი, ჯეიმსი (1), კარვენი (1), კინგი, ფიგესი, უაელერი (2), არმსტრონგი, ვინსენტი, პარკერი (1), ჩოლეფილდი, რიდერი, ორეგანი, ჰოლანდი. მთავარი მწვრთნელი დანსბი.

სლოვაკეთი: გოგოლა, ფამერა (1), იანიჩეკი (2), ნედბალი, დურიკი (1), ნაგი, მოლნარი (1), მრავიკი, გრუტკა, პოლოვიჩი, ტკაჩი, გიურესი, კოჩმერი. მთავარი მწვრთნელი სიროტნი.

საქართველო-ჩეხეთი 16:5

6:1, 5:1, 1:1, 4:2

საქართველო: ჭუმბურიძე, ქენქაძე (3), ჩიქვინიძე, რუსიშვილი (1), ლაითაძე (2), ხვედელიანი, ბაღათურია (3), რურუა (2), გეგელაშვილი (1), ყაზახიშვილი (1), ცრეპულია (3). მთავარი მწვრთნელი ისელიძე, მწვრთნელი პოპოვიჩი.

ჩეხეთი: სრაჯერი, კოპენეკი (1), ი. ვოლაკი, ა. ვოლაკი, ვოლოშჩუკი (1), ჰოლესი, სნასილი (1), მრაჩეკი, ნეჟლუბა (1), იანეჩეკი, რეჟეკი, ზიგმუნდი (1), შუსტრი. მთავარი მწვრთნელი ფამერა.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორი შეხვედრა ორი წამყვანი მოთამაშის გარეშე ჩაატარა: მარკო ელეზის და მარკო ელაჩას ევროტურნირებზე მშობლიური კლუბების ღირსება აქვთ დასაცავი, ამიტომ, შეთანხმებისამებრ, სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ შუაგულ ევროპას მიაშურეს.

ამის მიუხედავად, მასპინძლებს არც პოლონეთთან და არც ჩეხებთან მატჩებში პრობლემები არ შექმნიათ.

ფინიშზე ჩვენმა ბიჭებმა, რომლებსაც ბოლო პაექრობაში ნებისმიერი ანგარიშით მოგება ხელს აძლევდათ, აღმავლობით ითამაშეს, თერთმეტი ბურთის სხვაობით აჯობეს ჩეხებს და პირველი ადგილი გაინაღდეს.

გათამაშების საბოლოო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

საქართველო 4 3 1 0 51:25 10

სლოვაკეთი 4 2 2 0 35:16 8

ბრიტანეთი 4 2 1 1 36:24 7

პოლონეთი 4 1 0 3 22:43 3

ჩეხეთი 4 0 0 4 17:53 0

ვლადიმერ ისელიძე: "ტურნირის შედეგებით კმაყოფილი ვარ. სერბეთსა და თურქეთში ჩატარებულმა საწვრთნელმა შეკრებებმა და იქაურ საკლუბო გუნდებთან გამართულმა სპარინგმატჩებმა შედეგი გამოიღო.

ჩვენს ნაკრებს მეტი პოტენციალი აქვს და ივლისში მეორე ტურისთვის ეს უფრო ნათლად გამოიკვეთება.

ახლა მთავარია, არ მოვდუნდეთ და მიზანმიმართულად განვაგრძოთ ვარჯიში. იმ დროისთვის ნატურალიზებულ წყალბურთელებსაც მეტი დრო ექნებათ. საკუთარი ძალების შესამოწმებლად ივნისში თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ვიასპარეზებთ".

ლევან ყიფიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი: "სასიამოვნოა, რომ ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის თბილისის ტური მოიგეს.

შემთხვევით შეიძლება ერთ მატჩში მიაღწიო წარმატებას, მაგრამ ტურნირში გაიმარჯვო, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება, თანაც იმ გუნდებთან, რომლებსაც პრობლემები არ აწუხებთ.

მადლობელი ვარ ჩვენი ბიჭების, რომლებმაც ჭაბუკობისას მრავალ გასაჭირს გაუძლეს და ქართული წყალბურთი შეგვინარჩუნეს.

არადა, ის პერიოდიც მახსოვს, საქართველოს ნაკრებს ტიტულოვანი გუნდებიც იოლად რომ დაუმარცხებია. წყალბურთი ქართული გენის ნაწილია. მისი განვითარება კი შეუძლებელია, ცურვას თუ არ მივხედეთ.

ჯერჯერობით ნიჭის, ქართული გენის წყალობით გავდივართ ფონს, არადა, ეს ყველაფერი სისტემაში უნდა ჩაჯდეს და კანონზომიერებად იქცეს. საამისოდ კი ინფრასტრუქტურის განვითარება და მასობრიობაა საჭირო.

ჩვენთან კი, სამწუხაროდ, მუნიციპალური აუზები არ არსებობს, ყველაფერი კერძოა, ამიტომაც ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, რაც მსჯელობის საგნად უნდა იქცეს.

აგერ, გასულ უქმეებზე ახალგაზრდა თბილისელმა მოცურავე თემურ კობახიძემ ჰოლანდიაში ორი პირველი ადგილი დაიკავა.

ყოველივე ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენთან საწყლოსნო სახეობებს პერსპექტივა აქვს და ამ სახეობების ეროვნულ ფედერაციას შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმარებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-სლოვაკეთი 7:7 - ზავი პირველობის პერსპექტივით

საქართველო-დიდი ბრიტანეთი 12:3 - ევროპისაკენ წარმატებული სტარტით

• გოლა-გოლა

მთელი გულით და სულით მინდა ქართველ წყალბურთელებს უდიდესი მადლობა გადავუხადო.... თურმე რაგბისტების გარდა, ქართველებს კიდევ ერთი ნამდვილი გუნდი გვყოლია...დიდი მადლობა ბატონ ისელიძეს...ღმერთმა დაგლოცოოთ...

69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა