გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს ცხრილის ბოლო საფეხურზე მყოფი "ყოჩები" წინააღმდეგობას რომ ვერ გაუწევდა, თავიდანვე ცხადი იყო
მომავალ შაბათს ქუთაისის "აია" პლეი ოფის მატჩში თბილისის "ლოკომოტივს" მასპინძლობს და ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ქუთათურებმა კარგად წაივარჯიშეს.

გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს ცხრილის ბოლო საფეხურზე მყოფი "ყოჩები" წინააღმდეგობას რომ ვერ გაუწევდა, თავიდანვე ცხადი იყო.

როგორც ასეთ მატჩებს შეეფერება, თამაში ზედმეტი დაძაბულობის გარეშე, მხიარული სცენარით წარიმართა.

სტუმრებმა "აიას" წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. მასპინძლები მეტოქეს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯაბნიდნენ და გარდასახვები ზუსტად რომ დაერტყათ, კიდევ უფრო გამანადგურებელი ანგარიშით მოიგებდნენ.

"ლელოების წვიმა" თამაშის დაწყებისთანავე წამოვიდა. პირველად თავი შაკო შაშიაშვილმა გამოიჩინა, რასაც ზურაბ ძნელაძემ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა - 7:0. რამდენიმე წუთში ძნელაძემ სტუმართა ხაზი გაჭრა და ლელო თავადაც გაიტანა - 12:0; მორიგი შეტევისას ქუთაისელებმა მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ახლოს აუტი მოიგეს, ბურთი ხელდახელ გაითამაშეს და თორნიკე ძაგნიძემ შეტევა ლელოთი დააგვირგვინა - 17:0.

სტუმრებმა მალე შეძლეს ანგარიშის შემცირება. თავი ვახო ჯაფარიძემ გამოიჩინა, რომელიც მარცხენა ფლანგიდან გაეპარა ქუთათურებს და ბურთი კიდესთან ახლოს დაამიწა - 17:5.

ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის შეგირდებმა პირველ ტაიმში კიდევ სამი ლელო მიითვალეს.

ჯერ ბაკურ გოშაძემ გამოიჩინა თავი, რომელმაც ზუსტად ძელებს შორის გადაკვეთა ჩათვლის მოედანი; შემდეგ კი თორნიკე ლომიძის ჯერიც დადგა, რომელმაც ორი წუთის ინტერვალში ორი ლელო გაიტანა.

ძნელაძემ სამიდან ორი გარდასახვა გამოიყენა და პირველ ტაიმში "აია" 36:5 დაწინაურდა.

შესვენების შემდეგ ქუთაისელებმა რამდენიმე წამყვანი მორაგბე დაასვენეს, თუმცა სტუმრები შეცვლაზე შესულმა მოთამაშეებმაც არ დაინდეს. თამაშის განახლებიდან ხუთიოდე წუთში გიგლა კუხიანიძემ შაშიაშვილისგან კარგი გადაცემა მიიღო და "ყოჩები" კიდევ ერთხელ დასაჯა - 41:5. ამას ფრუიძის სხარტი გარღვევა და ლელო მოჰყვა, შემდეგ კი მიხეილ რატიაშვილის ჯერიც დადგა - 51:5.

ქუთაისელები მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ და შეტევებს კვლავ განაგრძობდნენ. მატჩის მიწურულს მათ კიდევ ორი ლელო მიითვალეს. ლევან თხელიძემ მასპინძელთა შეტევა ზუსტად დააგვირგვინა და გარდასახვა თავადვე შეასრულა - 58:5. საბოლოო ანგარიში კი გიორგი ლომთაძემ დააფიქსირა, რომელმაც "ყოჩების" "მორღვეულ" დაცვას უპრობლემოდ ჩაურბინა და ბურთიც აუღელვებლად დაამიწა ჩათვლის მოედანში - 63:5.

აია-ყოჩები 63:5

აია (15-9) ძნელაძე (კვერნაძე 56), გოშაძე (ფრუიძე 41), კუხიანიძე, თუთბერიძე, შაშიაშვილი, ხამაშურიძე, თუთბერიძე; (1-8) რატიაშვილი, ლომთაძე, ლომიძე (მატკავა 49), ჩიტეიშვილი, ძაგნიძე (ყურაშვილი 41), რევიშვილი, დგებუაძე, თხელიძე

11 ლ: შაშიაშვილი, ძნელაძე, ძაგნიძე, გოშაძე, ლომიძე (2), კუხიანიძე, ფრუიძე, რატიაშვილი, თხელიძე, ლომთაძე. 4გ: ძნელაძე (3), თხელიძე

ყოჩები (15-9) ჯაფარიძე, კობაური, გარუჩავა, ჯუშაშვილი (ჯლუხაძე 52), მელაძე (ნიკოლაიშვილი 52), კვარაცხელია, ხელაძე; (1-8) ესაკია, ფირიაშვილი, შენგელია, სინაურიძე, დიდავა (მირზაშვილი 41, ჭიღლაძე 62)), გუგეშაშვილი, თოდაძე, მალაღურაძე

ლ: ჯაფარიძე

მსაჯი: ს. ჩიხლაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა