საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 8 აპრილს გულშემატკივრებს პირობა მისცა
8 აპრილს ტელეკომპანია "მზის" ეთერში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა.

უამრავი თემისგან შემდგარი კითხვა-პასუხის ბოლოს ქეცბაიამ ერთი საგულისხმო განცხადება გააკეთა: როგორც კი საქართველოს ნაკრები შესარჩევი ტურნირის მსვლელობისას ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს დაკარგავს, ქართველთა მწვრთნელი მაშინვე დატოვებს დაკავებულ პოსტს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ზე მოხვედრის შანსი გაცილებით მაღალია, რადგან ფინალურ ეტაპზე 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის კვალიფიკაციის ფორმატი.

იმედია, მომავალი შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებისთვის ისე განვითარდება, რომ არც ჩვენ დაგვჭირდება ქეცბაიასთვის 8 აპრილს გაკეთებული განცხადების შეხსენება და არც მას გაახსენდება თავისი ნათქვამი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"თემურ ქეცბაია საბერძნეთთან მატჩის შემდეგ უნდა გადამდგარიყო!"

თემურ ქეცბაია: ჯანო ანანიძე სამი წლის წინანდელ დონეზე დარჩა

კვირის 1000 წვრილმანი: სად არის თავსატეხი ამოცანა?

ბოლო ჯგუფში - საქართველოს ნაკრების უსიამოვნო პერსპექტივა

მარადიული კითხვა - შედეგი თუ სანახაობა?

დროის გაყვანის ტაქტიკა - თვალსაზრისი საფრანგეთი-საქართველოს მატჩზე

ვლადიმერ გუცაევი: ამ დონეს სხვა კლასი სჭირდება

ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]

საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]

kako
პარკეტის დამგებმა თუ ცუდად დააგო,ერთი ჭიტლაყი უნდა და ფულიც არ უნდა მისცე.ამ კაცმა ვერ მოარჯულა ფეხბურთელები,ვერ ასწავლა ის სიყვარული რასაც მოგება ჰქვია.ეძებს და ვერ პოულობს.ამიტომ ზალად ფეხბურთელებს ჭიტლაყი და სამუდამოდ უარი ნაკრებში თამაშზე.ბებრებმა კი ნამუსი იქონიონ,გაეცალეთახლებს,იქნებ მოხდეს სასწაული.
daviti
odala-ს,რას უძახი დემაგოგიას შენ,კაცი რომ იკითხავს,რატომ არის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კონტრაქტი გასაიდუმლოებულითქო?თუ იმის კითხვა: დაქცეული რომ არის ქვეყანაში საფეხბურთო მეურნეობა,ბავშვები ვერ დადიან უსახსრობის გამო სპორტზე და ვინც ახერხებს ღმერთმა უწყის როგორ პირობებში ვა5რჯიშობენ,იქნებ არ ღირდეს იმ ნაკრების მწვრთნელს ვუხდიდეთ მილიონ დოლარიან ხელფასს რომელიც,მალტასთან ვერ მოგებას ფეხბურთელების დაბალ კვალიფიკაციას აბრალებდეს.რა დაინახე ერთი დემაგოგიური ჩემს კომენტარებში?რა,35 წლის მაგივრად 33 წლის ფეხბურთელს რომ ათამაშებ ეს გაახალგაზრდავებას ნიშნავს თუ,მართალი არ ვარ?იცი ბიჯო შენ თავის დროზე ქეცბაია რას უშვებოდა ზაზ ჯანაშიას?ოთახში რომ,არ უშვებდა სუნიანთან არ დავწვებიო?კაცის საქციელი იყო ვეტერანებს რომ,ებლატავა ეგ ქლიავი ხმას რატო არ იღებდით ფეხბურთს რომ ანგრევდნენო,თვითონ რა,ვეტერანი არ იყო თუ არ ეთქმოდა?სადმე რამე გაუპროტესტებია?2 კვირის დარჩენილი იყო უგუნდოდ ასათიანი ნაკრებში რომ,არ დაუძახა უვარჯიშებელს ვერ ვათამაშებო და ამ დროს ზესთაფონში თვეების მანძილზე დუბლებშიც რომ,არ ავარჯიშებდნენ ისეთ დაუშვილი სასტავში ყავდა მუდმივად.ხუბუტია ერთი პერიოდი რუმინეთში თამაშის დროს უცებ ყველასათვის უცნობი ფეხბურთელი ძირითადის შეუცვლელი კაცი რომ გახდა და მალევე უკეთეს ლიგაში გაყიდულს ერთი წამითაც აღარ უთამაშია ნაკრებში სულ პატარა კითხვას არ გიჩენს მაინც?
shota
ქეცბაიამდე ჩვენი ნაკრები გუნდი არც იყო. ეხლა ერთი მიღწევა ისაა რომ გუნდია რა. მარტო ის რად ღირს პირველი 9 თამაში რომ არ წააგო მაგ კაცმა. მარა რათ გინდა ეგეთები არიან ქართველები თუ გამოჩნდა ვინმე წესიერი ეგრევე ებრძვიან. სხვა მწვრთნელების დროს ყველა თამაშს რო ვაგებდით მაშინ სად იყო ის ხალხი ეხლა რო ქეცბას აკრიტიკებს.
guja_kakhadze
ქართულ ფეხბურთს, კომაში ყოფნის მიუხედავად, დიდი პოტენციალი აქვს. მეც თქვენსავით ვაღიარებ ჩვენი მოზარდების გამორჩეულ ნიჭს და საოცარ ტექნიკას, მაგრამ დროთა განმავლობაში, მომავალი "ვარსკვლავები" სადღაც ქრებიან. ხშირად მიფიქრია: ქართველი ფეხბურთელებიდან რატომ ვერავინ აღწევს იმ შედეგს, რასაც ვარსკვლავობა ჰქვია? მიზეზი ბევრია. მე მხოლოდ ერთ პრობლემაზე გავბედავ მოკრძალებული აზრის გამოთქმას. ფიზმომზადების უამრავი სისტემა არსებობს, მაგრამ ფეხბურთელთა უმრავლესობისთვის სისწრაფის და ამტანობის საერთაშორისო ნორმებამდე მიყვანა მაინც აუხდენელ ოცნებად რჩება. წლების განმავლობაში, მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიში კი ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესებით მთავრდება. საჭიროა "მარქსიზმ-ლენინიზმის" დროინდელი ფიზმომზადების დავიწყება და თანამედროვე მეთოდიკის გამოყენება.
odala
daviti, დემაგოგი ხარ გაქანებული. პასუხსაც არ იმსახურებს შენი კომენტარები.
პროფესორი
რომელი 7 ნაკრების? :) საქართველოს ნაკრების შვიდი ფეხბურთელი? მეიცა მევიფიქრო... დომენტია სიჭინავა ერთი, რეზიიი არველაძე ორი, ლევანჩო ყიფიანი სამი, ნოდარიკო ახალკაცი ოთხი, მერაბიკო ჟორდანია ხუთი, დერიუგინი ექვსი, კაპუსტინი შვიდი. ა ბატონო! არ ვარ ახლა მე პროფესორი?!
daviti
Giorgi-ს,მართლა არ გინდა აქ პროფესორობა და დემაგოგობა,საქართველოს ნაკრების ყველა ფორმაციის ფეხბურთელს ჩამოგითვლი,დინამოსასაც 1980 წლიდან მოყოლებული.თუ შეგიძლია არგუმენტებით დაიცავი შენი პოზიცია და გვითხარი,როგორ გავა ქეცბაიას ხელში ნაკრები ევრო 2016-ზე როცა დღეს მალტას ვერ უგებს,ბელორუსს,ფინეთს და მწვრთნელის შეფასებით ამ კონტიგენტით მეტის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია.მითხარი ერთი დღევანდელი ნაკრების ბირთვში ვის ხედავ ისეთს ვისაც შეუძლია იმდენად მოუმატოს რომ,რადიკალურად შეიცვალოს ჩვენი ნაკრების თამაში,ან იქნებ ახალგაზრდულ ნაკრებშია ასეთი ვინმე?არადა ამის გარეშე,ოდნავი გაუმჯობესესბის ხარჯზე უკეთესი შედეგის იმედი რომ,არ უნდა გვქონდეს ეს მემგონი საკამათო არაა.არც ის ჩანს ვინმე ზრუნავდეს ყველა ნაკრებმა ასაკობრივებიდან დაწყებული,ეროვნულით დამთავრებული ერთიანი ხედვით,ერთიანი კონცეფციით ვითარდებოდეს ან ამის მცდელობა იყოს.ხელთათმანებივით ცვლიან ეროვნულის გარდა ყველა ნაკრების მწვრთნელს და ყველა მათგანი თავის სტრატეგიით ათამაშებს გუნდს.მე არ ვდავობ ძმაო რომ,აუცილებლად გაიყვანდა ნაკრებს სხვა მწვრთნელი ფინალურ ეტაპებზე,უბრალოდ მგონია მალტასთან ბელორუსთან,ალბანეთთან,ისრაელთან და ფინეთთან უკეთესი თამაში შეიძლება.მთავარი პრეტენზია მაქვს ის რომ,თავიდანვე განწირულ საქმეში არ უნდა ვიხდიდეთ მილიონ დოლარიან ხელფასს მწვრთნელში,არ უნდა იყოს მისი კონტრაქტი საიდუმლო და ამ ეტაპზე გაცილებით ჭკვიანური იქნებოდა ჩემი აზრით გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებიანი მწვრთნელი ყოლოდა ნაკრებს და დაზოგილი ფულით ბავშვთა,საკლუბო ფეხბურთისთვის მიგვეხედა.ახლა კი გამოდის ქეცბაია ყოველ წარუმატებლობას უფეხბურთელა აბრალებს,შედეგს ნუ მთხოვთო იძახის.იმაზე კი არავინ ზრუნავს საბავშო სკოლების საქმე გამოასწოროს.იცით თქვენ ქეცბაიას აქტიურმა დამცველებმა რა უჯდება ოჯახს თვეში ბავშვის საფეხბურთო სექციაში სიარული?რამდენს აქვს ამის საშვალება?ის თუ იცით აქ აღებული უზარმაზარი ხელაფასის მიუხედავად კვიპროსში რომ,გახსნა საფეხბურთო აკადემია ამ კაცმა?ცალკე თემაა ქეცბაიას ადამიანებთან ურთიერთობის ფორმები,ასევე სასაცილოა ამ ბატონის ლოგიკა,მაგალითად გაახაზგაზრდავება ნაკრების,ერთ მაგალითს გეტყვი მარტო,35 წლისკობიაშვილის აღარ იწვევს და მის პოზიციაზე მარცხენა ფლანდზე ათამაშებს მასზე გაცილებით დაბალი კლასის 33 წლის "ნორჩ" დავით კვირკველიას.ან დინამოში თავდასხმელად თამაში ადვილია და ამიტომ უფრო დაბალი კლასის გუნდებიდან აინტერესებს ფეხბურთელები.არ ვამტკიცებ ჩემი აზრის მართებულებას,უბრალოდ ვამბობ და არგუმენტებსაც ვაყოლებ,თუ არ მეთანხმები ზოგადი "ურა-ბალეშჩიკური" კომენტარის წერას ჯობია შენი აზრი გაგვიზიარო.რა გაკეთდა შენი აზრით.
Giorgi
ყველა პროფესორები როგორ ხართ ფეხბურთის!?.ბევრიც გაკეთდა და გაკეთდება,და არავის არავინ არ ჩაურეცხიაააა!!!..კაცურად 7 ნაკრების ფეხბურთელი დაასახელეთ ან დინამოსიიიიი!!!!!!!
ჰარი
ქეცბაია ნაკრების მწვრთნელი არაა. გუნდშიც კი ძნელია ერთბაშად თაობათა ცვლის უმტკივნეულოდ ჩატარება. ჩვენისთანა ქვეყნის ნაკრებში კი საერთოდ არ შეიძლება. ქეცბაიამ კი ყველა ერთბაშად მოკვეთა და გამოუცდელი იუნიორების ამარა დასტოვა ნაკრები, რითაც ახლებსაც დაუკარგა მომავალი და ძველებიც ჩარეცხა! სამწუხაროდ ახლო მომავალიც აღარ აქვს ნაკრებს.
daviti
რავიცი,ღმერთმა ქნას ვცდებოდე მაგრამ,მალტას ვეღარ ვუგებთ და რა გაადვილებული ფორმატი იქნება 2016-ის შესარჩევისთვის ამისთანა რომ,გავიდეთ.წავა ეს კაცი,მე რა ვქნაა,ფეხბურთელები არ მყავს და მესის მე ხომ არ გავაჩენ ტოო იტყვის უკვე მერამდენეთ,როდის გავსულვართ აქამდე ახლა რომ,გავსულიყავითო."დამნაშავეებსაც"დაასახელებს,ჟურნალისტებს,ვეტერან ფეხბურთელებს თქვენი ბრალია რომ,ვერ გავედით ტოო იტყვის და წაიღებს რამოდენიმდე მილიონ დოლარს ხელფასად.აქ კი ისევ ამ დღეში იქნება ბავშვთა ფეხბურთი,კლუბები და ზოგადად საფეხბურთო მეურნეობა,ახალი ხალხი მოვა ფედერაციაში და ალბათ ინებებენ და გვეტყვიან რამდენი მილიონი დოლარი გადავყარეთ კიდევ ერთხელ წყალში.ნეტა ისეთი თუ მოვა ვინმე სახურავიდან რომ,არ დაიწყოს საქმის კეთება.
dinamo
როდის კი არაა შემდეგ ევროპის შესაჩევზე ამბობს თუ ვერ გავალთ წავალო წინაზე არ უთქვია
gizo
თემურ ქეცბაია: ,,ნაკრებიდან მაშინვე წავალ, როცა შანსი გაქრება!" ------- და შანსი როდის გვქონდა? :)
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ