დინამო VS გურია - საქართველოს თასის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩის წინ

პირველი ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა - ლანჩხუთის "გურიამ" მიმდინარე სეზონში ერთი სენსაცია უკვე მოახდინა - დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალიდან საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" გამოთიშა.

მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში "გურიამ" ლანჩხუთში 0:0 ითამაშა "დინამო თბილისთან", 10 აპრილს კი საპასუხო მატჩია.

"გურიაში" არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს. ერთ-ერთი მათგანია 30 წლის თავდამსხმელი მიხეილ კაკალაძე.

გახსოვთ 2004 წელი? მაშინ "დინამო თბილისი" უეფას თასის ჯგუფში გავიდა და იმ წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი კაკალაძეც იყო. ახლა კი ამ ფორვარდს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უწევს თამაში.

კაკალაძეს ლანჩხუთში შევეხმიანეთ...

- რა ხდება ლანჩხუთსა და "გურიაში"? როგორ ემზადებით? იგრძნობა თუ არა აჟიოტაჟი?

- ჩვეულებრივად ვემზადებით, ისე, როგორც ნებისმიერი ოფიციალური თამაშის წინ. მაქსიმუმს გავაკეთებთ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

აჟიოტაჟს რაც შეეხება, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ლანჩხუთიდან საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ჩავა თბილისში. ზოგი ორგანიზებულად მიემგზავრება სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით, ზოგიც საკუთარი საშუალებით.

- ბანალური კითხვა: შანსებს როგორ შეაფასებდი?

- თბილისის "დინამოს" ვეთამაშებით და ვფიქრობ, შანსები 70/30-ზეა "დინამოს" სასარგებლოდ.

- "ზესტაფონთან" დაპირისპირების წინ როგორ აფასებდი საკუთარი გუნდის შანსს?

- მაშინაც ასე ვაფასებდი "ზესტაფონის" სასარგებლოდ, რადგან უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ მოწინავე გუნდს ვხვდებოდით. ორივე მატჩი "ზესტაფონის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა ჩვენმა მონდომებამ შედეგი გამოიღო, კონტრშეტევებზე ავაგეთ თამაში და გავიმარჯვეთ.

- შანსებზე ლაპარაკით ისე ხომ არ ჩანს, რომ "გურიასთვის" "დინამოს" დამარცხება თითქმის წარმოუდგენელია?..

- ჩემი პროგნოზი იმას არ ნიშნავს, რომ "დინამოს" რამეს დავუთმობთ. ლანჩხუთში გამართულმა შეხვედრამ დაგვანახვა, რომ წარმატების მიღწევა შეუძლებელი სულაც არ არის. პირველმა მატჩმა სტიმული მოგვცა.

- იყო დრო, "დინამოს" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყავი. მერე რა მოხდა, რატომ ვერ წაიწია წინ მიხეილ კაკალაძემ?

- ჯერ ტრავმა, შემდეგ უსიამოვნება "დინამოს" მაშინდელ ხელმძღვანელობასთან - ტრანსფერის რაღაც ვარიანტები იყო და დამიმალეს... მერე "დინამოში" ახალი მწვრთნელი, ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, ვეღარ აეწყო იქ ჩემი საქმე...

- "დინამოდან" რომ წახვედი, რამდენიმე წლის შემდეგ ხელმეორედ გაგიჩნდა კარგი შანსი...

- "ზესტაფონში" გია გეგუჩაძემ მიმიწვია, მაგრამ ორი წელი უთამაშებელი ვიყავი და ხუთ თვეში ვერ მოვახერხე ფორმის აღდგენა. ჰოდა, მე თვითონ დავტოვე "ზესტაფონი"...

- უცხოეთშიც სცადე ბედი...

- დიახ, უზბეკურ "ბუხარაში" ვიყავი სამი თვე, შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი, ჯერ ქობულეთის "შუქურაში" მივედი და იქიდან გადავედი "გურიაში".

- ახლა ხარ ისეთ კონდიციაში, როგორიც 2004 წლის "დინამოში" იყავი? დრიბლინგი, თამაშის გამწვავება - ისევ ასეთია კაკალაძე?

- თავს ნორმალურად ვგრძნობ; მოედანზე, ალბათ, ურიგოდ არ გამოვიყურები.

- "დინამოსთან" პირველ მატჩში საკუთარი თავით რამდენად კმაყოფილი დარჩი?

- მარცხნიდან ვითამაშე; ისე კი, ხანდახან ცენტრალური თავდამსხმელიც ვარ. რეალური საგოლე მომენტები ჩვენ უფრო გვქონდა, ვიდრე "დინამოს". გიორგი ლორიამ კარგი ბურთი ამიღო, გიგა კვერენჩხილაძის დარტყმა ძელს მოხვდა... ვფიქრობ, რომ ჩემში რაღაც-რაღაცები გავაცოცხლე. კიდევ შეგძლებია კარგად თამაშიო - ასე მითხრეს მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა.

- იყო დრო, ბევრ ქართულ გუნდს რომ ჰქონდა "დინამოს" წინააღმდეგ თამაშის შიში. ახლა რა ხდება ამ მხრივ?

- თბილისის "დინამო" - ეს სიტყვები მაინც იწვევს რაღაც რიდს... ვისაც უმაღლეს ლიგაში თამაშის კარგი გამოცდილება არ აქვს, მათთვის "დინამოსთან" თბილისში თამაში მაინც რთული იქნება. "დინამო" მაინც "დინამოა".

როგორც უნდა იყოს, ჩვენგან უკან დახევა გამორიცხულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დასაკარგი არაფერი გვაქვს და თუ გოლის გატანა მოვახერხეთ, ნებისმიერი ფრე ჩვენს სასარგებლოდ იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩების წინათქმა

ერეკლე კილაძე: ჩემი შანსი "დინამოსთან" გამოვიყენე და არც "გურიაა" უშანსოდ!

გურია-დინამო 0:0 - ლანჩხუთი დიდი ფეხბურთის ღირსია! [VIDEO]

vaxvax
70/30-ზე არა 90/10-ზე,რეალობას არ ასცდე
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა