რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე პლეი ოფში მოხვედრისთვის "ბრივი", "პო", "ორიაკი", "ტარბი" და "ლიონი" იბრძვიან
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში 26-ე ტურის მატჩები გაიმართა. რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე პლეი ოფში მოხვედრისთვის ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდი იბრძვის. ესენია: "ბრივი", "პო", "ორიაკი", "ტარბი" და "ლიონი".

ჩვენებურთა გუნდებიდან დღესდღეობით საუკეთესო მაჩვენებელი დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივს" აქვს, რომელიც 78 ქულით მესამე ადგილზეა.

ბრიველებმა 26-ე ტურში სტუმრად დაამარცხეს "კოლომიე" - 18:16. ყველა ქულა სტუმართა გუნდს გარემარბმა ჟულიენ კამინატიმ მოუტანა (ექვსი საჯარიმო).

შველიძე და ნატრიაშვილი მოედანზე ერთდროულად, 54-ე წუთიდან გამოჩნდნენ, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

"ბრივს" ორი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა მამუკა მაგრაქველიძის "პო", რომელმაც სტუმრად წააგო ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკთან" - 21:18.

ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ თამაში დაძაბული გამოვიდა. არბიტრმა ორივე გუნდიდან ორ-ორი მორაგბე გაასინბინა.

ასეიშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, ნაცარაშვილი 62-ე წუთზე შეცვალეს, დათუნაშვილი - 69-ეზე.

66-66 ქულა აქვთ და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ "ქართული გუნდები": "ლიონი" და "ტარბი". გურამ კავთიძის "ლიონმა" სტუმად წააგო გათამაშების ლიდერ "ოიონაქსთან" - 20:23. ქართველი განაცხადში არ იყო.

გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ჩხაიძის "ტარბი" შინ დამარცხდა "ოშთან" - 14:16.

ნემსაძემ და ჩხაიძემ სრულად ითამაშეს. ნემსაძე არბიტრმა 41-ე წუთზე გაასინბინა, მირცხულავა და დადუნაშვილი მოედანზე ერთდროულად, 50-ე წუთიდან გამოჩნდნენ.

სულ უფრო უარესდება ალექსანდრე თოდუას, კახაბერ კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "ალბის" სატურნირო მდგომარეობა. ჩვენებურთა ეს გუნდი სტუმრად დამარცხდა "ნარბონთან" - 11:14.

თეთრაშვილი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო, მაისურაძე მე-60 წუთზე შეცვალეს, თოდუამ მოედანზე 12 წუთით მეტი დაჰყო, კობერიძე და ახობაძე განაცხადში არ იყვნენ.

31 ქულით ბოლო ადგილზეა და დივიზიონის დატოვების საფრთხე რეალურად ემუქრება შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასის".

პარიზელებმა 26-ე ტურში სტუმრად წააგეს მეორეადგილოსან "ლა როშელთან" - 27:44. აშვეთია ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს, სამ წუთში კი თამაშში სუთიაშვილი ჩაერთო.

"მასის" ცხრა ქულით უსწრებს და მე-14 ადგილზეა ბექა შეყლაშვილის "ბეზიე", რომელმაც სტუმრად წააგო "კარკასონთან" - 8:12.

ქართველი შერკინების ბურჯი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.

ლანგედოკელებს ერთი ქულით უსწრებს და ერთი საფეხურით წინ არის ტარიელ რატიანიძის "დაქსი", რომელმაც შინ შეძლო "ექსის" დამარცხება - 25:15.

რატიანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს.

II დივიზიონი

XXVI ტური

ტარბი-ოში 14:16, დაქსი-ექსი 25:15, კარკასონი-ბეზიე 12:8, ორიაკი-პო 21:18, ალბი-ნარბონი 11:14, ლა როშელი-მასი 44:27, ოიონაქსი-ლიონი 23:20, კოლომიე-ბრივი 16:18.

სატურნირო მდგომარეობა: 1. ოიონაქსი - 101 ქულა, 2. ლა როშელი - 82, 3. ბრივი - 78, 4. პო - 76, 5. ორიაკი - 69, 6. ლიონი - 66, 7. ტარბი - 66, 8. კარკასონი - 64, 9. ნარბონი - 62, 10. კოლომიე - 57, 11. ალბი - 54, 12. ოში - 45, 13. დაქსი - 41, 14. ბეზიე - 40, 15. ექსი - 38, 16. მასი - 31.

კელტთა ლიგაში გასულ უქმეებზე შესვენება იყო. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა" ტრადიციულ შვიდკაცა ტურნირზე იასპარეზა, რომელშიც საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

ედინბურგელთა შვიდკაცა რაგბის გუნდში ბასილაიამაც ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა