"ატლეტიკო პარანაენსეს" ქართველმა მენეჯერმა პარტნიორს "ვიტესში" მიაგნო
მართალი ყოფილა ნიცშე – მილიონ ადამიანში ორი მსგავსი ტიპაჟი ერთმანეთს აუცილებლად მოძებნისო. დედამიწა დიდია, მაგრამ ჰოლანდიასა და ბრაზილიაში დასაქმებულმა ქართველებმა ერთმანეთი მოძებნეს და თანამშრომლობა გადაწყვიტეს.

გოჩა ალადაშვილი გასულ სეზონში "ატლეტიკო პარანაენსეს" და რუსთავის "ოლიმპის" თანამშრომლობის ინიციატორი გახლდათ. თუმცა, ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ბრაზილიელები აკინო და ფრაგა სამშობლოში დაბრუნდნენ და ცნობილი გახდა - ეს მშვენიერი პროექტი დაიხურა.

"ატლეტიკო პარანაენსეს" ქართველი მენეჯერი ალადაშვილი თბილისშია და როგორც გვითხრა, ეს პროექტი ბელორუსში გადაიტანა – ამჟამად სამხრეთამერიკელები მინსკის "დინამოსთან" თანამშრომლობენ. თუმცა, უფრო სასურველ პარტნიორს ჰოლანდიაშიც მიაგნო...

- გოჩა, როგორც შევიტყვეთ, რუსთავური პროექტი ბელარუსში წაიღეთ.

- დიახ, ასეა - ბელარუსში "ატლეტიკო პარანაენსე" "ოლიმპში" წამოწყებულ პროექტს ახორციელებს. ჩვენდა სამწუხაროდ, რუსთავში პარტნიორობა ვეღარ გაგრძელდა, მინსკელები კი პროექტს სერიოზულ დონეზე ახორციელებენ. დეტალებზე შესათანხმებლად, ივნისში მინსკს "ატლეტიკო პარანაენსეს" პრეზიდენტთან და დირექტორატის წევრებთან ერთად ვესტუმრე. ამის შემდეგ ბრაზილიაში "დინამოს" გენერალურ დირექტორ ვალერი სტრელცოვთან ერთად ვიმყოფებოდით და დეტალები შევათანხმეთ.

შეთანხმების საფუძველზე, "დინამოში" ლუკასი, ბურლანი და რენანი ჩავიყვანე. სამივე 19 წლის ბიჭია, ეს უკანასკნელი კი შარშან ეგვიპტეში ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ძალიან საინტერესო ბიჭები არიან.

ახლახანს მინსკში მივლინებით კიდევე ერთხელ გამიშვეს, ბელარუსის ჩემპიონატში "დინამოს" შეხვედრას დავესწარი და ბრაზილიელებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი. მინსკელები შენაძენით კმაყოფილი არიან და სეზონის ბოლოს მათი გამოსყიდვა სურთ.

- მინსკის "დინამო" შარშან აკინოს და ფრაგას წაყვანით დაინტერესდა, მაგრამ მერე მათი გვარები არ გიხსენებიათ.

- მინსკის "დინამოში"ეს ბიჭები არ არიან, ახლა ფრაგა "პარანაენსეს" 22-კაცში ვარჯიშობს, აკინო ბრაზილიის ჩემპიონატის მეორე ლიგელ "პარანა კლუბშია" განათხოვრებული. იქ უკვე გამოიჩინა თავი - ათ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა. სვათა შორის, მას "ატლეტიკო პარანაენსესთან" კონტრაქტი დეკემბერში უმთავრდება.

- როგორც ჩანს, ბრაზილიელთა საქართველოში ჩამოსვლას წერტილი დაესვა...

- "ატლეტიკო პარანაენსეს" ხელმძღვანელობას საქართველოში უამრავი მეგობარი დარჩა, მაგრამ ჯერჯერობით, საფეხბურთო პროექტები დამთავრდა – ჩვენდა სამწუხაროდ.

- ფრაგა და აკინო საქართველოში რატომ არ დარჩნენ?

- კლუბების ნებაზე იყო დამოკიდებული მათი დარჩენა - გაგრძელდებოდა თუ არა "ატლეტიკო პარანაენსესა" და "ოლიმპის" ხელშეკრულება. თავიდან ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა და შემდეგ პირობებზე ხელახლა უნდა დაელაპარაკათ.

- საინტერესო სწორედ მიზეზია – რატომ შეწყდა პარტნიორობა, როდესაც ორივე მხარე აღიარებდა, რომ პროექტი ურთიერთსასარგებლო იყო?

- თანამშრომლობა სხვადასხვა მიზეზების გამო შეწყდა. დანარჩენი უკვე კლუბების გადასაწყვეტი იყო.

- გასული სეზონის ბოლო ტურებში აშკარად იგრძნობოდა, რომ აკინო და ფრაგა გაქცევაზე იყვნენ – რატომ შეიცვალა მათი დამოკიდებულება?

- ვერ გეტყით, გაქცევაზე იყვნენ, თუ რა სჭირდათ, მაგრამ ფაქტია, რომ დარჩენა აღარ ისურვეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქართულ ფეხბურთში თავისი კვალი დატოვეს. საერთო ჯამში, მაინც კმაყოფილები წავიდნენ, რადგან საქართველოში ძალიან თბილად მიიღეს, მეგობრები შეიძინეს, ხალხისგან სიყვარულს გრძნობდნენ და დამიჯერეთ, ჩვენზე ძალიან ტკბილი მოგონება დარჩათ.

- არა მხოლოდ "ოლიმპში", სხვა ქართულ კლუბებშიც აღარ ჩამოგყავთ ფეხბურთელები, არადა, ადრე რამდენიმეს ერთად ამარაგებდით – რატომ, რა ხდება?

- მე ახლა ვარ "ატლეტიკო პარანაენსეს" საერთაშორისო დეპარტამენტის თანამშრომელი და მას აღმოსავლეთ ევროპაში წარმოვადგენ. ასე რომ, ამა თუ იმ კლუბში რეკომენდაცია მხოლოდ "ატლეტიკო პარანაენსეს" ფეხბურთელს შემიძლია გავუწიო.

- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიური კლუბის სახელით, მერაბ ჟორდანიასთან მოლაპარაკება დაიწყეთ და ფეხბურთელებით "ვიტესსაც" მოამარაგებთ.

- ეს სიმართლეა. ბატონმა მერაბმა "ატლეტიკო პარანაენსესთან" პარტნიორობის ძალიან დიდი სურვილი გამოთქვა. ალბათ, მალე ბრაზილიური დელეგაცია ჰოლანდიაში გავემგზავრებით, დავილაპარაკებთ და ხელშეკრულებას გავაფორმებთ.

- ასეთ შემთხვევაში, თქვენი საუკეთესო ფეხბურთელები "ვიტესში" მოხვდებიან და არა მინსკის "დინამოში".

- რა თქმა უნდა. ჰოლანდიურ კლუბს ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ და ბრაზილიელებსაც "ვიტესთან" პარტნიორობის იდეა ძალიან ხიბლავთ. ეს არის ნამდვილი ფანჯარა ევროპაში, რასაც ბრაზილიაში ყველა ეძებს. ბრაზილია უზარმაზარი საფეხბურთო ბაზარია, სადაც უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელია – ზოგი ნაკრებში ხვდება და ევროპელების რიგი უდგას. ზოგს არ უმართლებს, ნაკრებში ვერ ხვდება და ევროპაში არ იცნობენ. ასეთი მოთამაშეებისთვის "ვიტესი" ევროპაში შესაღწევად მშვენიერი ტრამპლინი იქნება. ეს ჟორდანიამ მშვენივრად იცის, ბრაზილიაში ჩამოსვლას მალე აპირებს და ფეხბურთელებსაც თავად შეარჩევს.

ბელარუსში ბრაზილიელების ჩაყვანამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც იქაური მედიიდან გავარკვიეთ, 2010 წლამდე მინსკის "დინამო" ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, ედუს საფეხბურთო სკოლასთან თანამშრომლობდა. მინსკის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ვალერი სტრელცოვმა ინტერნეტ-პრესკონფერენციაზე პარტნიორის შეცვლის მიზეზებზე ილაპარაკა:"ატლეტიკო პარანაენსესთან" ბევრად უფრო ხეირიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, ვიდრე ედუს სკოლასთან გვქონდა. ბოლო დროს იწერება, რომ ბრაზილიელები ჩვენთან მესამეხარისხოვან ფეხბურთელებს გამოუშვებენ და რომ ძლიერებს ბელარუსში არავინ დაგვითმობს.

რეალურად, ედუს სკოლას საუკეთესო ტალანტების აყვანის საშუალება არ გააჩნია. ასეთებს ბრაზილიის უმაღლესი ლიგის კლუბები იტაცებენ... ამის გამო, ბევრად უფრო მომგებიანი ფეხბურთელების ბრაზილიის სერია "ა"-ს გუნდიდან წამოყვანაა. ჩვენ კვალიფიციურ ფეხბურთელებს ავიყვანთ და მათ გაზრდაზე ზედმეტ თანხას არ დავხარჯავთ. სამწუხაროდ, ბოლო წლების შემადგენლობამ სერიოზული წარმატება ვერ მოგვიტანა. ამიტომ, ბრაზილიელებს უნდა დავეყრდნოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა