არ არის გამორიცხული, აღმოსავლეთ ევროპის კლუბების შეხვედრა, ECA-ს ეგიდით, მალე თბილისშიც გაიმართოს
თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA) წარმომადგენელი ოლივიერ იაროში.

ამ ორგანიზაციაში საქართველოდან სამი კლუბია გაწევრიანებული: "დინამო თბილისი", "ვიტ ჯორჯია" და "ზესტაფონი". ჟენევიდან ჩამოსული სტუმარიც ამ კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა.

ევროპის კლუბების ასოციაცია საკმაოდ სოლიდური ორგანიზაციაა, რომლის პრეზიდენტიც კარლ-ჰაინც რუმენიგე გახლავთ. ECA, ფაქტობრივად, G14-ის ბაზაზე შეიქმნა და ბევრი მნიშვნელოვანი საქმეც გააკეთა - უეფამ თითქმის ყველა ის პროექტი განახორციელა, რომლის თანაავტორი ევროპის კლუბების ასოციაცია გახლდათ.

ქართული კლუბებისთვის ECA-ს საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მაგალითად, ამ ორგანიზაციის შუამდგომლობით უეფამ გაზარდა სოლიდარობის ფონდი იმ კლუბებისთვის, რომლებიც ვერ ხვდებიან ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ან საერთოდ ვერ მონაწილეობენ ევროსარბიელზე.

ECA ამ ეტაპზე ფიფასთან და უეფასთან იმაზეც მუშაობს, რომ კლუბებს დამატებითი შემოსავლები გაუჩნდეთ. ECA-ს ძალისხმევით კლუბები ფიფასგან და უეფასგან იღებენ თანხას იმის მიხედვით, მათი ფეხბურთელები რამდენ მატჩს ჩაატარებენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ახლა კი ECA იმასაც ცდილობს, რომ კლუბებმა მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებში მათი მოთამაშეების გაშვებისთვისაც მიიღონ თანხები.

იაროშის ვიზიტი საქართველოში პირველი იყო. ეს ორგანიზაცია რეგიონალურ თავყრილობებსაც აწყობს და არ არის გამორიცხული, მალე თბილისშიც გაიმართოს აღმოსავლეთ ევროპის კლუბების შეხვედრა ECA-ს ეგიდით.

ასევე იხილეთ:

ბუბა ტყავაძე: ევროპული ტურნირები ძველებურად ჩატარდება

თბილისის "დინამო" ევროპული კლუბების ასამბლეაზე

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა