26-28 აპრილს საქართველოს ჩემპიონს უეფას თასის "ოთხთა ფინალის" მატჩები ელის
საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრებში სენსაცია არ მომხდარა. კვლავ დაუმარცხებელია "იბერია სტარი", რომელმაც ამჯერად მეორეადგილოსანი "სოკარი" დაამარცხა.

ამ უკანასკნელს "სტუ თელასი" გაუთანაბრდა, ხოლო მეორე ადგილზე თსუ გადავიდა.

შემდეგი ტურის მატჩები 10-13 და 17-20 აპრილს გაიმართება, მაგრამ "იბერია სტარმა" უკვე პაუზა აიღო და 11 მაისამდე ეროვნულ ჩემპიონატში არ ითამაშებს. 26-28 აპრილს საქართველოს ჩემპიონს უეფას თასის "ოთხთა ფინალის" მატჩები ელის.

8 აპრილს "იბერია სტარი" მატარებლით აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს აზერბაიჯანის საუკეთესო გუნდთან, ევროპის ერთ-ერთ გრანდ ნახიჭევანის "არაზთან".

"ოთხთა ფინალამდე" ეს სპარინგები ჩვენს ჩემპიონს უდავოდ წაადგება - "არაზი" ხომ ორჯერ იყო "ოთხთა ფინალის" მონაწილე და საკლუბო რეიტინგში "იბერიას" დღესაც უსწრებს.

საქართველოს ჩემპიონის მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტ "ეკოლს" 10 ქულით უსწრებს. გუნდის ბირთვს აზერბაიჯანელები შეადგენენ.

"იბერიას" მენეჯერის, გიორგი დარჯანიას თქმით, შეხვედრები 10 და 11 აპრილს ბაქოში გაიმართება, საქართველოში კი გუნდი 12 აპრილს დაბრუნდება და მზადებას თბილისში გააგრძელებს.

ამასობაში ფინალის მონაწილე ალმატის "ქაირათი" ზედიზედ მეათედ გახდა ყაზახეთის ჩემპიონი. გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში თანაქალაქელი ცსკა 13:5 დაამარცხა. ალმატელებმა ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ წააგეს და ამავდროულად, ქვეყნის თასსაც დაეუფლნენ.

ასევე ქვეყნის ჩემპიონი გახდა "ოთხთა ფინალის" ფავორიტი "ბარსელონაც". კატალონიელებმა ტიტული ტურნირის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაინაღდეს.

უეფას თასის ნახევარფინალში "იბერიას" მეტოქე - მოსკოვის "დინამო" რუსული სუპერლიგის ლიდერია - 18 ტურში 16 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება. მოსკოველებს 48 ქულა აქვთ, უშუალო კონკურენტს, ბესო ზოიძისა და ზვიად კუპატაძის "გაზპრომ-იუგრას" 11 ქულით უსწრებენ.

საქართველოს ჩემპიონატი ფუტსალში

იბერია სტარი-სოკარი 4:1

გოლები: აუგუსტო (2), რაფა, ლუსიო - ტიკურიშვილი

თსუ-ბურჯი 7:0

გოლები: თოფურია (2), სიგუნავა (2), ჭანუყვაძე, კაკაბაძე, ჯაფარიძე

GIEC-სტუ თელასი 1:11

გოლები: კავთელაძე - ცხომარია (3), ბოკერია (3), ცნობილაძე (2), ასათიანი (2), სოზაშვილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იბერია 12 12 0 0 99-18 36

2. თსუ 9 7 0 2 61-24 21

3. სოკარი 11 6 0 5 68-36 18

4. თელასი 9 6 0 3 46-25 18

5. GIEC 13 2 0 11 38-90 6

6. ბურჯი 12 0 0 12 21-140 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა