"სინათლის" ვეტერანებმა თასის მოპოვების 40 წელი მხოლოდ წელს აღნიშნეს

1968 და 1969 წლებში თბილისის "სინათლე" ფიზკულტურული კოლექტივების ჩემპიონატის, "მილიონთა თასის" გამარჯვებული გახდა: პირველად თასი მაიკოპში, მინსკის "დინამოს" დუბლების ძლევით (2:0) მოიპოვა. 1969 წელს გამარჯვებულის გამოსავლენად, პიატიგორსკში მოსკოვის "სტრელასთან" ზედიზედ სამი შეხვედრა გაიმართა, რადგან პირველი ორი ფრედ (0:0 და 1:1) დასრულდა. მესამე "სინათლემ" პენალტების სერიით (17:16) მოიგო. ფეხბურთელებს ამაგი დაუფასდათ და სპორტის ოსტატის წოდება მიენიჭათ.

ვეტერანებს გული გავუხაროთ და მაშინდელი წარმატების მონაწილეების გვარები ჩამოვთვალოთ: სერგო სიხარულიძე და ვალიკო ირემაძე (მწვრთნელები), ვაჟა ნემსაძე (გუნდის კაპიტანი), ელგუჯა გუგუშვილი, მევლუდ ლორია, ჯონი ჯანელიძე, ჯონი აბაიშვილი, მალხაზ მაისაშვილი, ედიკ ჯადოევი, გუჯა სილაგავა, ნუგზარ ვარდოსანიძე, ანატოლი სიტკოვი, თამაზ შუბითიძე, როლანდ კიზირია, შალვა დევდარიანი, ომარ დვალი, ოთარ კერესელიძე, რაფიკ აივაზოვი, თამაზ სუხაშვილი, ონორე თაბაგარი, გია სიმონიშვილი, ჯემალ მეტრეველი, თამაზ იმნაძე, კოტე ოდიკაძე, ჯუმბერ ჯაგაშვილი, მიშა პირადაშვილი.

აბა, ამ მუხთალ წუთისოფელში ქართველებს რა დაგვრჩენია, თუ არა წარსულის გახსენება - თასის მოპოვების 40 წელი "სინათლის" ვეტერანებმა მხოლოდ წელს აღნიშნეს და "ლოკომოტივზე" თბილისის "დინამოს" ვეტერანებს ამხანაგურად შეხვედნენ. თუმცა, ჭაღარაშერეულ იუბილარებს მუხლი ძველებურად აღარ ერჩოდათ და ვეტერანმა დინამოელებმაც ძალიან არაამხანაგურად (9:3) მოუგეს.

"დინამოში" თამაშობდნენ რამაზ ურუშაძე, ბესარიონ მჭედლიშვილი, გოჩა ჩიქოვანი, ვახტანგ ქორიძე, ლევან ბარათაშვილი, მალხაზ ლაცაბიძე, გოჩა ჯოხაძე, თენგიზ სულაქველიძე, მანუჩარ მაჩაიძე, ოთარ კორღალიძე, ლევან ნოდია.

"სინათლე" კი ახალგაზრდებიდან მხოლოდ ელგუჯა გუგუშვილის ვაჟმა, სერგო გუგუშვილმა და ჩვენმა კოლეგა ლაშა თაბაგარმა გააძლიერეს – ეს უკანასკნელის "სინათლეში" მამის, აწ გარდაცვლილი ონორე თაბაგარის ნაცვლად თამაშობდა. თბილისში საგანგებოდ მატჩისთვის რუსეთიდან ბიზნესმენი ედუარდ ჯადოევი, სომხეთიდან კი რაფიკ აივაზოვი ჩამოვიდნენ და იხალისეს ვეტერანებმა, ახალგაზრდობა, ის სიხარული და კიდევ ბევრი ისეთი რამ გაიხსენეს, რაც გაზეთში არ დაიწერება...

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა