დასავლეთში არსებობს ტრადიცია - ბავშვს დაბადებისთანავე აძლევენ ორ სახელს
დასავლეთში არსებობს ტრადიცია - ბავშვს დაბადებისთანავე აძლევენ ორ სახელს. თუ პირველი სახელი, ჩვეულებრივ, "სამუდამოა", მეორეს ან ივიწყებენ ან უარს ამბობენ მასზე სხვადასხვა გაუგებრობისა თუ კაზუსის თავიდან ასაცილებლად. ჩოგბურთელები გამონაკლისები არ არიან ამ ტენდენციიდან. ბრიტანული პორტალის - The Tennis Space-ის ჟურნალისტებმა შეაგროვეს ყველაზე სახალისო მეორე სახელები ჩოგბურთის სამყაროდან.

ანდრე კირკ აგასი

ბევრს მიაჩნია, რომ ანდრემ თავისი მეორე სახელი იმის გამო მიიღო, რომ მამამისი ცნობილი მსახიობის, კირკ დუგლასის დიდი თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ ეს ასე არ არის.

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ასე კირკ კერკორიანის საპატივცემულოდ დაარქვეს. ყოფილი მოყვარული მოკრივე და ამერიკის ტურისტული ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშე აგასების ოჯახს ეხმარებოდა მაშინ, როცა ეს უკანასკნელი მძიმე ფინანსურ სიტუაციაში იყო. შედეგად, მაიკ აგასიმ ვაჟს მეორე სახელი მეგობრისა და ქველმოქმედის საპატივცემულოდ დაარქვა.

ამანდა ჟაკული კიოტცერი

სამხრეთ აფრიკის "თეთრი" მოსახლეობის - ბურების ენაზე ჟაკული იგივეს ნიშნავს, რასაც ტრადიციული ინგლისური - "ჟაკლინი".

მარდი სიმპსონ ფიში

ამერიკელის კარიერის საწყის ეტაპზე ბევრი კომენტატორი დაბნეული კითხულობდა - რომელი იყო პირველი სახელი, რომელი მეორე და რომელი გვარი. დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილას დადგა, მაგრამ მაინც უცნობია, საიდან წარმოიშვა სახელი "სიმპსონი".

ლეიტონ გლინ ჰიუიტი

სახელი "გლინის" წარმოშობაში გასაკვირი არაფერია - ეს არის ჩოგბურთელის მამის პირველი სახელი. ასე რომ, აქ არანაირ ორიგინალურობასთან არ გვაქვს საქმე - უბრალოდ, ოჯახური ტრადიციაა.

რიხარდ პეტერ სტანისლავ კრაიჩეკი

1996 წლის უიმბლდონის ჩემპიონის მშობლები ჩეხური წარმოშობის არიან. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ რიხარდს დაუმატეს ორი სლავური სახელი. სლავური დარჩა სპორტსმენის გვარი. ყველაფერი დანარჩენი - ჰოლანდიურია.

იმაკულადა კონსეპსიონ მარტინეს ბერნატი

ამ ჩოგბურთელს თქვენ სხვა გვარითა და სახელით იცნობთ - კონჩიტა მარტინესით. უიმბლდონის ყოფილ ჩემპიონს სახელისა და გვარის ტრადიციული ესპანური წყობა აქვს, მაგრამ კომენტატორები, ალბათ, მადლიერნი არიან სპორტსმენის, რომ მან ეს "რთული წინადადება" "კონჩიტა მარტინესამდე" შეამცირა.

ენდრიუ ბერონ მარეი

პროფესიულ ტურში დებიუტის შემდეგ მარეიმ პირველი სახელი "ენდიმდე" შეამცირა, მეორე კი იგივე დარჩა - "ბერონი". დღემდე გაუგებარია, გარეულია თუ არა ამაში რაიმე ოჯახური ტრადიცია, მაგრამ ძველი ინგლისურიდან ის ასე ითარგმნება - "ახალგაზრდა მებრძოლი". პრინციპში, ზედგამოჭრილი სახელია.

პამელა ჰოვარდ შრაივერი

დღემდე დარწმუნებულნი არ ვართ - უხდება თუ არა ქალს მეორე სახელად "ჰოვარდი", მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

ვენუს ებონი სტარ უილიამსი

მართლაც, რატომ უნდა მისცე შვილს ერთი მეორე სახელი, როცა შეიძლება ორის მიცემა? სხვათა შორის, ვენუსმა ერთხელ აღიარა, რომ მისი მეორე სახელის საყვარელი ნაწილია - ორი "რ" სახელში "სტარი".

სერენა ჯამიკა უილიამსი

სწორედ "ჯამიკა" და არა "იამაიკა", როგორც არ უნდა ამტკიცონ საპირისპირო. სერენას უახლოესმა მეგობრებმა ეს სახელი "მიკა"-მდე შეამცირეს და სხვადასხვა ტურნირზე, ჩოგბურთელის გასამხნევებლად, სწორედ ამ შემცირებულ ვარიანტს სკანდირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერენა უილიამსი იუბილეს მიუახლოვდა

dudu
"იმაკულადა კონსეპსიონ" ესპანურად ნიშნავს უბიწო ჩასახვას :) ბევრ ქალს ქვია იმაკულადა ესპანეთში :)
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა