კრიშტიანო რონალდოს გულისთვის ჟიურიმ გამონაკლისი დაუშვა
ცნობილი გახდა პრესტიჟული პრემიის, "ოქროს ფეხის" (Golden Foot) 10 კანდიდატი ფეხბურთელის ვინაობა. ეს პრემია გადაეცემა იმ ფეხბურთელებს, რომელთაც 29 წელი შეუსრულდათ და კვლავ მოქმედი სპორტსმენები არიან და დიდი დამსახურება მიუძღვით ფეხბურთის განვითარებაში. ამ პრემიით ფეხბურთელის მთლიანი კარიერა ფასდება. ნომინანტებს ირჩევს საერთაშორისო ჟურნალისტთა ჯგუფი, ხოლო გამარჯვებულს ავლენს ონლაინ-გამოკითხვა.

"ოქროს ფეხის" პრემიის ლაურეატი მონაკოს სამთავროს "ჩემპიონთა ბულვარზე" თავისი "ფეხის ოქროს" ანაბეჭდს დატოვებს სამუდამოდ. ალბათ, არ უნდა იმას შეხსენება, რომ "ოქროს ფეხის" პრემიის მთავარი მეოხი მონაკოს პრინცი ალბერ II გახლავთ.

წლევანდელ ნომინანტთა შორის სენსაციური სიახლეა - მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო. სენსაციური რონალდოს ასაკია: პორტუგალიელი 28 წლის და 2 თვისაა. მიუხედავად ამისა, "ოქროს ფეხის" ჟიურიმ გამონაკლისი დაუშვა და რონალდოს 10 თვით უმცროსობა "აპატია".

სხვა ნომინანტები არიან: ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, 29), დავიდ ტრეზეგე (რივერ პლეიტი, 35), ფრენკ ლამპარდი (ჩელსი, 34), სამუელ ეტოო (ანჟი, 31), იკერ კასილიასი (რეალი,31), მიროსლავ კლოზე (ლაციო, 34), ანდრეა პირლო (33), დიდიე დროგბა (გალათასარაი, 35), დევიდ ბექჰემი (პსჟ, 37).

როგორც ხედავთ, 10-დან 9 ნომინანტი ევროპულ კლუბში თამაშობს. აქედან 3 - ლა ლიგაში და 2 - "რეალში".

წლეულს პრემიას მე-11 გამარჯვებული ეყოლება. პირველი გამარჯვებული იყო რობერტო ბაჯო (2003) წელს, ბოლო კი - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2012).

"ოქროს ფეხის" ყველა გამარჯვებული

2003 რობერტო ბაჯო ბრეშია

2004 პაველ ნედვედი იუვენტუსი

2005 ანდრეი შევჩენკო მილანი

2006 რონალდო რეალი

2007 ალესანდრო დელ პიერო იუვენტუსი

2008 რობერტო კარლოსი ფენერბაჰჩე

2009 რონალდინიო მილანი

2010 ფრანჩესკო ტოტი რომა

2011 რაიან გიგზი მან. იუნაიტედი

2012 ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კრიშტიანო რონალდო პრემია Golden Foot-ზეა წარდგენილი

nikolozi
პირლი გამარჯვების ღირსია
barsa
ინიესტა იმსახურებს გამარჯვებას
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა