გორის ცენტრალური სასპორტო სკოლის დარბაზი ამ დღეებში ხელბურთში 2000-2001 წლებში დაბადებულთა ტურნირის სარბიელად იქცა
გორის ცენტრალური სასპორტო სკოლის დარბაზი ამ დღეებში ხელბურთში 2000-2001 წლებში დაბადებულთა ტურნირის სარბიელად იქცა.

შეჯიბრება ვეტერანი ხელბურთელის (თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკში"), ლევან იაშვილის დაბადების 77-ე წელს მიეძღვნა.

ბატონი ლევანი აქტიური სპორტული კარიერის შემდეგ თითქმის ოთხი ათეული წელია, გორის უნივერსიტეტში მუშაობს.

გორის სასპორტო სკოლის (დირექტორი კონსტანტინე ხუბულური) და სპორტული ცენტრის (დირექტორი ნოდარ მეტრეველი) მიერ ორგანიზებულ ტურნირში გორის, თელავის, რუსთავის, სამტრედიის, ქუთაისის, თბილისის 161-ე და 175-ე სკოლების გუნდებმა იასპარეზეს.

შეჯიბრება წრიული სისტემით ჩატარდა და ვინაიდან გორის და 161-ე სკოლის გუნდ "პეგასს" თანაბარი ქულები აღმოაჩნდათ, ხოლო შეხვედრაც ფრედ დასრულდა, გამარჯვებულები ბურთების უკეთესი სხვაობით მასპინძლები გახდნენ.

შეჯიბრების დასასრულს ვეტერანმა ხელბურთელებმა, რომელთა შემადგენლობაში თვით 77 წლის ლევან იაშვილი და საპრიზო ადგილზე გასული გუნდების მწვრთნელები თამაშობდნენ, ახალგაზრდა ხელბურთელებს გაეჯიბრნენ და მოუგეს კიდეც.

აღსანიშნავია, რომ ამ ასაკში, თბილისის გარდა, ასეთი წარმომადგენლობითი ტურნირი არსად ჩატარებულა.

გორელებმა კი თბილისის უკანასკნელი ორი პირველობის გამარჯვებულ გუნდს აჯობეს. გამოჩნდა, რომ გორში ხელბურთი რიგიანად ვითარდება. სამწუხაროდ, დარბაზის სიმცირის გამო გორში უფროს ასაკში მატჩის ჩატარება ვერ ხერხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა