ივნისში თბილისი პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო ტურნირს, რომელიც ტრადიციული გახდება და "თბილისის თასის" გათამაშება დაერქმევა
ივნისში თბილისი პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო ტურნირს, რომელიც ტრადიციული გახდება და "თბილისის თასის" გათამაშება დაერქმევა.

ეს ახალი ტურნირი საქართველოს დედაქალაქში რაგბის საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მისი უშუალო მხარდაჭერით გაიმართება.

IRB-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა სპეციალური კომუნიკე, რომელიც ზემოთ ნახსენებ შეჯიბრებას ეძღვნება. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"რაგბის საერთაშორისო საბჭომ საბოლოოდ განაცხადა, რომ საქართველოს დედაქალაქში, თბილისში ახალი საერთაშორისო ტურნირი დაფუძნდა, რომელიც ოფიციალურად შევა IRB-ის კალენდარში.

შეჯიბრება 7 ივნისს დაიწყება და 16 ივნისამდე გასტანს. მასში სამხრეთ აფრიკისა და ირლანდიის A ნაკრებებთან ერთად საქართველოსა და ურუგვაის ეროვნული გუნდები იასპარეზებენ, რომლებიც 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების საგზურისთვის იბრძვიან და იქ მოხვედრის რეალური კანდიდატები არიან.

საქართველოში რაგბი ეროვნულ სპორტის სახეობად მყარად დამკვიდრდა. "ბორჯღალოსნები" ამჟამად მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირში ლიდერები არიან.

"თბილისში ახალი ტურნირის დაფუძნება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა IRB-ის შეჯიბრებათა კალენდარში.

მასში ასპარეზობა განსაკუთრებით სასარგებლო უნდა იყოს საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებებისთვის, რომლებიც 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად იბრძვიან.

ამასთან ერთად, ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის A ნაკრებებს, რომლებიც პერსპექტიული მორაგბეებით არის დაკომპლექტებული, ზემოთ ნახსენები გუნდები სათანადო კონკურენციას გაუწევენ, რაც თავიანთი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ შემოწმების საშუალებას მისცემს.

ქართველებს ძალიან უყვართ რაგბი და დარწმუნებული ვარ, ეს ტურნირი ოვალური ბურთით თამაშს კიდევ უფრო პოპულარულს გახდის ამ ქვეყანაში, მის განვითარებას უცილობლად შეუწყობს ხელს." - თქვა რაგბის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ ლაპასემ.

ამ ტურნირის დაარსებას ქართული რაგბის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს "აბრალებს" IRB-ის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ იგანი.

"საქართველოს რაგბის კავშირი, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ერთად მიზანმიმართული საქმიანობით, შესანიშნავ შედეგებს აღწევს.

თბილისში ახალი ტურნირის დაფუძნება ამ ქვეყნის რაგბისთვის საჩუქარია იმ მიღწევებისთვის, რაც ბოლო წლებში აჩვენა.

ბოლო ოთხ წელიწადში თბილისში აშენდა საერთაშორისო დონის სარაგბო ობიექტები, რომელთა გამოყენების საშუალებაც "თბილისის თასის" მონაწილეებს ექნებათ." - თქვა მან.

საქართველოსთვის მსგავსი დონის ტურნირის გამართვა კიდევ ერთი საშუალებაა, დაანახვოს სარაგბო სამყაროს, რომ ნამდვილად მისი სრულუფლებიანი წევრია.

"საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის რაგბის საერთაშორისო საბჭოს იმისთვის, რომ თბილისში სერიოზული საერთაშორისო ტურნირის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

მას ჩვენ აღვიქვამთ, როგორც აღიარებას ქართული რაგბის ბოლო წლების წარმატებისა. "თბილისის თასი" ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში რაგბის პოპულარიზაციასა და განვითარებას, ასევე, საქართველოს სარაგბო ერად ჩამოყალიბებას" - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
ახლა სიტყვა გულშემატკივარზეა. თუ გვიხარია ჩვენი მორაგბეების წარმატება, გვერდშიც უნდა დავუდგეთ, არ დავიზაროთ და გავასოთ ტრიბუნები. ყველას დავანახოთ, რომ მხოლოდ ტელევიზორებთან წამოწოლა არ გვყვარებია. ყველნი სტადიონზე! მხარი დავუჭიროთ ჩვენს ლომგულებს!
nano
კარგია
nika
მივეხარები სულით და გულით საერთაშორისო სარაგბო ტურნირის თბილისში გამართვას!..ხოლო საქართველოს ვუსურვებ ძლიერ სარაგბო ერად ქცევას!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველო-სამხრეთი აფრიკა 16:21 - სამხრეთაფრიკული ბარიერი ვერ გადავლახეთ
"ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან დამარცხდნენ
ირლანდიის მზარდმა ნაკრებმა ურუგვაი დაამარცხა
საქართველო VS სამხრეთ აფრიკა - პრემიალური გვჭირდება
ურუგვაი VS ირლანდია [LIVE]
მილტონ ჰეიგი: ივნისის დასაწყისში ოთხივე მატჩის მოგებას ვგეგმავდით