ლოგიკას მოკლებული არ არის, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ბექა ჩიკვილაძის გარდა, კიდევ ორი დინამოელი მოხვდა - ქიენ კარტერი და ლამარ კარიმი
21-ე ჩემპიონატის 21-ე ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ გაამართლა: საინტერესო ბრძოლაში ბევრისთვის მოულოდნელად "დინამომ" "შსს აკადემიას" ბოლო წამებზე აჯობა.

გუნდის ლეგიონერებთან ერთად გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ბექა ჩიკვილაძემ (1991 წელსაა დაბადებული), რომელიც ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

მან 4-დან 2 ორქულიანი, 7-დან 5 სამიანი, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 20 ქულას 4-4 პასი-ჩაჭრა მიამატა.

ლოგიკას მოკლებული არ არის, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ბექას გარდა, კიდევ ორი დინამოელი მოხვდა - ქიენ კარტერი და ლამარ კარიმი.

ცენტრის პოზიციაზე სიმბოლურში მოხვედრას იმსახურებდა ასევე "დინამოს" მეფარე მილან ოლუიჩი, მაგრამ სიმბოლურ ხუთეულში ცენტრობა არავის დაუთმო სოხუმელმა სერგო ათუაშვილმა, რომელსაც ტურში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი აღმოაჩნდა - 40. მის სტატისტიკას სიმბოლურ ნაკრებში იხილავთ, აქ კი დავამატებთ, რომ სერგოს ანგარიშზე (1985 წელსაა დაბადებული, 224 სმ სიმაღლისაა) 5 სამქულიანია.

სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით, ტურში მეორე იყო ოლიმპელი აკაკი დვალიშვილი (39), რომლის შეჩერება სტუ-ელებმა ვერ შეძლეს.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს, 13 საათზე, ვაკეში, სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართება გადადებული მატჩი "დინამოსა" და "სოხუმს" შორის, შაბათს კი რეგულარული ეტაპი დასრულდება.

სუპერლიგა 2012-13. XIX ტური

შსს აკადემია-დინამო 78:80

ოლიმპი-სტუ 123:66

სოხუმი-სამედიცინო 95:66

ბათუმი-არმია 61:88

ქუთაისი-თსუ 73:63

რეკორდები

ქულა

49 - ნეით ბოუი (რუსთავი)

2-ქულ 17/29; 3-ქულ 5/10; საჯ 0/2

09.03.13 სოხუმი-რუსთავი

მოხსნა

26 - სერგო ათუაშვილი (სოხუმი)

(მეტოქ: 5; საკუთ: 21)

09.03.13 სოხუმი-რუსთავი

პასი

12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)

03.11.12 შსს-თსუ

12 - გიორგი გაფრინდაშვილი (სამედიცინო)

15.12.12 სამედიცინო-სტუ

12 - მალხაზ აბაიშვილი (რუსთავი)

04.02.13 რუსთავი-სტუ

12 - ზაურ ფაშაევი (ქუთაისი)

06.02.13 სამედიცინო-ქუთაისი

12 - გივი ბაქრაძე (თსუ)

23.02.13 თსუ-ოლიმპი

12 - ლაშა გამყრელიძე (არმია)

23.02.13 სტუ-არმია

ჩაჭრა

8 - ლევან ფაცაცია (ოლიმპი)

23.02.13 თსუ-ოლიმპი

დაფარება

8 - მილან ოლუიჩი (დინამო)

26.10.12 ბათუმი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა