ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რევაზ მინდორაშვილი: სწორ გზაზე ვართ, მაგრამ კონკურენცია უნდა გავზარდოთ

რევაზ მინდორაშვილი: სწორ გზაზე ვართ, მაგრამ კონკურენცია უნდა გავზარდოთ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი უახლოეს გეგმებზე საუბრობს
ევროპის ჩემპიონატი ეს-ესაა, ჩამთავრდა, წინ კი მსოფლიოს პირველობაა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკვე შეუდგა ამ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებისთვის მზადებას. მით უფრო, საქმე მართლაც ბევრია.

წარმატების მიუხედავად - 2-2 ოქრო-ბრინჯაო, ანუ ჯამში ოთხი მედალი 7 წონიდან, ევროპის ჩემპიონატმა ხარვეზებიც გამოავლინა, რომლის დაძლევის გარეშე უმაღლესი დონის შედეგები არ გვექნება.

არადა, ჩემპიონატმა დაგვანახვა, რომ გუნდში არის რეზერვი, მოვიდა უდავოდ დიდი შესაძლებლობების ვარსკვლავური თაობა, რომელსაც მწვერვალების დაპყრობა შეუძლია, მაგრამ ტალანტის რეალიზაციისთვის ჯერაც დიდი შრომაა საჭირო.

9 აპრილს ფალავანთა კლუბს დაბარებულივით იმ დროს ვესტუმრე (არადა, სულ არ ვიყავი საქმის კურსში), როცა "თავისუფალთა" ნაკრებს ფედერაციის პრეზიდენტი და თავადაც უბადლო მოჭიდავე, მსოფლიოს ჭიდაობაში ეპოქის შემქმნელი ლუკა კურტანიძე სტუმრობდა.

მან პრაქტიკული მეცადინეობებიც ჩაუტარა ბიჭებს ფეხის ბლოკირებაზე, ფეხში შესვლაზე, დგომიდან ჩოქბჯენში გადაყვანაზე...

ამის ნახვა ერთ რამედ ღირდა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მისი კატეგორიული ტონი - 5:0-საც რომ იგებდეთ, უკან დახევა, ბრძოლიდან გაქცევა არ დავინახო, ბოლომდე იბრძოლეთო.

ძალიან კარგი და დაბეჯითებული იყო დავით პოღოსიანის თეორიული გაკვეთილებიც, სრულყოფილად რომ უხსნიდა ყოველი ილეთის, ყოველი ფანდის არსს...

ამის შემდეგ ლუკა კურტანიძე ლეიბზეც შევიდა და თავის შვილს - ნოდარ კურტანიძეს ავარჯიშებდა, რომელმაც ჩოქბჯენიდან რამდენჯერმე შესაშური სისხარტით დაატრიალა ეს მსოფლიოს ჩემპიონი კაცი.

ჩვენ კი ნაკრების მთავარ მწვრთნელ რევაზ მინდორაშვილს გუნდის უახლოეს გეგმებზე გავესაუბრეთ, რაც მსოფლიოს პირველობისთვის მზადებას ისახავს მიზნად.

მინდორაშვილმა ნაკრებს ახალი გეგმა დაუსახა და დღეში ორჯერ ავარჯიშებს.

- როგორ ემზადებით მსოფლიოს პირველობისთვის, როგორია ნაკრების უახლოესი გეგმები?

- მზადება უკვე დავიწყეთ - ყოველდღიური ვარჯიში დარბაზში, ვიასპარეზებთ საერთაშორისო შეჯიბრებებში და მერე დავიწყებთ შეკრებებს.

23-27 მაისს მახაჩყალაში ტარდება ალი ალიევის სახელობის დიდი საერთაშორისო ტურნირი და იქ ვიასპარეზებთ, თვის ბოლოს კი ნაწილი იტალიურ სასარიში იჭიდავებს.

მსოფლიოს წინ - აგვისტოში პოლონეთშიც გამოვალთ, მაისში კი თბილისში საქართველოს თასსაც ჩავატარებთ, სადაც ყველა იასპარეზებს.

- ევროპის ჩემპიონატმა რა გიკარნახათ - რაა შესაცვლელი, დასამატებელი, რა ასპექტშია სწორი კურსი აღებული?

- ტურნირმა დაგვანახვა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, მაგრამ უნდა გავზარდოთ კონკურენცია, რაც ყველაზე მთავარია.

ჩვეულ რეჟიმში ვიმუშავებთ - უნდა გავაძლიეროთ ტექნიკა, სისწრაფე, ძალა, გამძლეობა. ჭიდაობაში ყველაფერი მნიშვნელოვანია და თუ ჩემპიონობა გინდა, ყველა კომპონენტში თანაბრად ძლიერი უნდა იყო. ფიზიკური დატვირთვებიც გაძლიერდება. ცხადია, ყურადღება მიექცევა ტაქტიკასაც.

საერთოდ, ამ ჩემპიონატმა დაგვანახვა, რომ რეზერვი არის, რაც კარგია, მაგრამ მთლიანად ვერ გამოვიყენეთ.

- რატომ, რა იყო მიზეზი?

- დრო არ გვეყო რეფორმებისთვის. როცა მოვედით, უკვე ყველა წონა გარკვეული იყო, ახალი ხალხის წარმოსაჩენად კი დრო არ გვქონდა.

ოლიმპიადის შემდეგ საკადრო ცვლილებები ხდება - ზოგი სპორტიდან მიდის, ზოგიც წონას იცვლის...

ამ ცვლილებებით გამოწვეული პროცესების დასაბალანსებლად დრო გვჭირდება. მაგალითად, დრო გვინდა, რომ 66-ში გავზარდოთ კონკურენცია და იქ ვინცაა, ყველას მიეცეს შეჯიბრებაზე წასვლის, თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

ტურნირებზე კარგად ჩანს, ვის რა შეუძლია. როგორც გითხარით, უახლოეს პერიოდში ორ ტურნირში გამოვალთ - ნაწილი მახაჩყალაში წავა, ნაწილი - იტალიაში.

ასე იმიტომ ვანაწილებთ, რომ ყველას მიეცეს თავის გამოვლენის შანსი. ზოგმა თვითონ აირჩია მახაჩყალა, რადგან იქ უფრო დატვირთული, ძლიერი ტურნირი იქნება; ზოგს კი არ სჭირდება ამდენი დატვირთვა და ის იტალიაში გამოვა.

- თუმცა ტურნირებში მაინც, ძირითადად, ლიდერები წავლენ. მესამე-მეოთხე ნომრებისთვის არის შეჯიბრებები განსაზღვრული?

- ისინიც მიმყავს, შერეული გუნდებით გამოვალთ, რათა ყველას მივცეთ შანსი. არავინ იცის, მომავალში რა მოხდება.

შეიძლება ასეთი შანსით იმ მესამე-მეოთხე ნომერს მეტი სტიმული მიეცეს და ხვალ-ზეგ ის უკეთესი გახდეს. მისი დაწინაურება გუნდისთვისაც კარგი იქნება და - ლიდერისთვისაც, რომელიც არ მოდუნდება, მუდამ ფორმაში იქნება.

- დღეში ორჯერადი ვარჯიში თქვენს პრაქტიკაში ნოვაციაა. რამ გიბიძგათ ამისკენ?

- დილით ხალიჩაა ძირითადი, საღამოს კი უფრო ფიზიკურ დატვირთვას და გამძლეობას ვაქცევთ ყურადღებას თავისი მოქნილობით. ეს საჭიროა ჭიდაობაში, რომ გაუძლოს შეჯიბრებას ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, გადალახოს ყველა ეტაპი.

- ლიდერები, ანუ ევროპის პირველობის მედალოსნები ჩვეულებრივ შეუდგნენ მზადებას თუ დასვენების საშუალება მიეცით?

- ზოგს ტრავმა აქვს, ზოგს ასეთი დაძაბული შეჯიბრების მერე განტვირთვის, დასვენების საშუალება უნდა მისცე, მაგრამ გაივლის ეს დათქმული დრო და მერე ყველა ჩვეულებრივი დატვირთვით, სერიოზულად შეუდგება ვარჯიშს.

ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ. საქართველოს თასსაც იმიტომ ვატარებთ, რომ მათი მომზადება შევამოწმოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა