ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვიქტორ სანიკიძე: წარმოიდგინეთ რა მოხდება, ესპანეთს რომ მოვუგოთ

ვიქტორ სანიკიძე: წარმოიდგინეთ რა მოხდება, ესპანეთს რომ მოვუგოთ

"უნდა წავიდეთ ოლიმპიადაზე და წარმოვაჩინოთ, რომ სოჭი ჩვენი ქვეყნის ნაწილია"
იენას "მონტეპასკის", რომლის ღირსებას საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ სანიკიძეც იცავს, აშკარა კრიზისი აქვს: ტოსკანური კლუბი ევროლიგასაც გამოეთიშა და გამარჯვებების გემო იტალიის ჩემპიონატშიც დაივიწყა.

თუმცა, სანიკიძე დარწმუნებულია, რომ ვითარება უკვე მომდევნო მატჩიდანვე გამოსწორდება და ამ ყველაფრის მიზეზებსაც განმარტავს.

რა სარგებლობა მოაქვს სიენელებისთვის რომის აეროპორტს, რა შანსები გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულიას გარეშე და უნდა გაემგზავროს თუ არა ქართული დელაგაცია სოჭის ოლიმპიადაზე - ამას ვიქტორ სანიკიძესთან ინტერვიუში წაიკითხავთ:

- თავდაპირველად, ევროლიგაზეც კარგად ვთამაშობდით და იტალიის ჩემპიონატშიც, მერე კი... ტრავმის გამო, გამოგვაკლდა ძირითადი შემადგენლობის სამი მოთამაშე, რომელთა სათანადოდ შემცვლელებიც, გუნდში არ აღმოჩნდნენ. ამ კალათბურთელებს მცირე ტრავმები მანამდეც აწუხებდათ, თუმცა, რამდენიმე პრინციპულ თამაშში ტკივილგამაყუჩებლით მაინც ითამაშეს, ტრავმები კიდევ უფრო გაურთულდათ და ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ამას გადაღლილობაც დაერთო...

სიენაში აეროპორტი არ არის და გასვლითი მატჩებისას, რომის აეროპორტში გვიწევს ჩასვლა, იქამდე კი, ავტობუსით სამი საათის გზაა... ასე რომ, ყოველი გასვლითი თამაშისას, თვითმფრინავით მგზავრობის გარდა, სამ-სამ საათს დამატებით ავტობუსში ვატარებთ. ხშირად, ევროლიგის მატჩიდან დაბრუნებულებს, სერია A-ს მატჩისთვის მოსამზადებლად ერთი სრული დღეც კი არ გვრჩებოდა. ეს ყველაფერი შედეგებზეც აისახა.

- და შენს თამაშზეც... დიდი ხანია, ორმაგი დუბლი აღარ გაგიკეთებია...

- შეიძლება ითქვას, რომ არამხოლოდ მე, თავისი თამაში "მონტეპასკის" ყველა მოთამაშემ "დაკარგა"... თუმცა, ევროლიგას უკვე გამოვეთიშეთ და მთლიანად ქვეყნის ჩემპიონატზე გადავერთვებით. ამიერიდან, კვირაში მხოლოდ ერთი მატჩი მოგვიწევს, ძალების აღსადგენადაც გაცილებით მეტი დრო გვექნება და დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთ ვითამაშებთ.

- ანუ, კარგია, ბოლო ტურში "კახა ლაბორალთან" რომ წააგეთ და ევროლიგას გამოეთიშეთ?

- (იცინის) გამოდის, რომ ერთი მხრივ, კარგიც არის... ესპანეთში გამართული მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან გამარჯვებული ფლეი-ოფის საგზურს ინაღდებდა. შინ თამაშობდნენ, მოგების შემთხვევაში, ჯგუფიდან გადიოდნენ და რა გასაკვირია, რომ ბასკებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს. მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც გვაჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

"სიენას" რთული პერიოდი უდგას, თუმცა, ახლა უკვე მთელი კონცენტრაცია იტალიის ჩემპიონატზე გვექნება. ოთხი მატჩია დარჩენილი და ყველა უნდა მოვიგოთ...

- კრიზისის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ, სიენაში კინაღამ "ბარსელონა" დაამარცხეთ, პირველ მეოთხედში, კატალონიელებს 16:2-საც კი უგებდით...

- ნამატჩევს, თავად ესპანელებმაც კი გვითხრეს - როგორც დაიწყეთ, ისევე რომ გაგეგრძელებინათ, აუცილებლად მოგვიგებდითო, მაგრამ... გამძლეობამ დაგვაღალატა. "ბარსელონასთან" შედარებით, გაცილებით მოკრძალებული შემადგენლობა გვყავს, თანაც, ლიდერების არყოფნაში, მთელმა თამაშმა 6-7 მოთამაშეზე გადაიარა და ასეთი ტემპის ბოლომდე გაძლება ვერ შევძელით...

წარმოგიდგენიათ, როგორ გვიჭირდა, 5 ნომრის პოზიციაზე რომ ვითამაშე?!

- ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელიც, აქილევსის მყესზე გაკეთებული ოპერაციის გამო, კალათბურთს ექვსი თვით ჩამოშორდა...

- ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს ზაზა ჩვენი ნაკრებისთვის და რამხელა დანაკლისია მისი არყოფნა. თუმცა, ვერაფერს ვიზამთ - სპორტსმენი ტრავმებისგან არასდროს არის დაზღვეული. ასეთი მნიშვნელოვანი მოთამაშის არყოფნა რომ არ დაგვეტყოს, ნაკრების ყველა წევრმა გაორმაგებული მონდომებით უნდა ითამაშოს.

დარწმუნებული ვარ, ზაზა ფაჩულიას არყოფნა ნაკრების მოთამაშეებს, ერთ მუშტად შეკვრაში დაგვეხმარება და თავს არავინ დაზოგავს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველას ვათქმევინოთ, რომ ლიდერის არყოფნის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ძველებურად მებრძოლი და თავდაუზოგავი გუნდია...

იმედია, ფაჩულიას გარდა, აღარავინ გამოგვაკლდება. რამდენიმე დღის წინ ზაზასაც ველაპარაკე და ვუსურვე, მის კარიერაში ეს უკანასკნელი ტრავმა ყოფილიყოს...

- ფაჩულიას ტრავმის შემდეგ, გახშირდა ლაპარაკი ცენტრალური თავდამსხმელის ნატურალიზებაზეც... როგორ ფიქრობ, უცხოელით გაძლიერება ამ პოზიციაზეც გვჭირდება?

- მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს ნატურალიზებული კალათბურთელის დამატება აღარ სჭირდება! ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო და ფინალურ ეტაპზეც, ჩვენი შესაძლებლობები ყველას ვაჩვენეთ და ამერიკელების "გაქართველება" საჭირო აღარ არის.

საკმარისია, უკვე ძალიან ბევრი პასპორტი გავეცით... წინათ, გამთამაშებლის პოზიციაზე პრობლემები მართლაც გვქონდა, მაგრამ ახლა ასე აღარ არის - გიორგი ცინცაძემ მთელი შესარჩევი ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარა, გუნდს ჯეიკობ პულენიც კარგად შეეჩვია. კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ვთამაშობთ, რაც ჩვენთვის დიდი წარმატებაა. ვფიქრობ, რომ იმ ბირთვს, ვინც აქამდე მოიყვანა ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად თამაში შეუძლია და ნატურალიზებული უცხოელის დამატება აღარ გვჭირდება...

- ცინცაძე, გამყრელიძე, პულენი... შეტევების წამოწყება ყველა მათგანს შეუძლია. რაც შეეხება ცენტრის პოზიციას, მხოლოდ შერმადინის იმედად რომ არ იყოს, შესაძლოა, იგორ კოკოშკოვმა ნაკრებში ნიკოლოზ ცქიტიშვილი დააბრუნოს?

- ეს ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია. შერმადინი უკვე საკმაოდ გამოცდილი ცენტრია, გვყავს ნიკა მეტრეველი, თუ საჭირო გახდა, მეხუთე ნომრის პოზიციაზე თამაში მეც შემიძლია... ცენტრალურ ზონაში კი არა, თუ საჭირო გახდა, ტრიბუნაზეც კი გადავინაცვლებ (იცინის)...

- ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია, პოლონეთი, ჩეხეთი - ამ გუნდებთან ჭიდილში, ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეჯგუფში მესამე ადგილისთვის ბრძოლა იქნება?

- ერთი მხრივ, ცუდია, რომ მეტოქედ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები - ესპანეთი გვერგო. მაგრამ, სპორტში სენსაციებიც ხშირია და წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ესპანელებს თანაბრად რომ ვეთამაშოთ, ანდა, სულაც რომ მოვუგოთ? მთელი მსოფლიო ხომ ჩვენზე ილაპარაკებს... ასეთ გუნდებთან თამაში კალათბურთელებისთვის დიდი მოტივაციაა.

უძლიერესი გუნდი ჰყავს სლოვენიასაც. მით უმეტეს, ევრობასკეტი სწორედ ამ ქვეყანაში იმართება და როგორც ვიცი, უძლიერეს შემადგენლობას მოუყრიან თავს.

პოლონეთი და ჩეხეთი ჩვენი "კალიბრის" გუნდებია, თუმცა, მიმაჩნია, რომ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენი უმთავრესი კონკურენტი ხორვატია იქნება.

- დასასრულ, სხვა ცნობილი სპორტსმენების მსგავსად, შენც გკითხავ: როგორ ფიქრობ, უნდა გაემგზავროს თუ არა ქართული დელეგაცია 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე?

- მიმაჩნია, რომ უნდა გაემგზავროს და თავისი სათქმელი ასე თქვას. უნდა გავემგზავროთ და ჩვენს სამშობლოსთან ერთად, ისიც წარმოვაჩინოთ, რომ სოჭი ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია...

შესაძლოა, პოლიტიკური თვალსაზრისით დიდ სისულელეს ვამბობ, მაგრამ მე სპორტსმენი ვარ და ამ კუთხით ვაფასებ, პოლიტიკა არ მაინტერესებს...

ესაუბრა რატი შელეგია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მაღალი და დაბალი - ნაკრებს ისევ ორი ნატურალიზებული სჭირდება!

ზაზა ფაჩულია: ოპერაციამ კარგად ჩაიარა და თავსაც კარგად ვგრძნობ

• jjj

რომა რამხელა ნაგავი გიდევს გულში...ადამიანი არ ხარ

• brazi

სანიკიძე ძლიერი სპოცმენია და ბევრ ნაკრებს დაამშვენებდა. რაპონტია მისი ლანძGვა მაგიცხო პოლიტიკოსი არაა

• roma

ქ-ს,ქ ხარ თუ კუ,სახელზე გეტყობა ვინც ხარ,მე შენთვის არ მომიწერია 'პოსტი'და ამიტომ შენი ადვოკატობა არ არის საჭირო,მეორეც მე ყოფილი კალათბურთელი ვარ და შენზე მეტად ნამდვილად ვერკვევი ამ სპორტში,მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ვიქტორი არც მოთხილამურეა და არც ჰოკეისტი,ამიტომ მას შეუძლია სოჭში ტურისტად წავიდეს,თუ სურვილი აქვს და კიდევ,მე ტყუილად არ ვთქვი, რომ ,აგის თამაშებს უყურებ მეთქი და ეს ასეა,მე მას ვქომაგობ და იმიტომაც ვუყურებ,მაგრამ ის ამჟამად ფორმაში არ არის,მეტიც მას ძალიან ციტა სათამაშო პრაქტიკა აქვს.ამის გათვალისწინებით ის ვერ დაეხმარება ნაკრებს,ღმერთმა ქნას შევიდეს სასურველ ფორმაში ეს მეც მინდა,მაგრამ თუ ფორმაში არ შევიდა,რაც მე მეეჭვება რა აზრი აქვს მის ძვ ელ სახელს,სპორტში მთავარია იმ დღისთვის რას წარმოადგენ,როცა ჩემპიონატი იმართება,დღესდღეობით თავის გუნდში ისე გადის ერთი ორი პერიოდი,რომ ერთი წუთითაც არ გამოიყვანებენ მოედანზე.

• ქ

Roma ჯერ ერთი, ვიქტორი სოჭის ოლიმპიადაზე როგორ წავა, მოთხილამურეა თუ ალპინისტი ? მერე მეორე, ქვეყნის სახელით კი არა, პირადი აზრი დააფიქსირა სპორტსმენმა, შესაბამისი ახსნაც დააყოლა : "შესაძლოა, პოლიტიკური თვალსაზრისით დიდ სისულელეს ვამბობ, მაგრამ მე სპორტსმენი ვარ და ამ კუთხით ვაფასებ, პოლიტიკა არ მაინტერესებს..." ახლა კიდე თამაშს რაც შეეხება. კალათბურთი, თუ არ იცი, მარტო ქულების დაგროვება არაა. საკმაოდ ბევრია ისეთი მოთამაშე, რომელიც ე.წ "შავ სამუშაოს" ასრულებს, თუნდაც ზაზა ამერიკაში. მსგავსი ტიპის მოთამაშეა ვიქტორიც, რომელიც ფარზე მუშაობს [გუნდში საუკეთესო მომხსნელი], დაცვაც საკმაოდ კარგი აქვს და ცნობისთვის, საშუალო დისტანციიდან, იტალიის ჩემპიონატში, ორტნერის შემდეგ საუკეთესო პროცენტით ესვრის 60.7 ახლა რაც შეეხება ნაკრებს - ქართველი არ ხარ, ან რა ლაპარაკია ნაკრებს ვერ დაეხმარებიო ? კაცი სულს და გულს დებს ყოველ თამაშში, გამთამაშებლის გარდა ყველა პოზიციაზე აქვს ნათამაშები, არაერთი სიხარული მოუტანია ქართველი ხალხისთვის და რა უაზრო კომენტარებს წერ !

• roma

ვიქტორ,შენ თუ გინდა წადი ოლიმპიადაზე,არავინ არ გიშლის,მაგრამ ქვეყნის სახელით ამას ნუ ლაპარაკობ,გაიხსენე მოსკოვის ოლიმპიადა,ამ ოლიმპიადაზე არც აშშ და არც ცივილიზებული ქვეყნები ჩასულან მოსკოვში,ისინი რა სულელები იყვნენ?რაც შეეხება შენს თამაშს,მე თითქმის ყველა თამაში ვნახე შენი,როგორც ევროლიგაზე ისე ჩემპიონატში,მაგრამ შენი წარმატებული თამაში ვერ დავინახე,შენ ძირითად დროს სათდარიგოთა სკამზე ატარებდი,ასე,რომ შენი იმედი ნაკრებს ნაკლებად უნდა ჰქონდეს.

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა