"...სათამაშო მომენტი იყო, გიორგი მოედნის ხაზს იქით გადავარდა და დამცავი ღობის ბოძს შეეჯახა. იქ მყოფებმა ეს დავინახეთ"
10 აპრილს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეოთხედფინალურ მატჩში ბოლნისის "სიონსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის, რომელიც ნეიტრალურ მოედანზე - სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მიმდინარეობდა, სამწუხარო ინციდენტი მოხდა.

მატჩის მიწურულს, ერთ-ერთი ორთაბრძოლისას, ქუთაისელთა ცენტრალური მცველი გიორგი ონიანი მოედნის დამცავ ღობეს შეეჯახა და გონება დაკარგა.

ფეხბურთელი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას კისრის მეხუთე მალის მოტეხილობა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინეს. გიორგის ოპერაცია იმ ღამესვე გაუკეთეს. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და საბედნიეროდ, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია.

"სიონის" გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მატჩის ბოლო წუთებზე, როცა გიორგი ონიანსა და ირაკლი კლიმიაშვილს შორის ორთაბრძოლა მიმდინარეობდა და იყო სათამაშო მომენტი, გიორგი მოედნის ხაზს იქით გადავარდა და დამცავი ღობის ბოძს შეეჯახა. იქ მყოფებმა ეს დავინახეთ.

ვიდეოჩანაწერი ჯერ არ მინახავს, რომ მომენტი კარგად აღვიქვა. ფეხბურთში ასეც ხდება ხოლმე...

გიორგის უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ჩვენ ვმეგობრობთ, ერთადაც გვითამაშია... ჩვენი ბიჭები უკვე იყვნენ მის სანახავად და დღეს მეც აუცილებლად მოვინახულებ.

მთავარია, რომ გადარჩა და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე პირადად მე მივმართე ფეხბურთის ფედერაციას წერილით. რადგან ბოლნისის სტადიონზე მიმდინარეობს მოედნის საფართან დაკავშირებული სამუშაოები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეთამაშა ნეიტრალურ სტადიონზე.

თავდაპირველად, გვინდოდა "მიხეილ მესხზე" თამაში, მაგრამ სტადიონი უკვე დაკავებული ჰქონდა ცხინვალის "სპარტაკს", რომელმაც, როგორც იცით, იმავე დღეს ითამაშა მეოთხედფინალური მატჩი "მეტალურგთან". ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ ფედერაციას, დაეთმო ნაკრების საწვრთნელი ბაზა.

ვიცოდით, რომ ამ სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატისა და თასის არაერთი მატჩი ჩატარებულა. ასევე, იქ გაიმართა უეფას 17-წლამდელთა ელიტრაუნდის შესარჩევი მატჩებიც. აქედან გამომდინარე, რადგანაც მატჩის ჩატარება შესაძლებელი იყო, ფედერაციას ოფიციალური წერილი გავუგზავნეთ.

ფედერაციაში გვითხრეს, რომ "ტორპედოს" თანხმობაც აუცილებელი იყო. ჩვენ დავუკავშირდით ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობას და ისინიც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ, რადგან ბოლნისის სტადიონზე ჯერ არასახარბიელო მდგომარეობაა და კარგ მინდორზე თამაში ორივე მხარეს გვაწყობდა.

"ტორპედომაც" ძალიან მალე აცნობა თანხმობა ფედერაციას ოფიციალური წერილით. სწორედ ამის შემდეგ მოგვეცა ნება, რომ ბაზაზე გვეთამაშა".

gff.ge

ასევე იხილეთ:

გიორგი ონიანს კისრის მალის მოტეხილობა დაუდგინდა

სიონი-ტორპედო 2:0 - დამსახურებული სიხარული [VIDEO]

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა