...ოღონდ ჯერ რეგულარულის
"მაიამი ჰიტი" ნებისმიერი შემადგენლობით ახერხებს მეტოქეთა დამარცხებას. ჩემპიონი ჯეიმსის, უეიდის, ბოშისა და ჰასლემის გარეშე გავიდა "ვაშინგტონის" წინააღმდეგ სათამაშოდ და მაინც მოგებული დარჩა.

თან, ფლორიდელებმა ორი საკლუბო რეკორდი დაამყარეს - რეგულარულში მოგებათა რაოდენობით (62) და მატჩში შესრულებული სამქულიანების რიცხვით (41). ეს ბოლო მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, როგორ შეძლო "მაიამიმ" აღნიშნული მატჩის მოგება.

სულ ჩემპიონებმა 33 ტყორცნა მოათავსეს კალათში, აქედან 17 შორეული იყო და მხოლოდ 16 - ახლო და საშუალო დისტანციიდან. სამქულიანების შესრულებისას ყველაზე სახიფათონი იყვნენ ლუისი, ბატიე, მილერი და ჩელმერსი (ისინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდნენ და ერთად 29-დან 15 სამქულიანი გამოიყენეს), ფარქვეშ კი ყველაზე მეტი ხიფათი რეი ალენისგან მოდიოდა. NBA-ს ისტორიაში საუკეთესო სნაიპერს შორეული ტყორცნები არ წაუვიდა (შვიდიდან ერთი), ამიტომაც ვეტერანმა ახალგაზრდობა გაიხსენა და ფარქვეშ შესვლებზე გადავიდა, საიდანაც დააგროვა კიდეც თავისი ქულების უდიდესი ნაწილი.

სწორედ მეოთხე მეოთხედში ალენის აქტიურობის (10 ქულა, 3 პასი) წყალობით შეძლო "ჰიტმა" მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა, რითაც პლეი ოფის ყველა სერიაში (მათ შორის, ფინალურში) გაინაღდა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

"პორტლენდის" მშობლიურ არენაზე ("როუზ გარდენი") რეკორდი დამყარდა. იქაურ მოედანზე არავის არასდროს დაუგროვებია 47 ქულა. პირველმა ეს "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა გააკეთა, რომელიც ვერაფრით ურიგდება იმ აზრს, რომ შეიძლება პლეი ოფი მისი გუნდის გარეშე ჩატარდეს.

კობიმ 48 წუთი შეუცვლელად ითამაშა. პირველ ტაიმში "ლეიკერსს" გაუჭირდა და დიდი შესვენებისთვის რვა ქულით ჩამორჩა - 61:69, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა. "ლეიკერსმა" გააგრძელა ტყორცნების დამაჯერებლად რეალიზაცია (59 პროცენტი თამაშიდან, რაც სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია), მისმა მეტოქემ კი, ამ მხრივ, სერიოზულად მოუკლო (მხოლოდ 29 პროცენტი მეორე ტაიმში).

მიუხედავად ამისა, მეოთხე მეოთხედში ლილარდი და კომპანია ხუთქულიან უპირატესობას ფლობდა, თუმცა მისი შენარჩუნება ვერ მოახერხა. ბრაიანტმა და გასოლმა 16:5 გაქცევა მოაწყვეს, რომელიც კობის მიერ ერთ შეტევაში აღებული ოთხი ქულით დასრულდა.

"ლეიკერსს" სამი მატჩი დარჩა ჩასატარებელი რეგულარული ჩემპიონატის დამთავრებამდე და ის ერთი მოგებით უსწრებს პლეი ოფის მერვე საგზურისთვის ბრძოლაში "იუტა ჯაზს". კალიფორნიელებისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ 12 აპრილს "გოლდენ სტეიტთან" მატჩისთვის მოედანზე დაბრუნებას გეგმავს სტივ ნეში.

დალასი-ფინიქსი 91:102

21:28, 30:33, 20:20, 20:21

დ: მერიონი (22+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნოვიცკი (21+8 მოხსნა), კარტერი (18+6 მოხსნა).

ფ: დრაგიჩი (21+13 პასი), დადლი (18), ტაკერი (17+10 მოხსნა), ჯონსონი (17), მარკიფ მორისი (12+7 მოხსნა), სკოლა (11+15 მოხსნა+3 ჩაჭრა).

საკრამენტო-ნიუ ორლეანი 121:110

35:28, 30:20, 30:25, 26:37

ს: სალმონსი (22), ტომპსონი (20+8 მოხსნა), ტორნტონი (20+5 მოხსნა), ევანსი (15), კაზინსი (11+5 პასი).

ნ-ო: გორდონი (23+7 პასი), ლოპესი (30+5 მოხსნა), რობერტსი (20+6 მოხსნა+5 პასი), ჰენრი (15), დევისი (13+10 მოხსნა).

პორტლენდი-ლეიკერსი 106:113

41:33, 28:28, 21:27, 16:25

პ: ლილარდი (38+9 პასი+3 ჩაჭრა), ოლდრიჯი (17+16 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბებიტი (12+5 მოხსნა).

ლ: ბრაიანტი (47+8 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება+3 ჩაჭრა), პ. გასოლი (23+9 პასი+7 მოხსნა), ჰოვარდი (20+10 მოხსნა+3 დაფარება).

დენვერი-სან ანტონიო 96:86

11:18, 27:19, 31:26, 27:23

დ: ჩენდლერი (29+8 მოხსნა), ბრიუერი (28), იგუოდალა (12+13 მოხსნა+10 პასი+3 ჩაჭრა), მილერი (12+5 პასი), კუფოსი (2+10 მოხსნა), მაკგი (2+10 მოხსნა+4 დაფარება).

ს-ა: დანკანი (17), ნილი (17), ბლერი (12+5 მოხსნა), სპლიტერი (10), გრინი (10), ლეონარდი (8+11 მოხსნა+3 ჩაჭრა).

კლიპერსი-მინესოტა 111:95

26:20, 32:26, 30:26, 23:23

კ: გრიფინი (19+8 მოხსნა+7 პასი), პოლი (19+11 პასი+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), გრინი (15), ბარნსი (14+7 მოხსნა), კროუფორდი (11), ბატლერი (10), ჯორდანი (10+5 დაფარება), ოდომი (2+13 მოხსნა).

მ: პეკოვიჩი (20+5 მოხსნა), უილიამსი (13+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), შვედი (12), ბარეა (12), რიდნური (11).

ფილადელფია-ატლანტა 101:124

27:29, 24:30, 22:34, 28:31

ფ: ტ. იანგი (28+8 მოხსნა), ნ. იანგი (19), რაიტი (15), ჰოლიდეი (12+5 მოხსნა).

ა: სმიტი (28+12 მოხსნა), ჯენკინსი (21+6 პასი), სკოტი (17+8 მოხსნა), ჰორფორდი (16+9 მოხსნა), ტიგი (13+11 პასი).

ვაშინგტონი-მაიამი 98:103

22:25, 28:21, 22:23, 26:34

ვ: პრაისი (23), უოლი (17+11 პასი+9 მოხსნა), ნენე (13), უებსტერი (12+4 ჩაჭრა).

მ: ალენი (23+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლუისი (17+5 მოხსნა), ბატიე (15), მილერი (14+8 მოხსნა), ჩელმერსი (13+8 პასი).

ორლანდო-მილუოკი 113:103 (ო)

30:16, 18:29, 22:21, 25:29, 18:8

ო: ვუჩევიჩი (30+20 მოხსნა+5 პასი), ჰარისი (30+19 მოხსნა+5 პასი), ლემბი (16), უდრიხი (13+11 პასი).

მ: ელისი (21+11 პასი+7 მოხსნა), ჰენსონი (17+25 მოხსნა+7 დაფარება), დანლივი (17+6 მოხსნა+6 პასი), რედიკი (16), დენიელსი (14+7 მოხსნა+3 ჩაჭრა).

კლივლენდი-დეტროიტი 104:111

24:28, 25:25, 26:21, 29:37

კ: ირვინგი (27+9 პასი), ტომპსონი (19+8 მოხსნა), უეიტერსი (11).

დ: დრამონდი (29+11 მოხსნა), მონრო (23+8 მოხსნა), სტაკი (18+7 პასი), ბაინუმი (16).

ბოსტონი-ბრუკლინი 93:101

21:22, 22:31, 26:26, 24:22

ბოს: პირსი (23), გარნეტი (11+8 მოხსნა), გრინი (11), ბასი (10).

ბრუკ: უილიამსი (29+12 პასი), ლოპესი (21), ჯონსონი (20), ევანსი (1+14 მოხსნა).

ბლერს ციხე ემუქრება

სერიოზული პრობლემები შეექმნა "სან ანტონიო სპურსის" ცენტრს დეჟუან ბლერს. მას ადგილობრივი საიუველირო მაღაზიის ვალი აქვს, რომელიც 30 ათას დოლარს უტოლდება. კალათბურთელმა ამ მაღაზიაში 2010 წელს შეიძინა კრედიტით სამკაული და დღემდე არ გადაუხდია მისი საფასური და წლების განმავლობაში დარიცხული პროცენტი.

საქმის გარჩევისას გაირკვა, რომ კრედიტი არა კალათბურთელზე, არამედ მის კლუბზე გაფორმდა. ასე რომ, "სპურსიც" გახდება სასამართლო პროცესის მონაწილე. თუ ბლერი კვლავაც უარი იტყვის სასამართლოში გამოცხადებაზე, მას პატიმრობა არ ასცდება.

ადელმანი წასვლაზე დაფიქრდა

ერთ-ერთი ამერიკული გაზეთის ცნობით, "მინესოტას" მთავარი მწვრთნელი რიკ ადელმანი მიმდინარე სეზონის შემდეგ აპირებს კარიერის დასრულებას.

ადელმანის კონტრაქტი კიდევ ორი წელია ძალაში, მაგრამ მწვრთნელი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება დატოვოს თავისი პოსტი ამ ზაფხულს, თუ მისი მეუღლე ვერ მოაგვარებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კობი ბრაიანტი "ლეიკერსს" მიათრევს

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა