კარლოს ველა მარადიულ ქალაქში?
პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პაბლო დანიელ ოსვალდო "რომას" დატოვებს და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოსვალდოს უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკება ლონდონის "ტოტენჰემთან" და ამ მიზნით, ის ინგლისის დედაქალაქშიც იყო ჩასული. 27 წლის ოსვალდოს დისკვალიფიკაცია აქვს, გასულ უქმეებზე თამაში არ შეეძლო და რომაული დერბისთვის ტრიბუნიდან თვალის მიდევნებას მეგობარ გოგოსთან ერთად ლონდონში გამგზავრება ამჯობინა. თავად ოსვალდო "ტოტენჰემთან" მოლაპარაკებას უარყოფს, თუმცა მისი "რომადან" აბარგების შანსი რომ დიდია, ამას ადასტურებს:

"ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა და იქამდე რთულია დასკვნების გამოტანა. არ დავმალავ, რომ ჩემი წასვლის ალბათობა დიდია, მაგრამ გადაჭრით ჯერ მაინც ვერაფერს ვიტყვით. ლონდონში მართლაც ვიყავი, მაგრამ არა იმიტომ, რომ "ტოტენჰემის" მესვეურებთან მოლაპარაკება გამემართა. ამისთვის აგენტები არიან და სულაც არაა საჭირო, მოლაპარაკებისთვის ქალაქიდან ქალაქში პირადად ვიფრინო. მით უმეტეს, ლონდონიდან ჯერ არავინ შემხმიანებია და "ტოტენჰემთანაც" არავითარი მოლაპარაკება არ არსებობს. ვიცი, რომ გარკვეული ინტერესი არის, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ველა მარადიულ ქალაქში?

ამასობაში "რომასთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქური კლუბის მესვეურები კარლოს ველას ტრანსფერზე აპირებენ მუშაობას. 24 წლის ველა "რეალ სოსიედადის" ღირსებას იცავს, ბრწყინვალედ ასპარეზობს და მისით კიდევ არაერთი გუნდია დაინტერესებული, მათ შორის, ლონდონის "არსენალი", სადაც ის ადრეულ წლებში ასპარეზობდა. მექსიკელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა და ამბობენ, რომ "რომას" მესვეურები ამ თანხის გადასახდელად მზად არიან. სატრანსფერო თემებზე "გაძეტა დელო სპორტს" "ჯალოროსის" დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი ჯეიმს პალოტა ესაუბრა:

"ზაფხულში გუნდის გაძლიერებას ვაპირებთ, მაგრამ დღეს კონკრეტულ გვარებზე საუბარი გამიჭირდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისიც კი არ ვიცით, ვინ იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში. პირადად მე, აურელიო ანდრეაცოლის ვენდობი, მაგრამ გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ უნდა მიიღოს. სულ უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ამიტომ მწვრთნელის საკითხი სულაც არ არის გარკვეული. შესაბამისად, ტრანსფერებზე საუბარი ნაადრევია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"რომა": პაბლო ოსვალდო ტრანსფერზე?

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა