მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია უარს ვერ ეტყვის ოსკარ პისტორიუსს მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატში მონაწილეობაზე
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია უარს ვერ ეტყვის ოსკარ პისტორიუსს მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატში მონაწილეობაზე. ამის შესახებ განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ლამინ დიაკმა.

სამხრეთაფრიკელი მორბენალი-ამპუტანტი დადანაშაულებულია თავისი მეგობრის - რივა სტენკამპის მკვლელობაში. ექვსგზის პარალიმპიურმა ჩემპიონმა და 2012 წლის ოლიმპიადის მონაწილემ აპრილში ვარჯიშების განახლების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ჯერჯერობით ღიად რჩება ოსკარის მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობის საკითხი თუნდაც იმიტომ, რომ უცნობია - შეძლებს თუ არა ის ტურნირის სტარტისთვის ფორმის აკრეფას.

"ყველასთვის ცხადია, რომ ოსკარს ახლა რთული პერიოდი უდგას ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ადამიანურად ის ძალიან განიცდის მომხდარს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაუძლოს ამ გამოცდას.

მისი მხრიდან არასწორი საქციელი იქნება, თუ მთელ ყურადღებას ტურნირზე გადაიტანს. არადა, მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ტურნირებში მონაწილეობა, კვალიფიკაციის გავლა... ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. დაე, ეს ისტორია თავისთავად დაიწეროს. არ შეგვიძლია საბოლოო გადაწყვეტილებაზე საუბარი, რადგან ჯერ არ არის გამოტანილი საბოლოო განაჩენი. პისტორიუსი ამბობს, რომ ის უდანაშაულოა და ინციდენტი საბედისწერო შეცდომის გამო მოხდა. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ არ შეგვიძლია მას ავუკრძალოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრება იმის გამო, რომ შეყვარებული მოკლა", - ამბობს ლამინ დიაკი.

წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მძლეოსნობაში 10-18 აგვისტოს მოსკოვში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოსკარ პისტორიუსი თვითმკვლელობაზე ფიქრობს

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა