ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"რედ ბულში" პილოტთა კონფლიქტმა უკიდურეს ზღვარს მიაღწია

"რედ ბულში" პილოტთა კონფლიქტმა უკიდურეს ზღვარს მიაღწია

კონფლიქტების TOP10 ისტორია ფორმულაში
როგორც ჩანს, "რედ ბულის" პილოტებს შორის კონფლიქტი ახალ ფაზაში შევიდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა განაცხადა, რომ მარკ უებერი არ იმსახურებდა მალაიზიაში გამარჯვებას.

"ასეთი სიტუაცია კვლავ რომ წარმოიშვას, მე, ალბათ, იგივეს გავაკეთებდი, - ამბობს გერმანელი პილოტი. - უებერი არ იმსახურებდა მალაიზიაში მოგებას. დიახ, ჩვენს შორის არსებობს კონფლიქტი, მაგრამ მე სიტუაციას ობიექტურად ვაფასებ. უებერი არასოდეს მეხმარებოდა და რატომ ელოდება ჩემგან სხვაგვარ რეაქციას?! მიმაჩნია, რომ ადრე იყო მომენტები, როცა მას შეეძლო, მეტი სარგებლობა მოეტანა გუნდისთვის".

მარკ უებერს მიაჩნია, რომ ამ მომენტისთვის გუნდის მთავარი ამოცანაა - არ დაუშვას მსგავსი ისტორიის გამეორება, რასაც მალაიზიაში ჰქონდა ადგილი. გარდა ამისა, ავსტრალიელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მასსა და სებასტიან ფეტელს შორის ურთიერთობაში დაძაბულობა შეინიშნება.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩემსა და ფეტელს შორის ურთიერთობა დაიძაბა, - განაცხადა უებერმა. - ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თითოეული მხოლოდ საკუთარ გამოსვლაზე იქნება კონცენტრირებული. ჩემი აზრით, ეს ამ ეტაპზე ოპტიმალური არჩევანია. მალაიზიაში უხერხული სიტუაცია შეიქმნა და გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს".

სხვათა შორის, "რედ ბულის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, გადაუხადოს ფეტელს პრემიალური თანხა - 955 ათასი ევრო მალაიზიის გრანპრის მოგებისთვის. გუნდმა ამ გადაწყვეტილების მიღება იმ სკანდალური სიტუაციის გამო გადადო, რომელიც სეპანგის რბოლის დროს შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ ფეტელმა იგნორირება გაუკეთა ბოქსებიდან ბრძანებას, ეკონომრეჟიმზე არ გადაიყვანა ძრავა და გაუსწრო პირველ ადგილზე მყოფ მარკ უებერს.

კონფლიქტების TOP10

აქვე გთავაზობთ ფორმულა 1-ის ისტორიაში თანაგუნდელებს შორის ათი ყველაზე გახმაურებული კონფლიქტის ისტორიას.

10. კიმი რაიკონენი vs ხუან პაბლო მონტოია (მაკლარენი)

კოლუმბიელი არასოდეს ყოფილა გუნდური მოთამაშე, რის გამოც მისი გუნდი ბევრ მნიშვნელოვან ქულასა თუ მოგებას კარგავდა. მას არ აეწყო ურთიერთობა თანაგუნდელ კიმი რაიკონენთან. მათი კონფლიქტის კულმინაცია გახდა ფინელის ტრასიდან გადაგდება აშშ-ის გრანპრის პირველ მოსახვევში. ამის შემდეგ კოლუმბიელმა დაკარგა ადგილი “მაკლარენში”, რაიკონენი კი გუნდიდან სეზონის ბოლოს წავიდა.

9. ლუის ჰემილტონი vs ფერნანდო ალონსო (მაკლარენი)

გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ ექვსი წლის წინანდელი მოვლენები, როცა ფერნანდო ალონსო “მაკლარენში” გადავიდა იმ იმედით, რომ ულაპარაკო პირველი ნომერი გახდებოდა, მაგრამ გუნდი მთლიანად დებიუტანტ ლუის ჰემილტონზე მუშაობდა. მათი არაჯანსაღი კონკურენციის ნათელი ეპიზოდი იყო ალონსოს მხრიდან ჰემილტონის ბლოკირება უნგრეთის გრანპრის კვალიფიკაციისას, ხოლო სეზონის ბოლოს, მათ შორის შუღლის მიზეზით, ორივე პილოტმა გარანტირებული ტიტული კიმი რაიკონენს გადაულოცა. ერთი სეზონის შემდეგ ალონსომ დატოვა “მაკლარენი”.

8. ალენ პროსტი vs ნაიჯელ მენსელი (ფერარი)

1990 წელს “ფერარიში” სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო. პროსტს მიაჩნდა, რომ მენსელს უკეთესი ბოლიდი ჰყავდა, ვიდრე მას, რამაც ბევრი უსიამოვნო ეპიზოდი წარმოშვა. “ფერარისთვის” საბედნიეროდ, ეს კონფლიქტი გუნდის ბოქსებს არ გასცდენია.

7. მიხაელ შუმახერი vs ედი ირვაინი (ფერარი)

თავიდან ამ წყვილში ყველაფერი კარგად მიდიოდა: ირვაინი აშკარა მეორე ნომერი იყო და ამ როლს თავად დათანხმდა, მაგრამ, როცა შუმახერმა ფეხი მოიტეხა და ირლანდიელს ტიტულის შანსი გაუჩნდა, ყველაფერი შეიცვალა. თავდაპირველად მიხაელი გახდა “საუკეთესო მეორე ნომერი ისტორიაში”, შემდეგ კი ისე გამოვიდა, რომ გუნდმა, რომელმაც დიდი ფული ჩადო გერმანელში, პრაქტიკულად, საკუთარი მონდომებით არ მოაგებინა ტიტული ირვაინს. ამბობენ, რომ ამაში მონაწილეობა მიიღეს თავად მიხაელმა და როს ბრაუნმაო.

6. ჟილ ვილნევი vs დიდიე პირონი (ფერარი)

ძველ, რომანტიკულ დროში გუნდური ტაქტიკის შესახებ არაფერი იცოდნენ და პილოტები მხოლოდ საკუთარი თავისთვის იბრძოდნენ. პირონისა და ვილნევს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დიდიემ გამარჯვება “მოპარა” ჟილს სან მარინოს გრანპრიზე, ორი კვირის შემდეგ კი ეს დაპირისპირება დასრულდა - ვილნევი დაიღუპა იმ დროს, როცა კვალიფიკაციაში თანაგუნდელის დროის გაუმჯობესებას ცდილობდა.

5. მარიო ანდრეტი vs კარლოს როიტემანი (ლოტუსი)

ამ წყვილმა ერთად მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. პილოტები თავიდანვე ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. 1979 წელს მთელი სეზონის განმავლობაში სიტყვა არ გაუციათ ერთმანეთისთვის. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ როიტემანი “უილიამსიდან” წავიდა.

4. იოჰან მასი vs ჯეიმს ჰანტი (მაკლარენი)

მათ შორის მტრობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა სხვადასხვა გუნდში გამოდიოდნენ. 1976 წელს მონაკოში მასმა, ფაქტობრივად, “გადაუარა” ჰანტის ბოლიდს. ეს უკანასკნელი, იმის ნაცვლად, რომ ბოქსებში წასულიყო, თავის დამტვრეულ ბოლიდთან დარჩა და მუშტებს იქნევდა ყოველ ჯერზე, როცა მასი გვერდით ჩაუვლიდა. მომდევნო წელს ისინი თანაგუნდელები გახდნენ და მათ შორის ურთიერთობა, რბილად რომ ვთქვათ, მტრული იყო. კონფლიქტი საჯაროდ 1977 წელს, კანადის გრანპრის დროს გამომზეურდა. მასი არ აპირებდა ლიდერობის დათმობას უფრო სწრაფი ჰანტისთვის, რომელიც, უბრალოდ, შეეჯახა თანაგუნდელს, რითაც გუნდს დუბლის შესრულების შანსი მოუსპო.

3. ნაიჯელ მენსელი vs ნელსონ პიკე (უილიამსი)

სერ ფრენკ უილიმსი არასოდეს ეპირფერებოდა თავის პილოტებს. 1986 წელს ამ ორმა დიადმა პილოტმა აბსოლუტურად ერთნაირი და რაც მთავარია, ჩემპიონატში საუკეთესო მანქანა მიიღო, მაგრამ პირადმა შუღლმა ორივეს შეუშალა ხელი, რითაც ჩემპიონის ტიტული ალენ პროსტს ერგო, რომელმაც მეორედ გაიფორმა ჩემპიონობა.

2. მარკ უებერი vs სებასტიან ფეტელი (რედ ბული)

ღია კონფლიქტი “რედ ბულში” ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, როცა ფეტელმა თურქეთის გრანპრიზე ბრძოლას გამოთიშა უებერი, გუნდმა კი დუბლის შესრულების შანსი დაკარგა. ამის შემდეგ “რედ ბულში” არაერთხელ დაიჭირეს გერმანელის მხარე, რის გამოც უებერი წყობიდან გამოდიოდა. მალაიზიაში კონფლიქტმა ახალი ძალით იჩინა თავი...

1. ალენ პროსტი vs აირტონ სენა (მაკლარენი)

ეს უდიადესი პილოტები ერთმანეთში დაპირისპირების დროსაც კი განსაკუთრებულები იყვნენ. მათ კონფლიქტებზე, უთანხმოებასა თუ მეგობრობაზე ლეგენდები დადის. აქ თბილი სიტყვებით უნდა მოვიხსენიოთ პროსტი, რომელიც არაერთხელ ყოფილა უებერის მსგავს სიტუაციაში, მაგრამ ყოველ შიდა კონფლიქტს გამარჯვებებით პასუხობდა. ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი 1989 წელს მოხდა, როცა პროსტმა ტრასიდან გადააგდო სენა იმისთვის, რომ ჩემპიონი გამხდარიყო. სტიუარდები ბრაზილიელის ბოლიდს მიაწვნენ და სენა ტრასაზე დააბრუნეს. აირტონმა რბოლის მოგებაც კი შეძლო, მაგრამ მსაჯებმა დისკვალიკიფიკაცია მისცეს. ამის შემდეგ რონ დენისი ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის დახმარებით ცდილობდა თავისი ერთ-ერთი პილოტისთვის ტიტულის ჩამორთმევას და მეორისთვის გადაცემას, მაგრამ ფიასკო განიცადა - პროსტი სამგზის ჩემპიონი გახდა და “ფერარიში” წავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"რედ ბულში" კონფლიქტი ამოწურულია

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!

მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე

ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად

[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა