წლეულს, 8-15 სექტემბერს, მალტა ჭაბუკ წყალბურთელთა ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს
წლეულს, 8-15 სექტემბერს, მალტა ჭაბუკ წყალბურთელთა ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.

შეჯიბრების დასკვნით რაუნდში მოსახვედრად ემზადება საქართველოს ნაკრები, რომელიც კონტინენტის 19 გუნდთან ერთად 9 მაისიდან შესარჩევ ტურნირში ჩაებმება.

ჩვენი ბიჭები B ჯგუფში სლოვაკებთან, გერმანელებთან, მოლდოველებთან და ჰოლანდიელებთან ერთად იბრძოლებენ. ამ ჯგუფის პაექრობებს თბილისის საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკის" აუზი უმასპინძლებს.

დანარჩენები:

A ჯგუფი (გორჟოვი, პოლონეთი): საფრანგეთი, ბელორუსი, პოლონეთი, ირლანდია, ისრაელი.

C ჯგუფი (სტამბული, თურქეთი): რუსეთი, ბულგარეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია.

D ჯგუფი (ვიდნო, ჩერნოგორია): ჩერნოგორია, სლოვენია, უკრაინა, ჩეხეთი, ბელგია.

თითოეული ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე 2-2 საუკეთესო გავა. 8 გუნდს კი უკვე დაბევებული აქვს მედლებისთვის ბრძოლის უფლება: იტალიას, სერბეთს, ხორვატიას, ესპანეთს, უნგრეთს, საბერძნეთსა და რუმინეთს - შარშანწინდელი ევროპის პირველობიდან, მალტას - როგორც მასპინძელს.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები (გიორგი გაბადაძე, ანდრია ბითაძე, რევაზ იმნაიშვილი, ხვიჩა ჯახაია, ბექა ჭოლოკავა, ირაკლი რაზმაძე, ზუკა ჩიკვაიძე, გიორგი ზაქარეიშვილი, დათო რევია, ირაკლი მარგველაშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ლევან მოსეშვილი, ლუკა ჯანჯღავა), მთავარი მწვრთნელის - იოვან პოპოვიჩისა და მწვრთნელ ირაკლი ბაქრაძის ხელმძღვანელობით, ამჟამად სერბეთში გადის ორკვირიან საწვრთნელ შეკრებას.

იქვე ამხანაგურ შეხვედრებსაც გამართავს. ჩვენი ბიჭები 26-28 აპრილს "ოლიმპიკში" ოლიმპიური თამაშების პრიზიორ ნოდარ გვახარიას თასზე ისრაელის, ჩეხეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა