მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების წილისყრაზე კომენტარი გააკეთა
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების წილისყრაზე კომენტარი გააკეთა.

გერმანული გრანდი ფინალის საგზურისთვის "ბარსელონას" შეებრძოლება. პირველი მატჩი 23 აპრილს მიუნხენში, საპასუხო კი 1 მაისს ბარსელონაში გაიმართება.

"ჩვენ ორ შთამბეჭდავ საფეხბურთო მატჩს ვიხილავთ. ორივე გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს, ორივეს გაუვალი დაცვა აქვს და ორივე ტაქტიკურად ბრწყინვალედაა განსწავლული.

ჯერ კიდევ "იუვენტუსთან" თამაშის წინ ვამბობდი, რომ სულაც არაა ცუდი პირველი მატჩის საკუთარ მოედანზე ჩატარება. თუმცა, რა თქმა უნდა, "კამპ ნოუ" გამორჩეული სტადიონია და ვფიქრობთ, იქ ფანტასტიკური ატმოსფერო დაგვხვდება.

ძალიან კარგად ვიცნობ ესპანურ ფეხბურთს, რადგან ის ყოველთვის მაინტერესებდა, მაშინაც კი, როცა ესპანეთი დავტოვე.

"ბარსელონა" მხოლოდ მესი არაა. მას მრავლად ჰყავს ისეთი ბრწყინვალე ფეხბურთელები, როგორებიცაა: ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, ფაბრეგასი, ვილია და ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. თუმცა, რა თქმა უნდა, მესი გამორჩეულია.

ბოლო რამდენიმე წელიწადი ევროპულ ფეხბურთში "ბარსელონა" დომინირებდა და ვხვდებით, რომ რთული ამოცანის წინაშე ვართ.

მართალია, "ბარსელონა"ტოპ-კლასისაა, მაგრამ მე მაინც მჯერა ჩემი გუნდის, რადგან ჩვენც ტოპ-კლასის ვართ", - აქვეყნებს ჰაინკესის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა