"მერსედესის" დუბლი და ფელიპე მასა
ჯერ არ შეწყვეტილა პოლემიკა წინა გრანპრისთან დაკავშირებით, პილოტები კი უკვე მზად არიან ახალი ბრძოლისთვის. ფორმულა 1 ჩინეთში ჩავიდა, სადაც ერთი წლის წინ, მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა ნიკო როსბერგმა. "მერსედესის" პილოტი არც ამჯერად მიიჩნევა აშკარა ფავორიტად, სებასტიან ფეტელს კი, რომელსაც აღარ უნდა ჰქონდეს მარკ უებერის დახმარების იმედი, ბუკმეიკერები პირველ ადგილზე აყენებენ. გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ ფერნანდო ალონსო, რომელიც, ალბათ, არ ჩააგდებს ზედიზედ ორ რბოლას.

ტრასის შესახებ

ტრასა შანხაის გარეუბანში სერიოზულ მოთხოვნებს უყენებს მანქანებს, პილოტებსა და გუნდებს.

ეს გახლავთ თანამედროვე ავტოდრომი. აქ არის მოსახვევები, სადაც არსებობს ტექნიკური სექცია, რომელიც განსაკუთრებულ სიზუსტეს ითხოვს და სწრაფი ვირაჟები, აგრეთვე ორი გრძელი სწრაფი მონაკვეთი, რაც გასწრების კარგ შესაძლებლობას იძლევა.

განსაკუთრებით რთული მომენტია გრძელი სწორი მონაკვეთის შემდეგ მკვეთრი დამუხრუჭება. ეს არის ნამდვილად საპილოტაჟო ტრასა, სადაც მანქანის კარგი ბალანსი შესამჩნევ უპირატესობას იძლევა.

წრეზე სწრაფი დროის დასაფიქსირებლად საჭიროა მეტი აეროდინამიკური მოჭიდების ძალა, ვიდრე მექანიკური მოჭიდება, თუმცა ოპტიმალური შეხამების მიღწევა ძალიან რთულია.

ასეთ ტრასაზე საბურავებზე სერიოზული დატვირთები მოდის - ინტენსიური დამუხრუჭება, განსაკუთრებული გვერდითი დატვირთები და აჩქარების დროს ასფალტთან მოჭიდებისადმი დიდი მოთხოვნა – ეს მხოლოდ რამდენიმე ფაქტორია, რაც გავლენას ახდენს საბურავების მუშაობაზე,

"პირელი" ჩინეთში Medium-ისა და Soft-ის საბურავებს ჩაიტანს.

შანხაის ტრასაზე DRS-ის გამოყენების ორი ზონა იქნება- სტარტი/ფინიშის სწორ მონაკვეთზე და და მე-13 და მე-14 მოსახვევებს შორის მონაკვეთში.

პროგნოზის მიხედვით, სარბოლო უქმეების დროს წვიმა არ არის მოსალოდნელი.

ტრასის ისტორია

ჩინეთის გრანპრი პირველად 2004 წელს გაიმართა შანხაის ახალ ავტოდრომზე (მანამდე, ჩინელები ცხრა წელი ცდილობდნენ ფორმულა 1-ში მოხვედრას).

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარბოლო კომპლექსი მსოფლიოში, რომელიც გერმან ტილკეს პროექტითა ხელმძღვანელობით არის აშენებული.

ბაჰრეინის ტრასის მსგავსად, შანხაის ავტოდრომიც ცარიელ ადგილზე შენდებოდა. ადრე აქ ჭაობი იყო, რომლის დასაშრობად მშენებლებს მიწაში დაახლოებით 400 ტონა პოლიესტერის ჩასხმა დასჭირდათ.

ავტოდრომის ტრიბუნები 200 ათას მაყურებელს იტევს.

ტრასის პარამეტრები

56 წრე

ტრასის სიგრძე: 5 451 მ

რბოლის დისტანცია: 305,066 კმ

ტრასაზე 7 მარცხენა და 7 მარჯვენა მოსახვევია. ყველაზე გრძელი სწორი მონაკვეთის სიგრძეა 1175 მეტრი.

საერთო ჩათვლა

1. ფეტელი (რედ ბული) 40

2. რაიკონენი (ლოტუსი) 31

3. უებერი (რედ ბული) 26

4. ჰემილტონი (მერსედესი) 25

5. მასა (ფერარი) 22

6. ალონსო (ფერარი) 18

7. როსბერგი (მერსედესი) 12

8. გროსჟანი (ლოტუსი) 9

უქმეების განრიგი

12 აპრილი, 06:00 – I პრაქტიკა

12 აპრილი, 10:00 – II პრაქტიკა

13 აპრილი, 07:00 – III პრაქტიკა

13 აპრილი, 10:00 - კვალიფიკაცია

14 აპრილი, 11:00 - რბოლა

შანხაის სტატისტიკა

წელი გამარჯვებული პოული საუკეთესო წრე

2012 როსბერგი (მერსედესი) როსბერგი კობაიაში

2011 ჰემილტონი (მაკლარენი) ფეტელი უებერი

2010 ბატონი (მაკლარენი) ფეტელი ჰემილტონი

2009 ფეტელი (რედ ბული) ფეტელი ბარიკელო

2008 ჰემილტონი (მაკლარენი) ჰემილტონი ჰემილტონი

2007 რაიკონენირ (ფერარი) ჰემილტონი მასა

2006 შუმახერი (ფერარი) ალონსო ალონსო

2005 ალონსო (რენო) ალონსო რაიკონენი

2004 ბარიკელო (ფერარი) ბარიკელო შუმახერი

მერსედესის დუბლი და მასა

ჩინეთის გრანპრი ორი თავისუფალი პრაქტიკით გაიხსნა. პირველი ვარჯიშისას საუკეთესო დრო ნიკო როსბერგმა აჩვენა და დაამტკიცა, რომ შარშან შემთხვევით არ მოუგია შანხაის რბოლა. გერმანელმა ნახევარი წამით აჯობა "მერსედესში" თავის თანაგუნდელს ლუის ჰემილტონს. მესამე დროის ავტორმა მარკ უებერმა როსბერგთან თითქმის წამი წააგო.

საწყისი საინსტალაციო წრეების შემდეგ, საუკეთესო დრო ჯენსონ ბატონმა აჩვენა. მისი შედეგი კარგა ხანი ხელშეუხებელი იყო, სანამ ბრიტანელს არ აჯობა ჯერ ადრიან სუტილმა, შემდეგ კი ფელიპე მასამ. ამ მომენტისთვის, პირველ ექვს მანქანას შორის დროში სხვაობა 3 მეათედ წამზე ნაკლები იყო.

მალე პირველ ადგილზე გადავიდა მარკ უებერი, სესიის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე კი თავიანთი ტემპი განავითარეს "მერსედესის" პილოტებმა და საბოლოოდ, ჩაუდგნენ სათავეში პირველი პრაქტიკის ოქმს. შემდეგ კი პილოტები დიდი რაოდენობით საწვავით მუშაობაზე გადავიდნენ.

პირველი პრაქტიკისას ერთადერთი სერიოზული ინციდენტი მოხდა. "მაკლარენის" პილოტი სერხიო პერესი ბოქსებში ბრუნდებოდა, როცა ბარიერს შეეჯახა და გზის გაგრძელება ფეხით მოუწია. თუმცა მანქანა გარეგნულად სერიოზულად არ დაზარალებულა.

სერხიო პერესმა ავარიით დაასრულა პირველი სესია და უსიამოვნებას ვერც მეორე სესიის სტარტზე გადაურჩა - მექსიკელმა ვერ დაიმორჩილა ბოლიდი მერვე მოსახვევში, ტრასიდან გადავარდა და მანქანის უკანა მხარით შეეჯახა საბურავების ბარიერს.

ისევე, როგორც პირველ სესიაში, ამჯერადაც მაღალი იყო საბურავების ცვეთის ხარისხი - წრეების გრძელი სერიისას საბურავები მალე კარგავდნენ ეფექტურობას. მეორე ვარჯიშის საუკეთესო დრო ფელიპე მასას ეკუთვნის, რომელმაც წრე წუთსა და 35.340 წამში გაიარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"რედ ბულში" პილოტთა კონფლიქტმა უკიდურეს ზღვარს მიაღწია

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა