იენს კელერის "შალკეს" შეუძლია, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა უკიდურესობამდე დაძაბოს
პირველად ბუნდესლიგის ისტორიაში ქვეყნის ჩემპიონი 6 ტურით ადრე გამოვლინდა. ამ თემაზე ჩვენმა გაზეთმა უკვე იმდენი წერა, რომ დღეს ამით თავს აღარ შეგაწყენთ, თუმცა არც მთლად ამ გუნდის უხსენებლად გამოვა საქმე.

სეზონის მთავარი ინტრიგა თუ მკვდარია, ეს არ ნიშნავს, რომ ბუნდესლიგამ ინტერესი დაკარგა. გააფთრებული ბრძოლა მიდის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის.

ძალიან მცირე, მაგრამ ამის შანსი მეშვიდეადგილოსან "გლადბახსაც" კი აქვს. ისე კი, ფავორიტი აქაც გამოკვეთილია.

"შალკემ" ხელახლა დაიბრუნა თამაშის რიტმი. წყალწაღებულ "ფიურტს" თუ არ ჩავთვლით, ჯერ არც ცხრილის ფსკერზე გარკვეულა რამე.

მეასე გამარჯვების მოლოდინში

"ბაიერნი" "ნიურნბერგს" შეხვდება. "რეკორდმაისტერი" ცოტა დაღლილი უნდა იყოს "იუვენტუსთან" თამაშის შემდეგ, პლუს ამას ტიტულის მოპოვების შემდეგ ძველებური მოტივაციის შენარჩუნება ძნელია.

თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ბავარიული დერბია, "ნიურნბერგს" ექსბაიერნელი მიხაელ ვაიზინგერი წვრთნის და ამას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ნიურნბერგი" ერთადერთია ბუნდესლიგაში, ვინც მომავალ ჩემპიონთან შინ არ დამარცხებულა. იუპ ჰაინკესის გუნდს ხომ გასვლაზე 14-დან 13 მოგება აქვს.

ბავარიელები სახელოვან მეტოქესთან ტრადიციულად ძალიან კარგად თამაშობენ.

დაბოლოს, "ბაიერნს" "ალიანს არენაზე" ბუნდესლიგაში 99 მოგება აქვს. დერბიში საიუბილეო მეასე გამარჯვება სიმბოლური იქნება.

ფერი ფერსაო

დიუსელდორფის "ესპრიტ-არენას" "ვერდერი" სტუმრობს. მასპინძლისგან ბუნდესლიგაში ზოგი ამდენსაც არ ელოდა. თუმცა ნორბერტ მაიერმა სასწაული შეძლო. "მუსიკოსები" კი ლამის იმ მდგომარეობაში არიან, კარგი რომ უნდა თქვა ან არაფერი.

თომას შააფმა და კომპანიამ ბოლო 2 თვეში ერთი თამაშიც ვერ მოიგეს. ისინი გასავარდნ ზონას უკვე სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ. "ფორტუნა" წარმატების შემთხვევაში მეტოქეს ცხრილში ადგილს გაუცვლის.

"ჰამბურგი" "ბაიერნთან" კატასტროფულ მარცხამდე (2:9) ევროთასებზე გასვლის ერთ-ერთ პრეტენდენტად მიიჩნეოდა. HSV-ს ამის გაკეთება ახლაც შეუძლია, მაგრამ ტორსტენ ფინკის გუნდის უკვე აღარავის სჯერა.

ქებას ვერც თომას ტუხელი იმსახურებს. FSV არანაკლებ ცუდად თამაშობს. ასე რომ, ორ უსახურ გუნდს შორის უკეთესის გამოვლენა მეტ კომენტარს არ იმსახურებს.

ყველა გზა ბაიერნთან მიდის

"ჰოფენჰაიმი" გონს მოვიდა. გუნდმა ბოლო 4 შეხვედრაში 2-ჯერ იმარჯვა, ერთი ფრედ დაასრულა და დასარჩენად მებრძოლთა ბატალიებში ხელახლა ჩაება.

"სოფლელებმა" "მგლებთან" პირველ წრეში შინ 1:3 დათმეს. დღეს გამარჯვება ძალიან გაჭირდება.

"ვოლფსბურგმა" სეზონი "დაასრულა". მას არც გავარდნა ემუქრება და ევროთასებზე გასვლის ერთადერთი გზაც გერმანიის თასსა და "ბაიერნზე" გადის, თანაც შეხვედრა "ალიანს არენაზეა" დანიშნული.

"ფიურტი" უკვე მეორე ბუნდესლიგაშია, "დორტმუნდისთვის" მეორე ადგილის წართმევა კი მის კონკურენტებს (უფრო სწორად კონკურენტ "ლევერკუზენს") ძალიან გაუჭირდება.

მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალი ჯერ კიდევ შორს არის, მაგრამ იურგენ კლოპმა შეგირდებზე აქედანვე უნდა იფიქროს და მათ ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მისცეს. რურელებს ხომ ახლად გამომცხვარი ჩემპიონისგან განსხვავებით გრძელი სკამი არ აქვთ.

დიდი ჯახი აუფშალკეზე

თუკი XXIX ტურისგან ნეიტრალური მაყურებელი განსაკუთრებულ სანახაობას ელოდება, პირველ რიგში "აუფშალკეზე" გამართულ თამაშს უნდა უყუროს. ეს ნამდვილად არ არის სიტყვების რახარუხი, რადგან ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ცხრილში შესაძლოა ვნებები კიდევ უფრო გამძაფრდეს.

"ხუმარებმა" თუ მოიგეს, მესამე ადგილს ერთ ქულამდე მიუახლოვდებიან, რაც "ლევერკუზენს" უკვე აღარაფრის გარანტიას აღარ აძლევს.

იენს კელერმა გუნდი საკუთარ თარგს ბოლომდე მოარგო და მისი წარმატება ნამდვილად არ გაგვაკვირვებს.

თუკი სამი ჰიიპიას ფეხბურთელებმა იძალეს, ისინი ამით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიგებენ. რა დევს სასწორზე, ცხადია, ორივე მხარემ მშვენივრად უწყის.

ბუნდესლიგა. XXIX ტური

ფრაიბურგი-ჰანოვერი 3:1

13 აპრილი

ბაიერნი-ნიურნბერგი 17:30

დისკვალიფიკაცია: ლუის გუსტავო (ბაი)

ტრავმა: რაედერი, რიდმიულერი, ბადშტუბერი, კროოსი, ვაირაუხი - მარკოსი, შტარკი, გებჰარტი, ჰლუსეკი, ნგანკამი

ბოლო 6 მატჩი

+6=0-0 +3=3-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 58 თამაში: +35=12-11 (103-62)

ფორტუნა-ვერდერი 17:30

დისკვალიფიკაცია: ტეშე (ფორ)

ტრავმა: სოარეში, ბოლი, ერატი, გარბუშევსკი, მიულერი, აიდინი – ფანდერი, ვოლფი, რიოკერი, შმიტცი, აიჩიჩეკი, ეკიჩი, ფრიტცი, ჰუნტი, იგნიოვსკი, სტევანოვიჩი, ილდირიმი, ფიულკრუგი, ვურტცი

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +0=3-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 41 თამაში: +11=11-19 (61-77)

ფიურტი-დორტმუნდი 17:30

დისკვალიფიკაცია: ციმერმანი (ფიურ)

ტრავმა: ჰეფელე, შტიბერი, ტირალა - ოვომოიელა, ამინი

ბოლო 6 მატჩი

+0=3-3 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 2 თამაში: +0=0-2 (1-4)

მაინცი-ჰამბურგი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კარიუსი, შლიკი, ედე, კლასნიჩი - ნოიჰაუსი, ლამი, სოვა, შტენბერგი, ბაისტერი, ილიჩევიჩი, ინგრესო, ნორდგაარდი, შტაინმანი, ბერგი

ბოლო 6 მატჩი

+1=4-1 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 13 თამაში: +3=5-5 (12-14)

ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 17:30

დისკვალიფიკაცია: ფაგნერი -

ტრავმა: დრევესი, კნოხე, პანევიტცი, პერიშიჩი, პილარი - გომესი, აბრაჰამი, კრისი, კონრადი, იაისლე, გრიფო, სასი, შიონი, ვუკჩევიჩი, ვაიზერი, დერდიოკი, ჰერდლინგი

ბოლო 6 მატჩი

+1=4-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 9 თამაში: +5=1-3 (22-13)

შალკე-ლევერკუზენი 20:30

დისკვალიფიკაცია: ნოიშტედტერი

ტრავმა: უნერშტალი, პაპადოპულოსი, აფელაი, ბარნეტა, კლინგენბურგი, პიაციკასი, ფარფანი, ჰუნტელაარი, ობასი - ლომბი, ბიონიში, ბელარაბი, პუში, რაინარტცი

ბოლო 6 მატჩი

+5=0-1 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 58 თამაში: +15=17-26 (79-99)

14 აპრილი

შტუტგარტი-გლადბახი 17:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვაისი, ბა, დიდავი, კაკაუ, ტორუნი - შტრანცლი, რუპი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 85 თამაში: +36=26-23 (148-109)

აუგსბურგი-აინტრახტი 19:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გელიოსი, იენჩი, ფილპი, კოო, ნებელი, ტიდე - ტრაპი, ამედიკი, დუდა, ჰინი, კემპფი, ვილე, კიტელი

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 თამაში: +0=0-1 (2-4)

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 21 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი), 18 – შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), 15 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი), 13 - ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი), ადამ ჟალაი (მაინცი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა