12 აპრილს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ქართველმა ძალოსანმა მედალი მოიპოვა
შარშან ანტალიაში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქუთაისელმა რაულ ცირეკიძემ 165 კილოგრამი აიტაცა, 201 კილოგრამი აკრა და ორჭიდში 366 კილოგრამით კონტინენტის ჩემპიონობა მოიპოვა და სპორტის ამ სახეობაში 10-წლიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

და აი, 12 აპრილს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ცირეკიძე კვლავ გავიდა ევროპულ ფიცარნაგზე.

ატაცში მხოლოდ პირველი ცდა გამოიყენა - 165-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, 3 კილოგრამით მეტ წონას კი ვერ მოერია (ორივე ცდა გაუცუდდა).

აქ ჩვენებურს ხუთმა მეტოქემ გაუსწრო. მცირე მედლები აპტი აუხადოვმა (რუსეთი, 173 კგ), ივან მარკოვმა (ბულგარეთი, 170) და გაბრიელ სინკრაიანმა (რუმინეთი, 166) მოიპოვეს. აკვრაში ცირეკიძემ ორი ცდა გამოიყენა: ჯერ 200, შემდგ კი 205 კილოს მოერია და მცირე ბრინჯაოსთან ერთად ორჭიდში 370 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა.

Video

რაულ ცირეკიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

388 კილოგრამით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი აპტი აუხადოვი (173+215), რომელმაც ბრიტანეთის დედაქალაქში ორჭიდში 385 კილოგრამი მოაგროვა და ოქრო მხოლოდ პირადი წონით (130 გრამით) დათმო.

ტირანაში გამარჯვებულს 13 კილოგრამით ჩამორჩა ივან მარკოვი (170+205) და ორჭიდთან ერთად აკვრაშიც ვერცხლის მედალი ერგო, რადგან პირადი წონით ცირეკიძეზე მსუბუქი აღმოჩნდა.

13 აპრილს ტირანის ფიცარნაგზე ქუთაისელი ვაჟა ღონღაძე (94), თბილისელი ალბერტ კუზილოვი და 23-წლამდელებში ზუგდიდელი ევროპის პირველობის მე-2 პრიზიორი დავით გოგია (ორივე-105 კგ) მოსინჯავენ ძალებს.

14 აპირლს კი ევროპის შარშანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ირაკლი თურმანიძე (+105) იასპარეზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლალი
ვულოცავ საქართველოს.ლალი ქობულაძე.
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა