ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლა ლიგა: ვულკან ელ გუახეს ამოფრქვევა

ლა ლიგა: ვულკან ელ გუახეს ამოფრქვევა

რეალის ჰერკულესი ერკულესს ამარცხებს
"ერკულესი" სეგუნდადივიზიონიდან გრანდების გასამწარებლად ამოვიდა - ვალენსიის მხარის საპორტო ქალაქ ალიკანტეს გუნდმა უკვე შეძლო "ბარსელონას" დამარცხება მისსავე სტადიონზე, მოუგო "სევილიას" და ფრე ეთამაშა "ვილიარეალს"...

მატჩის წინ გუნდის პარაგვაელი ფორვარდი ნელსონ ვალდესი ირწმუნებოდა, რომ თუკი მათ "ბარსელონას" დამარცხება შეძლეს, "რეალის" დაჩოქებაც შეიძლებოდა. "ერკულესმა" კინაღამ "სამეფო კლუბიც" გაამწარა, პირველი ნახევარი მოუგო, მაგრამ მეორეში კრიშტიანო რონალდოსა და შეცვლაზე შესულ ქარიმ ბენზემას ვეღარაფერი მოუხერხა - 1:3, "რეალი" ისევ პირველია.

თამაში სტუმართათვის ძალიან უიღბლოდ დაიწყო - მასპინძელთა მარჯვენა მცველ კორტესის ჩამოწოდებას ფრანგი დავიდ ტრეზეგეს ბრწყინვალე თავური მოჰყვა. ამის შემდეგ ჟოზე მოურინიოს გუნდის უპირატესობა აბსოლუტური გახდა, მაგრამ გოლი კინაღამ ისევ კასილიასის კარში გავიდა, რომ არა მსოფლიოს ჩემპიონი გოლკიპერის უსწრაფესი რეაქცია, ახლა მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებულს, ოლივიე ტომერი მიუჩენდა "რეალის" კარის ბადეში ადგილს. "ერკულესმა" შესვენებამდე გაძლო, თუმცა კი ძალიან გაუჭირდა, რონალდოს დარტყმული კალატაიუდმა სასწაულებრივ მოიგერია, ამ ეპიზოდში დამატებაზე იგუაინმა იყოჩაღა, მაგრამ მასპინძელთა მეკარემ ახლა ფეხით მოიგერია ბურთი.

მეორე ტაიმი კი ცალკარა გამოდგა, რომელშიც "რეალმა" მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მე-7 წუთზე რონალდომ შორიდან გაისროლა, დარტყმა უძლიერესი იყო, თანაც ბურთი მეკარის წინ უხერხულად დაეცა მიწაზე, მაგრამ კალატაიუდს მაინც უკეთ ჰმართებდა თამაში, მან კი ბურთი ვერ შეინარჩუნა და ანხელ დი მარიამ ახლო მანძილიდან დაამატა - 1:1. ამის შემდეგ მოურინიომ სარისკო, მაგრამ დიდებული შეცვლა გააკეთა - ბენზემა მცველ პეპეს ნაცვლად შემოვიდა და ფრანგმაც დააწიოკა მასპინძელთა დაცვა. თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადრე გამარჯვების გოლი "სამეფო კლუბმა" ასე გაიტანა, ბენზემამ და მარსელომ მარცხენა ფრთაზე თავბრუ დაახვიეს მასპინძლებს, ფრანგის დარტყმული კალატაიუდმა კი მოიგერია, მაგრამ იქვე ჩასაფრებულმა რონალდომ გაიტანა. მესამე გოლი შესანიშნავ კონტრშეტევას მოჰყვა, რომელიც მარჯვენა ფრთაზე სერხიო რამოსმა წამოიწყო, ბენზემას პასით რონალდომ დუბლი შეასრულა. პორტუგალიელს ამის მერე ჰეთ-თრიკის შესრულების 100%-იანი შანსი ჰქონდა, თუმცა მეტისმეტი მოინდომა და ბურთი კალატაიუდის კარს გადააცილა.

ჟოზე მოურინიო: "პირველი ტაიმი ძალზე დაძაბული გამოდგა. მეტოქის გოლი ზუსტად იმ ვითარებაში გავიდა, რაზეც ჩემს ფეხბურთელებს თამაშამდე ვაფრთხილებდი. ძალზე უკმაყოფილო ვარ ამით. მეორე ტაიმში კი მოედანზე მხოლოდ ჩვენ ვთამაშობდით. ყველაზე მთავარია, რომ სამი ქულის აღება მაინც მოვახერხეთ. "ერკულესს" კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაყურებელიც მხურვალედ უჭერდა მეტოქეს მხარს. ჩვენ გავრისკეთ და გაგვიმართლა. გამარჯვება უფრო "გემრიელია", როცა გარსისკავ და ისე მოიგებ. ბენზემას გოლი არ გაუტანია, მაგრამ სამი გოლი შექმნა: მეორე, მესამე და... მეოთხე, რომელიც კრიშტიანოს აუცილებლად უნდა გაეტანა".

კრიშტიანო რონალდო: "ძალიან კარგ ფორმაში ვარ, ბევრი გოლიც გამაქვს და გუნდიც იმარჯვებს. მეორე ტაიმში ბრწყინვალედ ვითამაშეთ და მატჩის ბედი შემოვაბრუნეთ. შესვენებაზე მოურინიომ ძალიან საჭირო მითითებები მოგვცა, რომელიც ზედმიწევნით გამოგვადგა მოედანზე. მოხარული ვარ ბენზემას კარგი თამაშის გამო".

სხვათა შორის, მოურინიომ ერთი საკმაოდ სკანდალური განცხადებაც გააკეთა პრესკონფერენციაზე: "რეალის" დარ გუნდში ოთხი წელიწადი დარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ყოველთვის გამარჯვებული გამოხვალ. ეს ინგლისში შეიძლება მწვრთნელი ამდენ ხანს დარჩეს სათავეში და ვერაფერი მოიგოს". მოურინიო არ გამორიცხავს, რომ დიდ ხანს არც "სამეფო კლუბში" გაჩერდება.

"სევილიასთან" თამაშის წინ სპეციალურ გამოკითხვაში, თუ რამდენ გოლს გაიტანს დავიდ ვილია, ყველაზე პოპულარული პასუხი იყო - "ნული". კატალონიელთა ფანები ბოლო დროს პესიმიზმით უყურებდნენ "ელ გუახეს" თამაშს, რომელსაც სეზონში მხოლოდ 2 გოლი გაეტანა. გამოვიდა ასტურიელი "ბავშვი" და "სევილიას" კარში დუბლი შეასრულა.

"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" სეზონში საუკეთესოდ ითამაშა. ძლიერი მეტოქის განადგურებას საფუძველი ლიონელ მესიმ ჩაუყარა, რომელმაც მე-4 წუთზე გახსნა ანგარიში - პედროს ჩამოწოდებულს დაამატა. პატარა არგენტინელი შემტევი ტრიოს ცენტრში თამაშობდა და "სევილიას" მცველებს აწიოკებდა, მესი ხშირად იხევდა უკან და შუახაზიდან აწუხებდა მეტოქეს. მალე მესის პასით "ელ გუახემ" მახვილი კუთხიდან ბრწყინვალე გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს "სევილია" საბოლოოდ გაიწირა, როცა აბდულაი კონკომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. მეორე ტაიმში "ბარსამ" კიდევ სამი გოლი შეაგდო (დანი ალვეში, მესი, ვილია).

კარგი სტარტის მერე "ვალენსიას" კრიზისი დაეწყო - "მესტალიაზე" ბოლოადგილოსან "სარაგოსას" ვერ მოუგო, თანაც მეტოქემ 10 კაცით ჩაამთავრა მატჩი. მატჩის დასაწყისში მასპინძლებს სტუმართა 28 წლის მცველმა მაურიციო ლანძარომ გაუტანა, საგოლე პასიც მცველის, ირჟი იაროშიკის ანგარიშზეა. ლანძარომ თავის თავზე გამოსცადა ჭეშმარიტება, რომ გმირობიდან ანტიგმირობამდე ერთი ნაბიჯია, ტაიმის მიწურულს მატას ჩაწოდებული საკუთარ კარში თავით ჩაჭრა.

მეორე ტაიმის მე-8 წუთზე მასპინძლებს დიდებული საგოლე მომენტი შეექმნათ, მეჰმეთ თოფალმა თითქმის ცარიელ კარში დაარტყა, მაგრამ იაროშიკმა იყოჩაღა და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. 67-ე წუთზე შეცვლაზე შემოსული ანდერი მატას ეუხეშა და მსაჯმა ის მოედნიდან გააძევა. მიუხედავად ამისა, კინაღამ აქეთ გაიტანა აუტსაიდერმა, ბრაულიო მეკარე მოიასაც გასცდა, მაგრამ... თანამსაჯის აწეულმა ალამმა გააჩერა. გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ მსაჯებმა ეპიზოდი "ვალენსიას" სასარგებლოდ განსაჯეს.

მომდევნო ტური - 6 ნოემბერი: რეალ სოსიედადი-რასინგი, ესპანიოლი-მალაგა; 7 ნოემბერი: ალმერია-სპორტინგი, ლევანტე-დეპორტივო, ოსასუნა-ერკულესი, სარაგოსა-მალიორკა, ვილიარეალი-ბილბაო, ხეტაფე-ბარსელონა, რეალი-ატლეტიკო; 8 ნოემბერი: სევილია-ვალენსია.

ვალენსია-სარაგოსა 1:1

ვალენსია (4-2-3-1): მოია - მიგელი, დ. ნავარო, რ. კოშტა, მატიო - ბანეგა (75. ფერნანდეში), მ. თოფალი - პ. ერნანდესი (60. ხოაკინი), მატა, ვისენტე (67. სოლდადო) - ადურისი.

სარაგოსა (5-4-1): დობლასი - დიოგო, ლანძარო, იაროშიკი, კონტინი (69. ედმილსონი), პონსიო - ხ. ლოპესი, გაბი, პინტერი (46. ანდერი), ლაფიტა (75. ბერტოლო) - ბრაულიო.

გოლები: 0:1 ლანძარო (2), 1:1 ლანძარო (43 ს.კ.)

გაფრთხილება: ბანეგა, ნავარო, ადურისი - კონტინი, გაბი, პონსიო

გაძევება: ანდერი (67)

კუთხური: 7-3; ჯარიმა: 20-20; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 15-10 (2-3); ბურთის ფლობა: 62%-38%.

მაყურებელი: 35 000

ერკულესი-რეალი 1:3

ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - კორტესი, პამარო, როდრიგესი, პენია - აგილარი, ფრიტცლერი - ტ. გომეში, ვალდესი (80. პორტილიო), ტომერი (49. სენდოა) - ტრეზეგე (68. რუფეტე).

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ს. რამოსი, პეპე (75. ბენზემა), რ. კარვალიო, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი (83. არბელოა), რონალდო - იგუაინი (83. ალბიოლი).

გოლები: 1:0 ტრეზეგე (3), 1:1 დი მარია (52), 1:2 რონალდო (82), 1:3 რონალდო (86)

გაფრთხილება: ჩაბი ალონსო, მარსელო, კარვალიო

კუთხური: 3-6; ჯარიმა: 6-9; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 7-25 (2-10); ბურთის ფლობა: 35%-65%.

მაყურებელი: 29 000

ბარსელონა-სევილია 5:0

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, პუიოლი (65. ადრიანო), აბიდალი - ჩავი (59. მასკერანო), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ვილია, პედრო (59. კრკიჩი).

სევილია (4-4-2): ვარასი - კონკო, კასერესი, ალექსისი, ლუნა - პეროტი (46. დაბო), რენატო, რომარიკი, კაპელი - კანუტე (68. ნეგრედო), ლ. ფაბიანო (46. ზოკორა).

გოლები: 1:0 მესი (4), 2:0 ვილია (23), 3:0 დ. ალვეში (53), 4:0 მესი (64), 5:0 ვილია (90)

გაფრთხილება: პუიოლი - კონკო, ალექსისი, კანუტე

გაძევება: კონკო (44)

კუთხური: 10-1; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 18-3 (9-1); ბურთის ფლობა: 68%-32%.

მაყურებელი: 85 000

სეგუნდადივიზიონი

უელვა-სელტა 1:1

გოლები: 1:0 მარტინესი (27), 1:1 მიჩუ (65)

გაძევება: ლაგო (88. სელტა)

ვალიადოლიდი-სალამანკა 1:0

გოლი: 1:0 გუერა (69)

ვილიარეალი-კარტახენა 2:0

გოლები: 1:0 ბილე (6), 2:0 გულონი (50)

პონფერადინა-ლას პალმასი 3:2

გოლები: 1:0 დე პაულა (6), 1:1 სეხუდო (9), 1:2 გერერო (53), 2:2 დე პაულა (71), 3:2 მაიორი (85)

უესკა-ნუმანსია 0:0

გრანადა-ხერესი 5:0

გოლები: 1:0 გეიხო (13), 2:0 ლოპესი (34), 3:0 გეიხო (43), 4:0 გეიხო (53), 5:0 კოლანტესი (90)

გაძევება: ორელანა (45. გრანადა)

ალბასეტე-ხირონა 1:1

გოლები: 1:0 ტარანტინო (58), 1:1 დესპოტოვიჩი (68)

გაძევება: სანტამარია (55. ხირონა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• madridista

მოუ დიდ ხანს დარჩება მადრიდში მტრების ჯიბრზე და ყველაფერს მოაგებინებს "ბლანკოსს"!!! - ეს ერთი; "ბლაუგრანას" ფეხბურთელებს და ხელმძღვანელობას მაგარი ჟრიალი აქვთ ატეხილი მოუს შიშის გამო - ეს ორი და მესამეც, უბრალოდ არავინ გაგვეტრავმოს და 28-ში ვნახავთ "კულეების" ცრემლებს!!!:))

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!