მსაჯს ყვითელი ბარათი ხელში ეჭირა და უკან ხომ არ ჩაიდებდა
სულ ერთსა და იმავეს ვიმეორებთ: შოტლანდიის პრემიერლიგაში მთავარი გუნდები „რეინჯერსი“ და „სელტიკია“, დანარჩენები მათ ერთი თავით ჩამოუვარდებიან და ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ მოიგებს „ოლდ ფირმ დერბიში“ ანუ გლაზგოს ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში. მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის პირველი „ოლდ ფირმი“ წინა კვირას იყო და „სელტიკ პარკზე“ „რეინჯერსმა“ 3:1 მოიგო. ჰოდა, თითქოს მეტი რა გინდა სულო და გულო, უშუალო მეტოქე 3 ქულით ჩამოიტოვე, ცხრილში დაწინაურდი და წესით შენი შემჩერებელი აღარავინ უნდა იყოს, მაგრამ... მე-10 ტურში „რეინჯერსმა“ შინ „ინვერნესთან“ 1:1 ითამაშა, „სელტიკმა“ კი პერთში „სენტ ჯონსტონს“ 3:0 აჯობა და ცხრილიც გადასხვაფერდა.

ერთი სიტყვით, „რეინჯერსის“ უდანაკარგო სვლას წერტილი დაესვა. არადა, „ინვერნესისთვის“ რომ მოეგო, ათიდან ათი მოგებით 112 წელიწადში საუკეთესო შედეგს დაამყარებდა. შოტლანდიის ჩემპიონის მწვრთნელმა უოლტერ სმიტმა აღიარა, რომ ინვერნესელები მათგან ქულის წაღებას იმსახურებდნენ.

„რასაკვირველია იმედგაცრუებულები ვართ – ბრძანა სმიტმა – თამაში კარგად კი დავიწყეთ, მაგრამ დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ისეთ თამაშზე გადავედით, რომლითაც ვერ ვიამაყებთ. თავს არ ვიმართლებთ და არ ვწუწუნებთ. დღეს გამარჯვებას არ ვიმსახურებდით. სხვათაშორის, ცუდი შედეგის დაბრალება არც დაღლისთვის მსურს. შეიძლება ცუდად იმან იმოქმედა, რომ ანგარიში თამაშის დასაწყისშივე გავხსენით და ამის გამო მოვდუნდით“.

„სელტიკმა“ კი, როგორც მოგახსენეთ, სტუმრად „სენტ ჯონსტონს“ გადაურბინა. მატჩის შემდეგ გამარჯვებულთა თავკაცმა ნილ ლენონმა თქვა:

„ყველაფრით კმაყოფილი ვარ, გოლებით, იმით, რომ საკუთარი კარი დავიცავით და ზოგადად თამაშით. დღეს ჩვენთვის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.

„სელტიკის“ სამი გოლიდან ორი ჩრდილო ირლანდიელმა ნილ მაკგინმა გაიტანა. მატჩის შემდეგ მაკგინმა თქვა:

„მსაჯმა ყვითელი ბარათი ამომიღო, პირველი გოლის საზეიმოდ კარს უკან მაყურებელთან რატომ მივარდიო. მე ავუხსენი, რომ იქ საკუთარი ნებით კი არ მივსულვარ, ფეხბურთელები მიმაწვნენ და მიმარბენინეს, მაგრამ მას ბარათი უკვე ხელში ეჭირა და უკან ხომ არ ჩაიდებდა“.

შოტლანდია. პრემიერლიგა. X ტური

სენტ ჯონსტონი-სელტიკი 0:3

0:1 მაკგინი (2), 0:2 იზაგირე (41), 0:3 მაკგინი (89)

დანდი-ჰიბერნიანი 1:0

1:0 გუდვილი (87)

მოზერუელი-ჰემილტონი 0:1

0:1 ჰასელბაინკი (15)

რეინჯერსი-ინვერნესი 1:1

1:0 ედუ (11), 1:1 ოდიამბო (81)

სენტ მირენი-აბერდინი 2:1

1:0 მაკაუსლენდი (28), 1:1 მაკერდლი (57), 2:1 ტრენვერი (90)

ჰართსი-კილმარნოკი 0:3

0:1 რაიტი (45), 0:2 სემონი (80), 0:3 ერიომენკო (82)

1. რეინჯერსი 10 9 1 0 26:9 28

2. სელტიკი 10 9 0 1 22:7 27

3. მოზერუელი 10 5 1 4 14:12 16

4. ინვერნესი 10 4 3 3 14:10 15

5. ჰართსი 10 4 2 4 14:13 14

6. დანდი 10 4 2 4 11:16 14

7. სტ ჯონსტონი 10 3 2 5 9:13 11

8. აბერდინი 10 3 1 6 14:15 10

9. კილმარნოკი 10 3 1 6 13:14 10

10. ჰემილტონი 10 2 3 5 10:20 9

11. ჰიბერნიანი 10 2 2 6 10:18 8

12. სტ მირენი 10 2 2 6 10:20 8

ბომბარდირები: 13 - მილერი (რეინჯერსი); 6 – გუდვილი (დანდი); 5 - რუნი (ინვერნესი); 4 – ბლექმენი (მოზერუელი), ელიოტი (ჰართსი), ჰერტლი (აბერდინი), ჰუპერი (სელტიკი), მელოუნი (სელტიკი), ნეისმიტი (რეინჯერსი), ოდჰიამბო (ინვერნესი), სკაცელი (ჰართსი), ვერნონი (აბერდინი);

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის