ვარშავის "ლეგიას" თავდამსხმელმა ლადო დვალიშვილმა "ვისლასთან" პრინციპული შეხვედრის მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა
გადახედეთ ლეგიონის ცხრილს და პასუხს, თუ რატომ გვყავს წარუმატებელი ნაკრები, იქ ამოიკითხავთ.

ქართველი ფეხბურთელების უცხოური კლუბების ჩამონათვალი ხომ ისედაც არცთუ შთამბეჭდავია და რაც ყველაზე ცუდია, მათ დიდ ნაწილს იქ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ასე კი მათი კარიერის განვითარებასა და ნაკრების წარმატებაში შეტანილ წვლილზე საუბარი სრულიად უადგილოა.

რამდენიმე გამონაკლისი კვლავ გვყავს, მაგრამ გამონაკლისებით შედეგზე ფიქრი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ფაქტია, რომ ქართველ ლეგიონერებს მოკრძალებულ საზღვარგარეთულ კლუბებშიც კი უჭირთ ფეხის მოკიდება.

არნემის "ვიტესს" ჰოლანდიის ჩემპიონობის უმცირესი შანსიღა დარჩა. სამაგიეროდ, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდი მეორე პოზიციაზეა და თუ ეს ადგილი შეინარჩუნა, ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

გურამ კაშიას გუნდს შეეძლო, მეორე საფეხური უფრო გაემყარებინა, მაგრამ გასვლით მატჩში "როდასთან" სამბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 3:3-ს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ არნემელებმა ბოლო ბურთი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე მიიღეს.

ერედივიზიეს დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე "ვიტესი" ლიდერ "აიაქსს" უკვე 5 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევრებს, პსვ-სა და "ფეიენოორდს" კი მხოლოდ თითო ქულით უსწრებს.

გოლია ლადო დვალიშვილის ანგარიშზე. საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" თავდამსხმელმა "ვისლასთან" პრინციპული შეხვედრის მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

Video

ლადო დვალიშვილის გოლი ვისლას კარში

"ლეგია" პოლონეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, "ლეხს", რომელსაც დედაქალაქელებზე ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 7 ქულით უსწრებს. ექსტრაკლასას დასრულებამდე რვა ტურია დარჩენილი.

თურქეთის სუპერლიგაში მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა შოთა არველაძის "ქაშიმფაშა", რომელიც მოულოდნელად, საკუთარ კედლებში აუტსაიდერ "აქისარ ბელედისფორთან" 0:1 დამარცხდა.

ამის მიუხედავად, არველაძის გუნდი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შანსს მაინც ინარჩუნებს.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში პრინციპული შეხვედრა წააგო კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა "ინტერმა".

ბაქოელებმა "ყარაბახთან" გასვლითი მატჩი 2:3 დათმეს, რის გამოც მესამე ადგილამდე დაქვეითდნენ.

"ინტერი" ლიდერ "ნეფთჩის" ოთხით, ხოლო "ყარაბახს" ერთი ქულით ჩამორჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

davit
arascori seleqcia saertod ar gulisxmobs erovnul nakrebs chemo pexburtshi chaxedulobis shen araperi getyoba, erovnulshi gamodzaxeba es seleqcia ar aris, erovnulshi idzaxeben yvelas vinc im droistvis sauketeso pormashi imyopeba ai seleqcia ki upro sigrmidan icyeba da chventan rom amis problema dgas magashi echvic ar shegeparos
nika
(ადამიანს )ვპასუხობ მე სელექცია რომ ვახსენე ეგ არ ნიშნავს ეროვნულ ნაკრებს და მიტუმეტეს ქეცბაიას, სელექცია უფრო ადრეულ ასაკშია, ასაკობრივ ნაკრებებზე მაქვს ლაპარაკი მაგრამ ეტყობა შენ ნაკლებად ერკვევი და ფეხბურტი მარტო ეროვნული ნაკრები გგონია, სწორედ ასაკობრივ ნაკრებებში იკარგებიან ნიჭიერი მაგრამ ე. წ. უპატრონო ბავშვები, სწორედ ბავშვთა ფეხბურთშია ჩვენი დიდი პრობლემა და მე ეს ვიგულისხმე და ვერავინ ვერ შემედავება კიდევ ამაში
armo
ქეცბაიას ბრალიაააააა:))) ეგ ხუმრობით. როცა ნაკრების ფეხბურთელები გერმანიისა და იტალიის მეორე დივიზიონის გუნდებში ძირითადშიც ვერ ხვდება, როცა რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატში თანაც ისეთ გუნდებშიც კი არა როგორიცააა შახტარი, დინამო კიევი, ზენიტი ცსკა... სათადარიგოთა სკამზე ჯდას ან სათადარიგოს მიღმა... რომელ ნაკრაბის წარმატებაზეა საუბარი? რო გვყავდეს 5 ფეხბურთელი მაინც თუნდაც ისეთ გუნდებში როგორიცააა, ფიიორენტინა, ლაციო, სოსიედადი, საუთჰემპტონი, ევერტონი და ა.შ ანუ საშუალო ევროპული გუნდები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ ჩვენებურების გუნდებს 100ში 95ს მოუგებენ მაშინ ვისაუბროთ ნაკრებისა და ქეცბაიას წარუმატებლობაზე. დვალიშვილს პოლონეთის ჩემპიონატში გოლი გაუტანიაა ვააააააააააააა საააღოლ რა ძლიერია:)))) სირცხვილია
zas.
სანამ საქართველოს ჩემპიონატის დონე არ ამაღლდება, ნაკრები ასე იცოდვილებს,ამისათვის მეტი ფულია საჭირო.
odala
მაინც ქეცბაიას ბრალია ყველაფერი... ამბობს კაცი რაც არის ეს არის, მე ვერ შევალ მოედანზეო და ვითომ-გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ითხოვთ.
uza
ნაკრები საიდან გვეყოლება, ფეხბურთელები არ გვყავს. 81 წლის დინამოს მეკარიდან დაწყებული რომელიმეს ვინმეს შეადარებთ. ბავშვთა ფეხბურთი არის უპატრონოდ. შემოიღონ საქარტველოს ჩემპიონატის დაბალ ლიგებში, რომ 2 მაინც 18-წლამდელი უნდა თამაშობდეს.
ადამიანი
ნიკა და დავით, რომელ არასწორ სელექციაზე ლაპარაკობთ? ალბათ თქვენს ახლობელს არ იძახებენ და ამიტომ ფიქრობთ მასე, თორემ სინამდვილეში ქეცბაია ნაცნობობით და მითუმეტეს კორუფციით არავის იძახებს!!! ვინც ცოტა ჩახედულია ქართულ ფეხბურთში, ყველა დარწმუნებულია ამაში!!!
davit
სწორი სელექცია რომ ჩაატარონ მაშინ ნაცნობობა, კორუფცია და ჩაწყობა აგარ იქნება და ქართველ კაცს ამის გარეშე როგორ შეუძლია
nika
საქართველოში არასწორი სელექცია რომ მიდის ამიტომაც არ გვყავს მერე ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელები რატომ ამაზე არაფერს არ ლაპარაკობთ
guja_kakhadze
ფეხბურთელები არ გვყავსო და რატომ არ გვყავს ამაზე რატომ არ საუბრობთ გულახდილად. ეს სტატია საფრანგეთთან თამაშის წინ თავის მართლებას უფრო ჰგავს!
ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა