18 წლის შემტევის გადაბირებით ინგლისური გუნდები: "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "არსენალი" არიან დაინტერესებულნი
საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ სპორტულ პრესაში, რომლის მიხედვითაც, მბაიე ნიანგის გადაბირებით ინგლისური გუნდები: "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "არსენალი" არიან დაინტერესებულნი.

"მილანის" 18 წლის შემტევი საფეხბურთო მსოფლიომ მიმდინარე სეზონში გაიცნო - მართალია, ნიანგი მუდმივად ძირითად შემადგენლობაში არ ასპარეზობს, მაგრამ ხშირად უწევს თამაში და "როსონერისთვის" მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მხოლოდ 18 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს.

მეორე მხრივ, "მილანი" დილემის წინაშე დგას და შესაძლოა, ამან ნიანგის ტრანსფერის ალბათობა ერთიორად გაზარდოს. "როსონერი" პიერ-ემერიკ ობამეიანგის სატრანსფერო უფლებების ნახევარს ფლობს და მისი "სენტ ეტიენიდან" გადაბირების უპირატესი უფლება აქვს.

23 წლის შემტევი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს, 23 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 17 გოლი გატანილი.

მოკლედ, ობამეიანგი მეტად ნაყოფიერია და თუნდაც უნიჭიერესი ნიანგის ფონზე, შთამბეჭდავად გამოიყურება - მბაიე კარგად კი ირჯება, მაგრამ გოლებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

მოკლედ, ობამეიანგზე დიდი მოთხოვნაა, თვით "ინტერიც" კი დაინტერესებულია მისით და ამ ვითარებაში მილანელებს თითქოს არჩევანის წინაშე უწევთ ყოფნა.

ნიანგის და ობამეიანგის ერთდროულად თამაში ცოტა სარისკო ამბავია და თუ "სენტეტიენელის" ტრანსფერი გადაწყდა, ნიანგის წასვლის საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. ასეთ შემთხვევაში, "არსენალის" და "სიტის" შანსები მკვეთრად გაიზრდება.

"ინტერზე" კი იმად გავამახვილეთ ყურადღება, რომ პიერ-ემერიკი "მილანის" სკოლის აღზრდილია და მისი თანაქალაქელთა რიგებში გადასვლა "შავ-წითლებისთვის" დიდი დარტყმა იქნება.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვინ არის მადრიდის "რეალის" ინკოგნიტო ფრანგი სამიზნე

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა