ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ჩემპიონატი. XXVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

საქართველოს ჩემპიონატი. XXVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ძნელია ექსჩემპიონობა - ზედიზედ ორი ტრიუმფის შემდეგ "ზესტაფონს" ტიტულის შენარჩუნების თეორიული შანსიც აღარ დარჩა!
კვირას ჩატარებული მატჩებით გადამწყვეტი ეტაპის პირველი წრე დამთავრდა; ანუ რაღა დარჩა - ხუთი ტურიც და ჩემპიონატი დასრულდება!

კალენდრის თანახმად, ბოლო ტური 18 მაისს არის დანიშნული, თუმცა ზოგი რამ უკვე ახლავე, სეზონის დამთავრებამდე 1 თვით ადრე გაირკვა. რაც მთავარია, უკვე ცნობილია, რომ ახალი ჩემპიონი გვეყოლება: ზედიზედ ორი ტრიუმფის შემდეგ "ზესტაფონს" ტიტულის შენარჩუნების თეორიული შანსიც აღარ დარჩა!

ეგ კი არა, თითქმის 99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ჩვენი აწ უკვე ექს-ჩემპიონი, საერთოდ, ევროტურნირებს მიღმა რჩება!

მოვლენების ასეთ განვითარებას ჩემპიონატში "ზესტაფონის" არასტაბილურმა ასპარეზობამაც ხელი შეუწყო და თასის მეოთხედფინალის ერთი-ორმა მოულოდნელმა შედეგმა. უფრო კონკრეტულად კი, "დილასა" და "ტორპედოს" გამოვარდნამ - ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომ "ზესტაფონს" სეზონის ბოლომდე დარჩენილი ხუთივე მატჩის მოგება არ ჰყოფნის ევროტურნირების საგზურის მომტანი მესამე ადგილის დასაკავებლად.

არადა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გულდასაწყვეტი ფაქტია: ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართული კლუბი მუდმივად მონაწილეობდა ევროტურნირებზე და იშვიათი გამონაკლისის გარდა, საერთაშორისო სარბიელზე "ზესტაფონს" თავი არც შეურცხვენია.

თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია და გუნდის ახალი მწვრთნელები (კახა კაჭარავა, კახა გოგიჩაიშვილი) ამ წარუმატებელი სეზონისგან სწორ დასკვნებს გამოიტანენ და უკვე მომავალ სეზონშივე ვიხილავთ ძველებურად ამბიციურ და საჩემპიონოდ მომართულ "ზესტაფონს".

ადრე სხვა ეშხი ჰქონდა...

არცთუ შორეულ წარსულს ვიხსენებთ, როცა აპრილ-მაისში ჩატარებულ "ზესტაფონი"-"დინამოს" შეხვედრებში საქართველოს ჩემპიონის ბედი ირკვეოდა. ახლა კი, XXVII ტურის მატჩის წინ მართლაც უცნაური სიტუაცია იყო: "ზესტაფონს", სატურნირო თვალსაზრისით, ფაქტობრივად, არანაირი მოტივაცია არ ჰქონდა, მაშინ, როცა "დინამო" საჩემპიონო რბოლაშია ჩართული და ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდისთვის ამ გადამწყვეტ ეტაპზე თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

რა თქმა უნდა, "ზესტაფონი"-"დინამოს" არაერთი საინტერესო და უშეღავათო პაექრობა გვინახავს; ერთი შეხედვით, დაძაბულობა არც 14 აპრილის შეხვედრას აკლდა, მაგრამ ის ძველებური ინტრიგა, თითქოსდა, დაკარგულივით იყო; თუმცა მონდომებას ვერც ერთ გუნდს დავუკარგავდით: მასპინძლებს მეორე ეტაპზე ჯერ თამაში არ მოუგიათ და პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ მწვავედაც შეუტიეს ფავორიტ მეტოქეს; სტუმრები კი წინა მატჩისაგან (თასზე - "გურიასთან") განსხვავებით, აშკარად მობილიზებულნი გამოიყურებოდნენ.

პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა 18 წლის ავთანდილ ენდელაძესა ("ზესტაფონი") და 24 წლის კარლეს კოტოს ("დინამო") დარტყმებს მცირეოდენი სიზუსტე აკლდა.

მატჩის ერთადერთი გოლი კი მეორე ტაიმში გავიდა: "დინამოს" ერთ-ერთმა ყველაზე სტაჟიანმა ფეხბურთელმა ლევან ხმალაძემ შორეული დარტყმით თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

სხვათა შორის, საყრდენი ნახევარმცველის კვალობაზე ხმალაძე ერთობ შედეგიანად თამაშობს: 28 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში უკვე 8 გოლი გაიტანა.

ბევრის აზრით, ამ ეპიზოდში უკეთ მართებდა თამაში "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების მეკარეს როინ კვასხვაძეს; თუმცა 23 წლის კვასხვაძეს ურთულესი ბურთების მოგერიება რომ ეხერხება, ამ შეხვედრაშიც დამტკიცდა, როცა იმავე ხმალაძის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი უკუაგდო...

სხვადასხვა ლეგიონერი

ტურის ეს ცენტრალური მატჩი იმითაც იყო საინტერესო, რომ მოედანზე 9 ლეგიონერი ვიხილეთ: ლოსანო, იელიჩი, ბოტი გოა, რეკრუკი (ყველა - "ზესტაფონი"), გლიშიჩი, კოტო, გრაიციარი, ჩისკო, ალვარო (ყველა - "დინამო"). ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ორივე გუნდში სხვა ლეგიონერებიც ირიცხებიან - პეტკოვი ("ზესტაფონი"), უსტარიცი, მენდი ("დინამო") და იმის ალბათობაც არსებობდა, რომ მოედანზე ერთდროულად 12 უცხოელი ფეხბურთელი ყოფილიყო.

თუმცა, ვერც იმას გავექცევით, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, ხარისხი და რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა: სამწუხაროდ, ამ 12 ლეგიონერიდან, ალბათ, ნახევარზე მეტი (!) ქართველ ფეხბურთელებს ბევრად ვერ აღემატება. თუმცა, სასიამოვნო გამონაკლისებიც არის და ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, ჩისკოს ვგულისხმობთ: 32 წლის ესპანელს მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ მაღალი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

...ლეგიონერებზე ვსაუბრობთ და არც ის დაგვავიწყდეს, რომ შეხვედრის არბიტრიც... უცხოელი გახლდათ! სირიელი აბდულა ბასლეჰლო ჯერ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოჩნდა, ახლა კი უკვე უმაღლეს ლიგას "გაუშინაურდა" და, ვფიქრობთ, ტურის ამ ცენტრალურ მატჩში ურიგოდ არ უმსაჯია.

გამხნევება და თანადგომა

"ზესტაფონი"-"დინამოს" მატჩის წინ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა სპეციალური ბანერით მხარდაჭერა გამოუცხადეს ქუთაისის "ტორპედოს" მცველს გიორგი ონიანს, რომელმაც წინა კვირაში თასის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო.

29 წლის ონიანი კვლავაც საავადმყოფოში რჩება, თუმცა, ექიმების აზრით, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მცველი რამდენიმე თვეში თავის საქმიანობას დაუბრუნდეს.

ონიანს უმაღლეს ლიგაში დებიუტი "თბილისის "ლოკომოტივში" ჰქონდა და ამ გუნდის შემადგენლობაში საქართველოს თასიც მოიპოვა. გარკვეული პერიოდი გერმანულ "კარლ ცაისში", ბათუმის "დინამოსა" და რუსთავის "ოლიმპში" თამაშობდა; მერე იყო სამწლიანი კარიერა "ზესტაფონში", რომლის შემადგენლობაშიც ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

გიორგი ონიანი არაერთხელ მოხვედრილა ტურის, თვისა თუ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში; "ლელოს" ვერსიით, სეზონის საუკეთესო მცველადაც დავასახელეთ.

ეს სეზონი ონიანმა გორის "დილაში" დაიწყო, "ტორპედოში" პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გადავიდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მაშინვე დაცვის ბურჯი გახდა.

ჩვენც ვუერთდებით ქართული საფეხბურთო საზოგადოების მხარდაჭერას და რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ გიორგი ონიანს.

მეტალურგი და FAYR PLAY

წინა ტურში, თავისთვის არაფრისმომცემ (გნებავთ, უმოტივაციო დაარქვით) შეხვედრაში რუსთავის "მეტალურგმა" თავიდან ბოლომდე დაიცვა "სამართლიანი თამაშის" პრინციპები და სატურნირო თვალსაზრისით მართლაც არანორმალურად მოტივირებულ "სიონს" არაფერი დაუთმო.

შეგახსენებთ, რომ ის მატჩი ფრედ დამთავრდა. არადა, "მეტალურგს" არც უმაღლესი ლიგიდან გავარდნა ემუქრებოდა და რაც მთავარია, ოთხ დღეში საპასუხო სათასო მეოთხედფინალური მატჩი ელოდა ცხინვალის "სპარტაკთან".

რუსთაველებს FAYR PLAY-ს წესების დაცვა დაუფასდათ: თასზეც იყოჩაღეს და ნახევარფინალში გააღწიეს; თუმცა, გუნდი კვლავაც აგრძელებს საკუთარი ღირსების დაცვას და ამის მაგალითად უკანასკნელი ტურიც გამოდგება: ახალგაზრდა სპეციალისტის, გიორგი ყიფიანის გუნდი სტუმრად თამაშობდა ბათუმის "დინამოსთან" და იმის მიუხედავად, რომ მასპინძლები აქაც მეტისმეტად მოტივირებულნი გახლდნენ, მაინც ბოლომდე დაიცვეს "სამართლიანი თამაშის" პრინციპები და ამ შემთხვევაშიც თავისთვის არაფრისმომცემ მატჩში გაიმარჯვეს!

იმედი დავიტოვოთ, რომ "მეტალურგის" მაგალითი ჩვენი სხვა დანარჩენი გუნდებისათვისაც "გადამდები" იქნება...

კოკა ჰეთ-თრიქით ბრუნდება

აბა, ისე როგორ იქნებოდა, ტურში კონკრეტულ ფეხბურთელს თავი არ გამოეჩინა; გორის "დილას" 28 წლის ცენტრფორვარდმა ირაკლი მოდებაძემ "ჩიხურასთან" მატჩში "დუბლი" შეასრულა და 9 გოლით თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

სხვათა შორის, მეორე ეტაპზე მოდებაძემ უკვე მეორედ შეძლო "დუბლის" შესრულება, რაც ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელია.

მოდებაძის გარდა, მეორე ეტაპზე "დუბლი" ოთხმა ფეხბურთელმა შეასრულა: ჩისკომ ("დინამო", თბილისი), ბაჩანა არაბულმა ("დილა"), გიორგი ბერიაშვილმა ("ტორპედო") და საბა ლომიამ ("მერანი"). აი, ჰეთ-თრიქს კი დიდი ხანი ველოდით: მეორე ეტაპის დაწყებიდან კი არა, 15 დეკემბრის შემდეგ ერთ მატჩში სამი გოლი არავის გაუტანია!

და აი, თითქმის ოთხთვიანი პაუზის "პირველი მერცხალიც" გამოჩნდა: 3-წლიანი განშორების მერე "სიონში" დაბრუნებულმა 32 წლის კოკა მიკუჩაძემ თავისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს მატჩში ("მერანთან") ჰეთ-თრიქი შეასრულა!

სხვათა შორის, ბოლოს ჰეთ-თრიქი საქართველოს ჩემპიონატში მიკუჩაძემ... 7 წლის წინათ შეასრულა: "სიონის" საჩემპიონო სეზონის ბოლო ტურში, ქუთაისის "ტორპედოსთან" შეხვედრაში.

საერთოდაც, 2005-06 წლების სეზონი მიკუჩაძისათვის განსაკუთრებულად წარმატებული იყო: ბოლნისელთა შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა (თანაც, თითქმის ყველა პრინციპულ მატჩში გაჰქონდა გოლები), საუკეთესო ბომბარდირთა დავაში კი მხოლოდ ჯაბა დვალს (თბილისის "დინამო") ჩამორჩა...

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური

ზესტაფონი-დინამო თბ 0:1 - "დინამომ" რევანში აიღო [VIDEO]

ჩიხურა-დილა 1:2 - უხეშობა მოედანზე, ინციდენტის საფრთხე ტრიბუნებზე [VIDEO]

ტორპედო-ზუგდიდი 2:0 - დაგეგმილი სამი ქულა [VIDEO]

დინამო ბთ-მეტალურგი 0:1 - როცა რუსთავი ანკარაა

სიონი-მერანი 3:1 - ჰეთ თრიკი და სამი პენალტი

ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 0:0 - დაკარგული შანსების მატჩი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა