დუბაის მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში ბოლო ტური გაიმართა, რომელშიც საქართველოს 6 წარმომადგენელი მონაწილეობდა
საქართველოს 6 წარმომადგენელი მონაწილეობდა დუბაის (არაბთა გაერთიანებული საემიროები) მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი).

15 აპრილს, ბოლო ტურში, ლევან ფანცულაიამ ზიაურ რახმანი (ბანგლადეში) დაამარცხა, ბელა ხოტენაშვილმა კრიშნას (ინდოეთი) სძლია; დაზავდნენ: ანკით რაჯპარა (ინდოეთი)-მიხეილ მჭედლიშვილი, ედუარდ კანთერი (რუსეთი)-კონსტანტინე შანავა, ელიზაბეტ პეტცი (გერმანია)-სოფიკო ხუხაშვილი, მაკა ფურცელაძე-ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი).

ცხრა შესაძლებლიდან 6,5 ქულით ფანცულაია მე-16 ადგილს დასჯერდა. მან რეიტინგი 10,4 პუნქტით გაიუმჯობესა. საერთო ჩათვლაში ხოტენაშვილი 6 ქულით 22-ე იყო, მაგრამ ქალებში ჩინელი ცზიუ ვენძიუნის შემდეგ მე-2 ადგილზე გავიდა (არადა, ტურნირში საკმაოდ ძლიერი დიდოსტატი მანდილოსნები მონაწილეობდნენ), თან საკუთარ რეიტინგს 13,2 პუნქტი შესძინა.

საქართველოს ნაკრების წევრ მიხეილ მჭედლიშვილს 5,5 ქულით 38-ე ადგილი ერგო (რეიტინგში 12,9 პუნქტი დაკარგა). 48. კონსტანტინე შანავა-5,5 (-14,8), 53. სოფიკო ხუხაშვილი-5,5 (-3,5), 55. მაკა ფურცელაძე-5,5 (+9,4).

ტურნირი 7,5 ქულით დაასრულა ალექსანდრ რახმანოვმა (რუსეთი), რომელმაც მთავარი პრიზი - 10.000 დოლარი დაისაკუთრა. შვიდმა მოჭადრაკემ 7-7 ქულა მოაგროვა. უკეთესი კოეფიციენტით მე-2 იყო სერგეი ვოლკოვი (რუსეთი, 7.000 დოლარი), მესამე ადგილი ჩინეთის ქალთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ცზიუ ვენძიუნს (4.000 დოლარი) ხვდა, რომელმაც რეიტინგი 22,8 პუნქტით გაიმდიდრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა