ევროპაში მცხოვრები ეგუტიძე მუდმივად ისტორიული სამშობლოს სახელით ჭიდაობს
პორტუგალიურ კოიმბრაში დამთავრდა ევროპის ჭაბუკთა თასი ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრებს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ჩვენი სახელით კვლავაც გამოვიდა ანრი ეგუტიძე (73) და ამჯერადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ეს ბიჭი ევროპაში ცხოვრობს და იქაურ ტურნირებში ყოველთვის ჭიდაობს ისტორიული სამშობლოს სახელით. ერთი თვის წინათ მან ესპანეთშიც იასპარეზა ანალოგიურ ტურნირში და მაშინაც მესამეზე გავიდა.

ამჯერად ჩვენებურმა წარმატებით დაძლია ჯგუფური ეტაპი და ნახევარფინალში უპრობლემოდ მოხვდა. იქამდე მას ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ მეორე შეხვედრაში შეხვდა უნგრელ გაბორ სარჰეგისთან, რომელსაც იუკოთი მოუგო, თორემ მანამდე ებრაელი აილამ კადარი წმინდად დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში იტალიელ რიკარდო დე ლუკას ჯერ ვაზარი აართვა, მერე კი იპონზე დააგდო.

ნახევარფინალში ეგუტიძე ზუსტად ასეთივე ქულებით უკვე თავად დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან, ჩერნოგორიელ არსო მილიჩთან, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ჩვენებურმა მეორე იტალიელს - ნიკოლო ავალონეს გაფრთხილებებით აჯობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

TIGANA
ქუთაისში ვარჯიშობდა და ჩემი მოწაფე იყო სანამ პორტუგალიაში წავიდოდა :) მიხარია მისი ყველა წარმატება.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა