ალეგრის წარუმატებლობა სილვიო ბერლუსკონის თანდასწრებით
მასიმილიანო ალეგრიმ კიდევ ერთი დიდი მატჩი წააგო და საერთოდაც, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სპეციალისტისთვის ჯერ ადრეა ასეთი დონის პაექრობებში გუნდის გაყვანა. მაგალითად, კარლო ანჩელოტის დროს "როსონერის" სუსტ გუნდებთან უფრო უჭირდა თამაში და ქულებსაც უხვად კარგავდა, მაგრამ სამაგიეროდ, გრანდებთან უმეტეს შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე იდგა და შესაბამისად, წარმატებასაც აღწევდა. ალეგრიმ კი თითქოს შეატრიალა ყველაფერი - უსუსური თამაში და მარცხი "რეალთან", რასაც "იუვენტუსთან" საშინაო კედლებში წაგებაც დაემატა, თანაც თვით სილვიო ბერლუსკონის თანდასწრებით.

დიახ, "მილანის" პრეზიდენტი ტრიბუნებზე გახლდათ და მისი გემოვნების ამბავი რომ ვიცით, ნამდვილად არ მოეწონებოდა ის, რაც მოედანზე ხდებოდა. ალეგრის გუნდს აკლდა კრეატივი, სისწრაფე და პრინციპში, ცოტცოტა ყველაფერი, რაც მსგავს შეხვედრებში გამარჯვებისთვის აუცილებელია. ლუიჯი დელ ნერიმ კი ძალიან კარგად განაწყო გუნდი ამ მეტად მნიშვნელოვანი პაექრობისთვის და ეს მათ მიერ გატანილი გოლების აღნიშვნისას თვალნათლივ გამოჩნდა - "იუვე" საომრად გავიდა "სან სიროს" მინდორზე და ამ ომში გაიმარჯვა კიდეც... ეს იყო გამარჯვება, რომელსაც “ვეკია სენიორას” გულშემატკივრები დიდ ხანს ელოდნენ – ამ მოგებით “იუვემ” შეგვახსენა, რომ ის გრანდია.

როგორც ვივარაუდეთ, ალეგრიმ 4-3-1-2 ტაქტიკა აირჩია და ფორვარდების უკან რობინიო გაამწესა. შეტევის წინა ხაზზე იბრაჰიმოვიჩი და პატო ვიხილეთ. ძირითადში გამოჩნდა კევინ პრინც ბოატენგი და სათადარიგოთა შორის დარჩა კლარენს ზეედორფი. მოკლედ, ალეგრიმ სიტყვა აასრულა და შემადგენლობა დააბალანსა - ანუ, უფრო ფრთხილი სტრატეგია აირჩია, ვიდრე თუნდაც მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პაექრობაში. მოკლედ, ესპანური მარცხის შემდეგ მასიმილიანომ ზომები მიიღო, მაგრამ რად გინდა... კიდევ ერთი მარცხი განიცადა. თუ რატომ, ამაზე მხოლოდ ერთი მიზეზის დასახელება ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ მწვრთნელმა თამაშის მიმდინარეობის შესაბამისად უნდა იმოქმედოს და თამაშის რიტმი, პროცესები მართოს - წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა კარგი ტაქტიკა და სტრატეგია აირჩიო, დადებით შედეგს ვერ მიაღწევ. ალეგრი კი თითქოს ძალიან დიდ ხანს ფიქრობს - ამ ფიქრში "მილანი" მნიშვნელოვან ქულებს კარგავს და პრინციპულ მეტოქეებთან აგებს. კონკრეტულად "იუვენტუსთან" შეხვედრაში, ალეგრი რამდენჯერმე შეცდა და პირველად მაშინ, როდესაც დაცვის ცენტრში ალესანდრო ნესტასთან ერთად სოკრატის პაპასტატოპულოსი დააყენა.

გასაგებია, რომ ტიაგო სილვა დამტვრეულია, მაგრამ ბერძენზე უკეთ ალბათ ნებისმიერი სხვა მცველი გაირჯებოდა - საერთოდ, სოკრატისი განაპირა მცველია, სიმაღლითაც ვერ დაიკვეხნის და შესაბამისად, თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინა. პირიქით, სწორედ მისი ზონიდან გაიტანა პირველი გოლი ფაბიო კვალიარელამ, რომელმაც თავური დარტყმით შეარხია კრისტიან აბიატის კარის ბადე. თუმცა, რატომ მხოლოდ პირველი გოლი? - მეორეც ცენტრალური ზონიდან გავიდა, როდესაც მოჰამედ სისოკო მეკარესთან პირისპირ დარჩა, დარტყმა გაუცუდდა და ისღა დარჩენოდა დელ პიეროსთვის ბურთი უკან დაეგორებინა - ამ უკანაკნელმა კი უძლიერესი დარტყმით კიდევ უფრო გაამყარა სტუმართა უპირატესობა, რისი ამოქაჩვაც მილანელებმა უკვე ვეღარ შეძლეს. ისე, კახა კალაძეც უნდა გავიხსენოთ, რომელიც განაცხადშიც ვერ ხვდებოდა და იძულებული გახადეს გუნდი გამოეცვალა - "იუვენტუსთან" კახა სულაც არ იქნებოდა ზედმეტი, მით უმეტეს, "ინტერის" წინააღმდეგ "ჯენოას" შემადგენლობაში საკმაოდ მაღალ დონეზე იასპარეზა. "ინტერის" თამაშს კიდევ მივუბრუნდებით, იქამდე კი ტურის ცენტრალური მატჩი ამოვწუროთ...

რაც შეეხება "იუვენტუსს", ლუიჯი დელ ნერის გუნდმა ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშა - ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელებმა ზუსტად შეასრულეს მწვრთნელის დავალებები და შედეგიც მოიმკეს. ძალიან კარგად გაისარჯა ფაბიო კვალიარელა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მისი საუკეთესო თამაში ტურინულ კარიერაში და თუ ასე გააგრძელა, გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდება. თუმცა, სანამ დელ პიერო ცოცხალია, იქამდე ყველაზე უფრო ლიდერი სწორედ "პინტურიკიო" გახლავთ - ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა კლასი და პრინციპულ მეტოქეს უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა. არ შეიძლება არ აღინიშნოს "იუვეს" საბრძოლო სულისკვეთება - თითოეულ ფეხბურთელს სახეზე ეწერა, რომ "სან სიროზე" მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად იყვნენ გასულნი. "ბიანკონერიმ" ერთ მუშტად შეკრული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და ალბათ, ეს არის უმთავრესი. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ "იუვემ" იდეალური, ან თუნდაც ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ დელ ნერის სიტყვები რომ უფრო მეტად დაემსგავსა ჭეშმარიტებას, ეს ცხადზე ცხადია - დელ ნერი კი ხშირად იმეორებს: "ჩვენ სწორი გზით მივდივართ".

დაახლოებით ანალოგიური რამ თქვა მატჩის შემდეგ ფელიპე მელომ, რომელმაც ყველაზე უფრო ემოციურად აღნიშნა "მილანის" კარში გატანილი გოლები: "ისე ვიბრძოდით, როგორც ლომები და ეს დაგვიფასდა კიდეც. მართალია, "ინტერი" და "მილანი" ჯერ კიდევ წინ არიან, მაგრამ ჩვენ სწორი გზით მივდივართ და აუცილებლად დავეწევით კონკურენტებს. ამ სეზონში ახალი "იუვენტუსი" დაიბადა, რომელიც უმაღლეს მიზნებს მიაღწევს".

ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი იტალიაში ბევრმა გააკრიტიკა, მწვრთნელმა მარცხი უიღბლობას და ფეხბურთელთა ინდივიდუალურ შეცდომებს გადააბრალა, რითიც თითქოს პასუხისმგებლობა აიცილა თავიდან: "შეხვედრას ჩვენ ვაკონტროლებდით, უფრო მეტსაც ვუტევდით და მომენტებიც უკეთესი გვქონდა - გამომდინარე აქედან, ვთვლი, რომ დაუმსახურებლად წავაგეთ და მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო. იღბალმა გვაქცია ზურგი, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რამდენიმე უხეში ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით - ერთ-ერთი კი გაშვებულ გოლად დაგვიჯდა. იმედგაცრუებული ვარ, თუმცა რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია".

რთული გასვლითი მატჩი გამართა "ინტერმა" და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ამასთან, ბევრი თვლის, რომ მილანურ გრანდს გაუმართლა და თუ სალი მუნტარის მიერ გატანილ გოლს გავიხსენებთ, შესაძლოა დავეთანხმოთ კიდეც ამ მოსაზრებას. განელს მართლაც გაუმართლა, მეტოქე გუნდის კიპერის შეცდომით ისარგებლა და ერთადერთი, გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მუნტარის მუდმივად სათადარიგოთა სკამზე უწევდა ჯდომა - ეღირსა მოედანზე გასვლა და გაამათლა კიდეც. გენუელებმა ბევრი უტიეს, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგეს. მთლიანობაში, ძალიან კარგად ითამაშა კახა კალაძემ, რომელიც დაცვის მარცხენა ფრთაზე ასპარეზობდა. გახსოვთ ალბათ, ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით, რომ თუ ჯანპიერო გასპერინი ოთხმცველიან ტაქტიკაზე გადაიყვანდა გუნდს, ქართველი ძირითადში მოხვდებოდა - ასე მოხდა "ინტერთან" და დავიტოვოთ იმედი, რომ "ჯენოას" მწვრთნელი მომავალშიც ამ ტაქტიკაზე გააკეთებს აქცენტს.

ბოლოს, აუცილებლად უნდა ვთქვათ „ლაციოს“ შესახებ, რომელმაც კიდევ ერთი მატჩი მოიგო და პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. „ბიანკოჩელესტე“ სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და ისეთი პირი უჩანს, რომ პოზიციებს არც უახლოეს მომავალში დათმობს. ბევრს ეგონა, რომ „ლაციალეს“ ტრიუმფალური სვლა სიცილიაზე შეწყდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა – რომაელებმა დიასის მიერ გატანილი გოლით სძლიეს მეტოქეს და 22 ქულას მოუყარეს თავი. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ თამაში კუნძულელთა სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, რაზეც სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს. თავად განსაჯეთ, „პალერმოს“ ფეხბურთელებმა 22-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით, მაშინ როცა სტუმრები მხოლოდ სამჯერ დაემუქრნენ მასპინძელთა კიპერს – სწორედ ამ სამი მცდელობიდან გაამართლა ერთ-ერთმა და აგერ შედეგიც...

ჯენოა-ინტერი 0:1

ჯენოა (4-3-3): ედუარდო – რანოკია, დაინელი, კიკო (60. დესტრო), კალაძე - როსი (80. ბოაკიე), კრიშიტო, მილანეტო – რაფინია, მესტო (60. ძუკულინი), ტონი.

ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი (65. კასტელაცი) - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, სანტონი - ძანეტი, კამბიასო (19. მუნტარი) - ბიაბიანი (84. კორდობა), სნეიდერი, კოუტინიო - ეტოო.

გოლი: მუნტარი (45).

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 9-7; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15(6)-9(5); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 30 000

რომა-ლეჩე 2:0

რომა (4-3-3): ჟულიო სერჟიო – კასეტი (46. სისინიო), ჟუანი, ნ. ბურდისო, რიისე - პეროტა (60. სიმპილისიო), დე როსი, ბრიგი (83. მენეზი) - ტოტი, ვუჩინიჩი, ბორიელო.

ლეჩე (4-3-3): როზატი – გუსტავო, ფერარიო (17. ჯულიატო), ვივესი, მესბაჰი – მუნარი, ოლივეირა, ჯაკომაცი – დი მიკელე, პიატი (65. ჩევანტონი), კორვია (75. ოფერე).

გოლები: 1:0 ბურდისო (62), 2:0 ვუჩინიჩი (76).

გაძევება: ოლივეირა (76), ტოტი (76).

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 11-5; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 8-3; კარში დარტყმა: 16(10)-5(2); ბურთის ფლობა: 45%-54%.

მაყურებელი: 28 000

მილანი-იუვენტუსი 1:2

მილანი (4-3-1-2): აბიატი - ბონერა (35. აბატე), სოკრატისი, ნესტა, ანტონინი - გატუზო, პირლო, ბოატენგი (70. ზეედორფი) - რობინიო - პატო (75. ინძაგი), იბრაჰიმოვიჩი.

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი – მოტა, ბონუჩი, ლეგროტალიე, დე ჩელიე (41. პეპე) – მარტინესი (56. სისოკო), ფელიპე მელო, აკვილანი, მარკიზიო – დელ პიერო (86. ამაური), კვალიარელა.

გოლები: 0:1 კვალიარელა (24), 0:2 დელ პიერო (65), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (81).

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 8-1; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 16(5)-9(6); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 80 000

პალერმო-ლაციო 0:1

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ – კასანი, ბოვო, მუნოზი, ბალცარეტი – მილიაჩო, ბასინოვიჩი, ნოჩერინო – ილიჩიჩი (46. ერნანდესი – 57. მაკარონე), პასტორე – პინილია.

ლაციო (4-2-3-1): მუსლერა – ბიავა, დიასი, რადუ, ლიხტშტაინერი – ბროკი, ლედესმა – მაური (90. სკალონი), სარატე (85. გონსალესი), ერნანესი (78. სტენდარდო) - ფლოკარი.

გოლი: დიასი (27).

გაძევება: ბიავა (77).

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 7-5; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 22(8)-3(3); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 25 000

ბარი-უდინეზე 0:2

ბარი (4-4-2): ჟილე – ბელმონტე, ა. მაზიელო, როსი, პარიზი – პულცეტი (66. რივასი), ალმირონი, გაცი, ს. მაზიელო (14. კაპუტო) – გეზალი (58. ალვარესი), ბარეტო.

უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი – ზაპატა, ბენატია, დომიცი – ისლა, ინლერი, ასამოა, პასკუალე (84. ანჯელა), პინცი – დი ნატალე (73. ფლორო ფლორესი), სანჩესი.

გოლები: 1:0 სანჩესი (16), 2:0 ისლა (60).

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 7-2; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 10(2)-9(6); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 15 000

ბრეშა-ნაპოლი 0:1

ბრეშა (4-3-1-2): არკარი – ბერარდი, ძებინა, ვიდალი, დალამანო – კორდოვა (55. ბუდელი), ბაიოკო (55. ვასი), ჰეტემაი – კონე (81. პოსანცინი) – ედერი, კარაჩოლო.

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი – გრავა, კანავარო, კამპანიარო – ცუნიგა, იებდა, გარგანო, დოსენა – ჰამშიკი, სოსა (56. კავანი) – ლავეცი (87. ბლაზი).

გოლი: ლავეცი (77).

გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 6-7; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 11(2)-16(5); ბურთის ფლობა: 37%-63%.

მაყურებელი: 15 000

კალიარი-ბოლონია 2:0

კალიარი (4-3-1-2): აგაცი – პერიკო, კანინი, ასტორი, აგოსტინი – ბიონდინი, ნაინგოლანი, ლანერი (61. კონტი) – კოსუ (77. სივაკოვი) – მატრი (83. აკვაფრესკა), ნენე.

ბოლონია (4-3-3): ვივიანო – ჩერუბინი, პორტანოვა, ბრიტოსი, გარიჩი – რადოვანოვიჩი, პერესი, მუდინგაი (68. მეჯორინი) - ბუშე, პაპონი (46. ხიმენესი), დი ვაიო.

გოლი: .

გაფრთხილება: 0-4; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 17-27; თამაშგარე: 9-0; კარში დარტყმა: 12(6)-6(2); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 9 000

ჩეზენა-სამპდორია 0:1

ჩეზენა (4-3-3): ანტონიოლი – ჩეკარელი, ბენალუანე, პელეგრინო, ნაგატომო – აპია, კოლუჩი, პაროლო – ხიმენესი (84. შელოტო), ბოგდანი, ჯაკერინი.

სამპდორია (4-4-2): კურჩი – ძაური, გასტალდელო, ლუკინი, აკარდი (74. ციგლერი) – კომანი, პალომბო, ტისონე, გუბერტი (65. მანინი) – პაცინი, პოცი (74. მარილუნგო).

გოლი: პაცინი (90).

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 12-5; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 9(4)-13(3); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 14 000

პარმა-კიევო 0:0

პარმა (4-3-3): მირანტე – ძაკარდო, ლუკარელი, პალეტა, ანტონელი – ვალიანი, მორონე, ჯემაილი - ჯოვინკო, ბოჟინოვი, მარკესი.

კიევო (4-3-1-2): სორენტინო – ანდრეოლი, ფრეი, ჩეზარი, მანტოვანი – ფერნანდესი, გუანა, კონსტანტი – მარკოლინი – თერეუ, პელისიერი.

გაძევება: ჯემაილი (55), ფერნანდესი (84).

გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 8-10; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 11(4)-9(4); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 17 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლაციო 9 7 1 1 13-6 22

2. ინტერი 9 5 3 1 11-4 18

3. მილანი 9 5 2 2 14-8 17

4. იუვენტუსი 9 4 3 2 18-10 15

5. ნაპოლი 9 4 3 2 15-11 15

6. სამპდორია 9 3 5 1 11-8 14

7. კიევო 9 4 2 3 11-9 14

8. უდინეზე 9 4 1 4 8-10 13

9. რომა 9 3 3 3 9-12 12

10. პალერმო 9 3 2 4 15-13 11

11. ჯენოა 9 3 2 4 8-10 11

12. ლეჩე 9 3 2 4 7-15 11

13. კალიარი 9 2 4 3 10-8 10

14. კატანია 8 2 3 3 8-8 9

15. ბრეშა 9 3 0 6 8-11 9

16. ფიორენტინა 8 2 2 4 9-10 8

17. პარმა 9 1 5 3 6-8 8

18. ჩეზენა 9 2 2 5 6-11 8

19. ბოლონია 9 1 5 3 8-14 8

20. ბარი 9 2 2 5 7-15 8

ბომბარდირები: 7 - ეტოო (ინტერი); 6 - კავანი (ნაპოლი); 5 - დი ვაიო (ბოლონია), მატრი (კალიარი).

მომდევნო ტური:

6 ნოემბერი: ბოლონია-ლეჩე, ინტერი-ბრეშა. 7 ნოემბერი: ფიორენტინა-კიევო, ბარი-მილანი, იუვენტუსი-ჩეზენა, ლაციო-რომა, სამპდორია-კატანია, უდინეზე-კალიარი, ნაპოლი-პარმა, პალერმო-ჯენოა.

სერია B. XII ტური

ატალანტა-პადოვა 4:1

გოლები: 1:0 ბარეტო (30), 2:0 დონი (45-პენ.), 3:0 დონი (47), 3:1 სუჩი (61-პენ.), 4:1 ტირიბოკი (64).

ჩიტადელა-გროსეტო 2:1

გოლები: 0:1 ფრედი (5), 1:1 ბონა (40), 2:1 პიოვაკარი (66).

ემპოლი-კროტონე 0:0

ფროზინონე-ტრიესტინა 1:0

გოლი: სანტორუვო (90).

ლივორნო-რეჯინა 3:0

გოლები: 1:0 იორი (48-პენ.), 2:0 ბარუსო (79), 3:0 პაგანო (82).

ნოვარა-ალბინოლეფე 3:0

გოლები: 1:0 მოტა (47), 2:0 გონსალესი (62), 3:0 გონსალესი (86).

პესკარა-მოდენა 0:2

გოლები: 0:1 მაცარანი (22), 0:2 სინიორი (50).

პორტოგრუარო-პიაჩენცა 0:0

ვიჩენცა-ვარეზე 0:1

გოლი: კაროცა (8).

სასუოლო-სიენა დღეს

ტორინო-ასკოლი დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნოვარა 12 9 1 2 26-8 28

2. სიენა 11 6 4 1 13-8 22

3. ატალანტა 12 6 3 3 17-9 21

4. რეჯინა 12 6 3 3 18-13 21

5. ლივორნო 12 5 5 2 19-12 20

6. ემპოლი 12 4 8 0 12-6 20

7. პადოვა 12 5 4 3 20-13 19

8. ვარეზე 12 4 5 3 14-10 17

9. კროტონე 12 3 7 2 11-10 16

10. ფროზინონე 12 4 4 4 12-13 16

11. ვიჩენცა 12 5 1 6 13-15 16

12. პესკარა 12 4 3 5 12-14 15

13. მოდენა 12 3 6 3 12-16 15

14. ტორინო 11 4 1 6 13-16 13

15. გროსეტო 12 3 3 6 12-16 12

16. ტრიესტინა 12 2 6 4 10-17 12

17. ალბინოლეფე 12 3 3 6 11-19 12

18. პორტოგრუარო 12 3 3 6 10-18 12

19. პიაჩენცა 12 2 6 5 12-17 11

20. ჩიტადელა 12 3 2 7 11-20 11

21. ასკოლი 11 2 4 5 12-16 10

22. სასუოლო 11 2 3 6 10-13 9

ბომბარდირები: 10 - სუჩი (პადოვა), გონსალესი (ნოვარა); 9 - ბონაცოლი (რეჯინა);

ლეგა პრო 1 A

ალესანდრია-რეჯანა 0:1, კრემონეზე-სალერნიტანა 1:1, გუბიო-პერგოკრემა 0:2, ლუმეცანე-სორენტო 1:2, პაგანეზე-მონცა 1:2, პავია-კომო 1:1, სუდტიროლი-სპალ 0:2, ვერონა-ბასანო 1:1, სპეცია-რავენა გადაიდო.

ლეგა პრო 1 BB

ანდრია-ბარლეტა 0:0, ბენევენტო-ლუკეზე 0:0, ფოჯა-სირაკუზა 0:2, ფოლინო-პიზა 1:1, ჯელა-კოზენცა 1:3, ნოჩერინა-ტარანტო 1:0, ვიარეჯო-ტერნანა (გადაიდო 1:0-ზე), ლანჩანო-კავეზე 0:2, იუვე სტაბია-ატლეტიკო დღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

REzIA Robakidze
სავარაუდოდ ჩაზენას ხვდება იუვე მომდევნო ტურში
JuvE
ბოდიში ავტორს, მაგრამ მომდევნო ტურის შეხვედრებში ერთი შეცდომაა: იუვენტუსი ლეჩეს უკვე შეხვდა 2 თუ3 ტურის წინ და 4-0 მოუგო.
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია