საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის გაერთიანებული ჩემპიონატი - პლუსები და მინუსები
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებამ საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გაერთიანებული ჩემპიონატის შესახებ.

თურმე, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საქმის კურსშია უეფა, ტურნირის ჩატარებას კი დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დასჭირდება.

რაც შეეხება დეტალებს: თუ სამ ქვეყანას შორის შედგება შეთანხმება, მომავალ პრემიერლიგაში 18 გუნდი ითამაშებს - თითო ქვეყნიდან ექვსი კლუბი. თუ ორი ქვეყანა შეთანხმდა, ჩემპიონატი 16-გუნდიანი იქნება (8-8 გუნდი თითო ქვეყნიდან).

სიჭინავამ ხაზი გაუსვა, რომ სამივე ქვეყანა ევროტურნირებზე თავის კვოტას შეინარჩუნებს და 4-4 გუნდით ითამაშებს.

პროექტი ერთი წლის განმავლობაში უნდა მომზადდეს. ამ პერიოდში ჩატარდება ამხანაგური თამაშები, რის შემდეგაც შეაფასებენ - რამდენად დიდი იქნება ტელევიზიების, სპონსორების და მაყურებელთა ინტერესი და ღირს თუ არა გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარება.

მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

აზიელებმა "სოვეტსკი სპორტთან" განაცხადეს - ყაზახეთის პრემიერლიგა ისედაც ვითარდება და კავკასიელებთან გაერთიანების აზრს ვერ ვხედავთო.

ამ პროექტში მნიშვნელოვანია მედიის როლი, რადგან ახალი ჩემპიონატის წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული მატჩების კარგად გაშუქებაზე.

კომენტარი ცნობილ ჟურნალისტსა და თბილისის "ამერის" ყოფილ გენერალურ დირექტორს, ვახტანგ ბზიკაძეს ჩამოვართვით:

"თავისთავად მისასალმებელია ის აზრი, რომ ქართულ კლუბებს ევროთასებიდან გამოვარდნის შემდეგ მეტი საერთაშორისო პრაქტიკა ექნებათ - არა ამხანაგურ მატჩებში, არამედ ორგანიზებულ და კომერციულ ოფიციალურ ტურნირებში.

ამავე დროს, ჩემპიონატი მედიისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, მაგრამ არ მგონია, ეს რეალიზებადი იდეა იყოს.

ბევრი რამ დასაფიქრებელია, რადგან აზერბაიჯანული კლუბების შესაძლებლობები ჩვენსას ბევრად აღემატება და ძნელია შეხების წერტილების მონახვა.

მგონია, რომ დავიჩაგრებით და ტურნირისადმი ჩვენი ინტერესის მიზეზს ამიტომაც ვერ ვხედავ.

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, აზერბაიჯანელები და ყახაზები უკვე სხვა განზომილებაში არიან და გეოგრაფიული მდებარეობის გარდა, მათთან საერთო ინტერესსაც ვერ ვხედავ.

ამიტომ, ჩემი აზრით, თუ ფინანსები გამოინახება, უკეთესი იქნება, საკუთარ ჩემპიონატს მივხედოთ და ნორმალური სისტემით ჩავატაროთ.

დღეს პირველი ლიგისადმი ყურადღება შესუსტებულია და თუ უმაღლესლიგელებმა შევსება იქიდან არ მიიღეს, ფეხბურთელები სად უნდა გაიზარდონ?"

ასევე იხილეთ:

რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?

ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ

კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს

გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ

levani
რამზის ვეთანხმები, დღეს შეიძლება ჩამოვრჩებით აზერბაიჯანს, მაგრამ ამ პროექტის განხორციელების შემტხვევაში...კლუბები გაძლიერდება, განახლდება და ასენდება ახალი სტადიონები, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება, აზრი მიეცემა 1 ლიგას, სადაც ჩვენი გინდები პრემიერლიგაში გადასასვლელად იბრძოლებს, თან შიდა კონკურენციაც გაიზრდება 8 ქართული გუნდი ხომ პარალელურად ერთმანეთში იბრძოლებს ევროსაგზურებისათვის და გავარდნისაგან თავის დასაღწევად. კარგია....
giorgi
მივესალმები და კარგი იქნება თუ ჩატარდება ჩემპიონატი ხალხიც მივა და ასრიც მიეცემა!
ramazi
მოიცა კაცო, რატომ დაიჩაგრება? როდესაც ხალხი სტადიოზე ივლის და ჩემპიონატს ინტერესი ექნება, ეგეთ ჩემპიონატში ბევრი მდიდარი ადამიანი და კომპანია ჩადებს ფულს. შესაბამისად ქართულ გუნდებსაც გამოუჩნდება მდიდარი სპონსორები და პატრონები, ასე არ არის? ეს ერთი, და მეორეც, ქართველები ყოველთვის უფრო ნიჭიერები ვიყავით ფეხბურთში, ვიდრე აზერები და ყაზახები. მაგათ ფულს ჩვენი ნიჭი თუ არ გადაწონის, ყოველ შემთხვევაში, გაუთანაბრდება და წინააღმდეგობას გაუწევს.
vaxvax
თავი მოგვეჭრება.უფულო ვერასდროს ვერ დაჩაგრავს ფულიანს.ჩვენი ჩემპიონატიც დაჩაჩანაკდება და საბოლოოდ მოკვდება ფეხბურთი საქართველოში.მერე ნახეთ,აღმოჩნდება,რომ კავკასიაში ფეხბურთი აზერებმა შემოიტანეს და ტონის მიმცემი დღეს და მისი გადამრჩენი თავად არიან.
ლაშა ბოსტაშვილი
დაიჩაგრება არა კვახი!
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა