საუკეთესო შეფასებები, გოლები და... ჰეთ თრიკიც
ქართულ ლეგიონს გამოცოცხლება ეტყობა - ჩვენი მოწინავე ლეგიონერები თავიანთ კლუბებში საუკეთესოები ხდებიან (მაგალითად, გერმანიასა და იტალიაში). სასიამოვნო მოულოდნელობა ამ უქმეებზე ალექსანდრე ამისულაშვილისა და ვახტანგ ფანცხავას გოლები იყო თურქეთსა და უნგრეთში.

ოთხტურიანი საგოლე "შიმშილის" შემდეგ II ბუნდესლიგაში ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. თუ გახსოვთ, სექტემბრის დასაწყისში "კარლსრუე" და მისი ქართველი კაპიტანი ბრწყინვალე ფორმაში იყვნენ. სწორედ მაშინ მიიღო "კოტბუსთან" თრილერში (5:5) ჩვენებურმა "კიკერისგან" 1-იანი (უმაღლესი შეფასება). ამ ერთიანს "პადერბორნთან" (2:1) 2-იანი (გოლი პლუს პასი) მოჰყვა... მაგრამ შემდეგ "კარლსრუემაც" აურია და კაპიტანიც დაცხრა. შაბათს იაშვილის გუნდი მათე ღვინიანიძის "მიუნხენს" მასპინძლობდა. მათე ტრავმირებულია, ამიტომ ქართული დუელი არ შედგა. სამაგიეროდ, 58-ე წუთზე უნგრულ-ქართული დუელი ვიხილეთ - 0:2-ზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, ნიშნულთან იაშვილი მივიდა და გაბორ კირაიმ დარტყმა მოიგერია, თუმცა ისევ ქართველმა დაამატა - 1:2. ამან "კარლსრუეს" ვერ უშველა - 2:4 წააგო. ბადენური კლუბი 8 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში ჩაინაცვლებს, თუკი დღეს "ფორტუნა" მოიგებს, "მიუნხენს" კი 16 ქულა აქვს. იაშვილი ბურთს 71-ჯერ შეეხო, 42 პასიდან 31 ზუსტი გააკეთა (74%), კარისკენ 4-ჯერ დაარტყა. სეზონში მე-3 გოლის გამტან ქართველ შემტევს "შპორტალმა" 3-იანი დაუწერა, გუნდში საუკეთესო შეფასება.

ბერლინის "ჰერტასა" და ლევან კობიაშვილს საქმეები დიდებულად მისდით, შაბათს დედაქალაქელებმა 3:1 მოუგეს "ინგოლშტადტს". "ჰერტამ" სამი მცველით ითამაშა, მათ შორის იყო ლევანი, რომლის პასითაც რაფაელმა მე-17 წუთზე გახსნა ანგარიში. ლევანმა მარცხენა ფლანგიდან პენალტის ნიშნულის სიახლოვეს მოძებნა თანაგუნდელი. ქართველი მცველი 105-ჯერ შეეხო ბურთს, გააკეთა 61 პასი (80% ზუსტი) და კარისკენ ერთხელ დაარტყა. "შპორტალმა" მას 2 ბალი დაუწერა. ამ შემთხვევაშიც ქართველი გახდა გუნდის საუკეთესო მოთამაშე (ამჯერად მატჩისაც). "ჰერტა" 26 ქულით ერთპიროვნული ლიდერი და ბუნდესლიგაში დაბრუნების უმთავრესი ფავორიტია.

კახა კალაძის თამაშზე უკვე გიამბეთ, პარასკევს "ჯენოა" იტალიის ჩემპიონთან 0:1 დამარცხდა, კახა კი 12 სექტემბრის შემდეგ პირველად (ისე კი, მეორედ) მოხვდა "ჯენოას" სასტარტო შემადგენლობაში. ჩვენებურმა კარგად ითამაშა და 39-ე წუთზე მასპინძელთა გუნდი აშკარა გოლისგანაც იხსნა. გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელის თამაშის შეფასებებს სხვადასხვა წყაროებიდან: იტალიური "გოლი" - 6; "კალჩომერკატო" - 6,5; "ქვოტიდიანო" - 6,5; "დატასპორტი" - 6,5.

გუნდის დაცვის თამაში და განსაკუთრებით კახა კალაძე სათანადოდ შეაქეს, თუმცა ქართველმა განაცხადა, რომ მთელმა გუნდმა ითამაშა კარგად და დასანანი გოლი გაუშვა. მან დაამატა, რომ ისე ვითამაშე, თითქოს კვლავ მილანურ დერბიში გამოვდიოდიო. "ჯენოას" 9 თამაშის შემდეგ 11 ქულა აქვს და ცხრილის შუაშია. სერია ბ-ში ტრავმირებული ლევან მჭედლიძის გარეშე მოთამაშე "ემპოლი" შინ 0:0 დაუზავდა "კროტონეს". "ემპოლი" 20 ქულით მე-6 ადგილზეა.

ზურაბ ხიზანიშვილის "რედინგმა" "დონკასტერს" 7-გოლიან თრილერში აჯობა. ქართველი მცველის გუნდი 1:3-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ იმარჯვა და 22 ქულით მე-6 ადგილზე დამკვიდრდა. ნელნელა "რედინგს" პრემიერლიგის საგზურისთვის ბრძოლის ამბიცია ეძალება. ხიზანიშვილმა 90 წუთი ითამაშა. ჩვენებურს სტუმართა მესამე გოლში მიუძღვის ბრალი, როცა მას ბურთი დინ შაილსმა მოჰპარა.

საფრანგეთში გიორგი მაკარიძის "ლე მანი" "ლე ავრს" სტუმრად დაუზავდა - 1:1. "ლე მანი" 23 ქულით მეორე ადგილზეა. კარში ისევ კაპიტანი დიდიე ოვონო იდგა, მაკარიძე კი სათადარუიგო იყო.

"ჯანო იმ ასაკში არაა, რომ გუნდის ლიდერობა მოვთხოვოთ. მას ურიგოდ არ უთამაშია, ჩემი დავალება შეასრულა. ჩავარდნა კი ყველას აქვს", - ასე შეაფასა ჯანო ანანიძის თამაში "სპარტაკის" თავკაცმა ვალერი კარპინმა. ჯანო ანანიძეს მართლაც ვერ გამოუვიდა თამაში "როსტოვთან", რომელიც "სპარტაკმა" 2:1 მოიგო. ჯანო 64-ე წუთზე შეცვალეს ("ჩემპიონატმა" მას 5 ბალი დაუწერა). "სპარტაკი" 46 ქულით მე-4 ადგილზეა.

"კრილია სოვეტოვი"-"რუბინის" (0:2) თამაშში ჩემპიონთა რიგებში სათადარიგო იყო ლაშა სალუქვაძე, ხოლო დავით კვირკველია განაცხადშიც ვერ მოხვდა. "რუბინი" 54 ქულით მეორეა, თუმცა ტიტულის შენარჩუნების შანსი მცირე აქვს.

გროზნოში კავკასიური დერბი "ტერეკსა" და ნალჩიკის "სპარტაკს" შორის მშვიდობიანად დასრულდა - 1:1. მასპინძელთა რიგებში ლევან გვაზავა 70-ე წუთზე გამოჩნდა (5,5 ბალი), ხოლო სტუმართა შორის გოგიტა გოგუამ შეუცვლელად ითამაშა (5,5), დავით სირაძემ კი - ბოლო 4 წუთი. მართალია, სირაძეს ბოლო წუთზე არ გაუტანია, მაგრამ მატჩის მნიშვნელოვან მომენტში შეეწია გუნდს - 87-ე წუთზე მისი პასით ვლადიმირ დიადიუნმა "სპარტაკს" ქულა მოუტანა. "სპარტაკი" (40 ქულა) მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა, რომელიც ევროსაგზურს არ იძლევა. "ტერეკი" 32 ქულით მე-9 ადგილზეა.

მალხაზ ასათიანმა თვენახევრიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა - "ლოკომოტივი"-"ანჟის" მატჩში საქართველოს ნაკრების მცველი შესვენების შემდეგ გამოჩნდა (5,5 ბალი). ამის მიზეზი ჩერნოგორიელი მარკო ბაშას გაძევებაა, ტაიმის მიწურულს მას მოედანი დაატოვებინეს. ასათიანმა კი დმიტრი ტორბინსკი შეცვალა. სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა ოთარ ხიზანეიშვილმა (5,5), ხოლო ნუკრი რევიშვილი სათადარიგო იყო. "ანჟის" 24 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

დუბლების ჩემპიონატში "ზენიტიმა" ახალგაზრდულმა გუნდმა 5:0 მოუგო "ალანიას" მეორე ეშელონს. საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა გამარჯვებულთა შორის. ცსკა-ს დუბლები "სატურნთან" 1:3 დამარცხდა, ნიკა ძალამიძე მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა. "ანჟის" დუბლები 0:3 განადგურდა "ლოკომოტივთან", გიორგი ილურიძემ I ტაიმი ითამაშა.

უკრაინაში გიორგი გაბედავას "ილიჩივეცი" კიევის "დინამოსთან" 0:9 შერცხვა, თუმცა ქართველს ბრალი ამაში არ მიუძღვის თვენახევარზე მეტია, რად გიორგის არ უთამაშია.

ხუანდე რამოსის "დნიპრო" ჩემპიონ "შახტართან" 0:1 დამარცხდა. ამაოდ ველოდით ჯაბა კანკავასა და უჩა ლობჟანიძის გამოსვლას, ესპანელმა სპეციალისტმა ორივე სათადარიგოთა სკამზე დატოვა ლიდერთან მატჩში. "დნიპრო" 27 ქულით მე-4 ადგილზეა. დიმიტრი ტატანაშვილის "მეტალურგმა" სეზონში პირველი მატჩი მოიგო, "ზარია" 1:0 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი მატჩის მიწურულს შეცვალეს. "მეტალურგი" 6 ქულით მაინც ბოლოა.

ვასილ გიგიაძე სათადარიგო იყო, მისმა "ტავრიამ" კი 2:1 მოუგო "სევასტოპოლს". უიღბლო გამოდგა "კრივბასი"-"არსენალის" შეხვედრა (1:1), მასპინძელთა ფორვარდ ბექა გოცირიძისთვის. 26-ე წუთზე მან დამტვრეული თანაგუნდელი შეცვალა, მაგრამ 15 წუთში თავადაც დასჭირდა შეცვლა. "კრივბასი" 17 ქულით მე-11 ადგილზეა.

მერაბ ჟორდანიას "ვიტესი" "ნიიმეგენს ეწვია, ალბერტ ფერერის დებიუტი უგოლო ფრით აღინიშნა - 0:0. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა სტუმართა რიგებში. "ვიტესი" 9 ქულით მე-16 ადგილზეა.

თურქეთში სასწაულებრივი სადებიუტო სამწვრთნელო სეზონი აქვს შოთა არველაძეს. გუშინ მისმა "ქაისერიმ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "კასიმფაშა". გამარჯვების გოლი 41-ე წუთზე ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა. მან კუთხურიდან ჩამოწოდებულს მიუსწრო. ეს ქართველი მცველის პირველი გოლია თურქეთის სუპერლიგაში. "ქაისერი" 23 ქულით მე-2 ადგილზეა და ჩემპიონ "ბურსას" მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

უნგრულ შოპრონილიგაში პირველი გოლი გაიტანა ვახტანგ ფანცხავამ. მისმა "ვაშაშმა" 2:1 დაამარცხა "ჰალადაში". ფანცხავამ 27-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. ქართველმა დაახლოებით 12 მეტრიდან გაიტანა. შოპრონილიგის ოფიციალურ საიტზე ფანცხავას თამაში 6 ბალით შეაფასეს. "ეტომ" 2:1 მოუგო "კეჩკემეტის". ამ მატჩში "ეტოს" ორმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, ორივემ შეცვლაზე: გიორგი განუგრავა 87-ე წუთზე გამოჩნდა, თორნიკე შარაშენიძე - 62-ეზე. "ვაშაშს" 16 ქულა აქვს, "ეტოს" - 15.

რუმინეთში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანი" ბუქარესტში "დინამოსთან" 2:3 დამარცხდა. ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო. საბერძნეთში გიორგი შაშიაშვილი სათადარიგო იყო "ერგოტელისისა" და პაოკ-ის მატჩში.

სხვა ლიგებიდან გამოვყოფთ ლევან კორღალიძის ჰეთ თრიკს მოლდოვაში და მამუკა ღონღაძის მორიგ გოლს ლატვიაში...

ისრაელის ლგატ ჰაალში ლადო დვალიშვილის გოლის წყალობით ჰაიფას "მაქაბიმ" სტუმრად ფეთახ თიკვას "ჰაპოელი" 1:0 დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

vato
რატომ არ არის ინპორმაცია მარცხენა მცველ ამირან სანაიაზე ??? კარგი მცველია ,გვაინტერესებს მისი ამბავი.
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" გადაწყვეტილებაზე
"დავბრუნდი, რათა..." - მესი მოულოდნელად განახლებულ "კამპ ნოუს" ეწვია
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
უმოტივაციო, მაგრამ პრინციპული მატჩი - Sportall.ge სოფიადან
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] სრული დომინაციით! საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] ლუკა მაისურაძე დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
უცნაურია - ESPN-მა ლუკა შევალიე წლის საუკეთესო ტრანსფერად დაასახელა
"არსენალმა" "დორტმუნდის" შემტევთან მოლაპარაკებები დაიწყო
"მადრიდის რეალზე" ფიქრის დრო საერთოდ არ მრჩება" - კაზემირო
"მადალენას საქართველოში წასვლა სჭირდება, მახაჩევი კი..." - თოფურია დღევანდელ ბრძოლას გამოეხმაურა