ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე სენსაციურ, 1997/98 წლების სეზონს ჩემპიონების მწვრთნელი იხსენებს
გერმანულმა გაზეთმა "ბილდმა" ამ დღეებში ბუნდესლიგის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გერმანიის ჩემპიონატის ყველაზე საინტერესო ამბების გახსენება დაიწყო. 1997/98 წლების სეზონი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და სენსაციური იყო, რადგან გერმანიის ჩემპიონი "კაიზერსლაუტერნი" გახდა - გუნდი, რომელიც სწორედ იმ სეზონში აღზევდა პირველ ბუნდესლიგაში. "წითელი ეშმაკების" სენსაციურ სეზონს თავად გუნდის მაშინდელი თავკაცი ოტო რეჰაგელი იხსენებს:

ოტო რეჰაგელი, ბილდი

"არა მგონია, რომ ბუნდესლიგაში ოდესმე ამაზე დიდი სასწაული მოხდეს. ვერავის წარმოედგინა, რომ ელიტაში ახალაღზევებული გუნდი შეიძლებოდა ჩემპიონი გამხდარიყო. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ "კაიზერსლაუტერნის" სასწაული არა 1997 წლის აგვისტოში, არამედ ერთი წლით ადრე დაიწყო. დიახ, სწორედ მაშინ, როცა ეს გუნდი ელიტიდან გავარდა.

"ლაუტერნის" პრეზიდენტი ატცე ფრიდრიხი ჩემი უახლოესი მეგობარი გახლდათ. დამირეკა და მითხრა, უნდა დაგვეხმაროო. შემადგენლობას რომ გადავხედე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ გუნდის მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითება უდიდესი შეცდომა იყო. მივხვდი, რომ ამ გუნდს მხოლოდ ერთი ჭკვიანი უკანახაზელი აკლდა. ეს სიცარიელე მაშინ მიხაელ შიონბერგით შევავსე.

პირველი მატჩი 1997 წლის 2 აგვისტოს მიუნხენში გვქონდა, "ბაიერნის" წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იმ შეხვედრის მოგებას შევძლებდით. საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე გამარჯვების გოლი სწორედ შიონბერგმა გაიტანა - თავით. პირველივე ტურში მიუნხენიდან სამი ქულა რომ წავიღეთ, ამ ფაქტმა მოტივაცია გაგვიორმაგა.

მიუნხენში მოგების შემდეგ ბიჭები უდიდესი აღმაფრენით თამაშობდნენ. ყველა ფორმის პიკში იყო. ასეთი მოტივირებული და კონცენტრირებული გუნდი მას მერე მხოლოდ ერთხელ მყავდა და ალბათ ხვდებით, რომ საბერძნეთის ნაკრებს ვგულისხმობ, რომელიც ჩემს ხელში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ბუკი და რატინიო მარჯვენა ფლანგზე ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ და ერთხელ, როცა თითქოს ჩავარდნა გვეწყებოდა, ორივე ერთად ვათამაშე. მოულოდნელად აფეთქდნენ და მათი დუეტი მარჯვენა ფლანგზე მთელი ბუნდესლიგის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. გაზეთმა "ბილდმა" ამ დუეტს სპეციალური სახელიც კი მოუფიქრა: "ბუკინიო".

ზოგადადაც, ძალიან მაგარი, ლამის იდეალურად დაკომპლექტებული გუნდი მყავდა. კარს გენიალური ანდრეას რაინკე იცავდა, მირო კადლეცი გამოცდილი ლიბერო გახლდათ, ჩირიაკო სფორცა - ნახევარდაცვის მთავარი მოაზროვნე, წინ კი ჩემი ოლაფი მყავდა, კარზე დაგეშილი ოლაფ მარშალი! ასეთ "ხერხემალზე" ნებისმიერმა მწვრთნელმა იოცნებოს!

თუმცა არც სხვა ფეხბურთელები უნდა დამავიწყდეს, მაგალითად, შესანიშნავი ჩამშლელი ჰარი კოხი, უძლიერესი ცაციის მქონე მარტინ ვაგნერი და კარგი მარჯვენა მცველი აქსელ როოსი. შეიძლება ბევრს აღარც ახსოვდეს, მაგრამ სწორედ იმ გუნდში იყო მიხაელ ბალაკიც და მასთან ერთად, ასევე ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერი გახლდათ მარკო რაიხიც. ეს უკანასკნელი იმდენად სწრაფი იყო, რომ ყველას და ყველაფერს ასწრებდა. ცხადია, არ მავიწყდება ანდი ბრემეც, რომელიც შიგადაშიგ გვეხმარებოდა...

გერმანიის ჩემპიონობაზე პირველად სერიოზულად მაშინ დავფიქრდი, როცა "ბაიერნს" მეორე წრის თამაშიც მოვუგეთ. გერმანიაში ყოველთვის ასე იყო: ჩემპიონობის გზა მხოლოდ "ბაიერნზე" გადის და გუნდს, რომელიც ბავარიულ გრანდს ორჯერ მოუგებს, მართლა შეუძლია პირველობა. მაშინ ბიჭებს ვუთხარი, სანამ სხვები რამეს შეამჩნევენ, ჩვენ ჩემპიონობა უკვე განაღდებული უნდა გვქონდეს-მეთქი. სეზონის ბოლომდე "ბაიერნზე" წინ დავრჩით, "ვერცხლის სინი" კი ჰამბურგში გადმოგვეცა და კაიზერსლაუტერნში დაბრუნებულებს მთელი ქალაქი დაგვხვდა. "ბილდის" სათაურიც კარგად მახსოვს: "კაიზერსლაუტერნი - ხმაურიანი კაიზერების ქალაქი."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბერლინის "ჰერტა" ლევან კობიაშვილისთვის იბრძვის!

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს